არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲓᲐᲜᲐᲠᲗᲘ 1

ბიბლიური თემები მსჯელობისთვის

ბიბლიური თემები მსჯელობისთვის

იესომ თქვა, რომ გულმართალი ადამიანები ამოიცნობდნენ ჭეშმარიტებას, როცა მისი მოსმენის საშუალება მიეცემოდათ (იოან. 10:4, 27). ზოგჯერ ერთი ბიბლიური აზრიც კი საკმარისია, რომ ადამიანის გულში ჭეშმარიტების თესლი ჩაითესოს, რომლის გაზრდაზეც იეჰოვა იზრუნებს (1 კორ. 3:6, 7). ასე რომ, ეცადე, ხალხს ჭეშმარიტება მარტივად გადასცე. ბიბლიურ თემაზე საუბრის წამოსაწყებად შეგიძლია ასეთი რამ უთხრა: „იცოდით, რომ. . ?“ ან „ასეთი რამ თუ გსმენიათ. . ?“. შემდეგ გამოიყენე ქვემოთ მოცემული რომელიმე საკითხი და იმსჯელე შესაბამისი ბიბლიური მუხლის საფუძველზე.

 ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲘ

  1. 1) მიმდინარე მოვლენები და საზოგადოების დეგრადირება იმაზე მიანიშნებს, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება (მათ. 24:3, 7, 8; ლუკ. 21:10, 11; 2 ტიმ. 3:1—5).

  2. 2) დედამიწა არასდროს განადგურდება (ფსალმ. 104:5; ეკლ. 1:4).

  3. 3) ეკოლოგიური პრობლემები მალე გადაიჭრება (ეს. 35:1, 2; გამოცხ. 11:18).

  4. 4) დადგება დრო, როცა ყველას სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნება (ეს. 33:24; 35:5, 6).

  5. 5) მოვა დრო, როცა მარადიულად ვიცხოვრებთ დედამიწაზე (ფსალმ. 37:29; მათ. 5:5).

 ᲝᲯᲐᲮᲘ

  1. 6) ქმარს ცოლი საკუთარი თავივით უნდა უყვარდეს (ეფეს. 5:33; კოლ. 3:19).

  2. 7) ცოლი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს (ეფეს. 5:33; კოლ. 3:18).

  3. 8) ცოლ-ქმარმა მთელი სიცოცხლე უნდა უერთგულოს ერთმანეთს (მალ. 2:16; მათ. 19:4—6, 9; ებრ. 13:4).

  4. 9) შვილებს, რომლებიც პატივს სცემენ მშობლებს და ემორჩილებიან, ხელი მოემართებათ (იგავ. 1:8, 9; ეფეს. 6:1—3).

NASA, ESA and the Hubble Heritage Team (STScI/​AURA)-ESA/​Hubble Collaboration. Licensed under CC BY 4.0. Source.

 ᲦᲛᲔᲠᲗᲘ

  1. 10) ღმერთს სახელი აქვს (ფსალმ. 83:18; იერ. 10:10).

  2. 11) ბიბლია მოსიყვარულე ზეციერი მამის მიერ ჩვენთვის მოწერილი წერილია (2 ტიმ. 3:16, 17; 2 პეტ. 1:20, 21).

  3. 12) ღმერთი სამართლიანი და მიუკერძოებელია (კან. 10:17; საქ. 10:34, 35).

  4. 13) ღმერთს ჩვენი დახმარების სურვილი აქვს (ფსალმ. 46:1; 145:18, 19).

 ᲚᲝᲪᲕᲐ

  1. 14) ღმერთს სურს, ლოცვით მივმართოთ (ფსალმ. 62:8; 65:2; 1 პეტ. 5:7).

  2. 15) ბიბლიიდან ვიგებთ, როგორ ვილოცოთ (მათ. 6:7—13; ლუკ. 11:1—4).

  3. 16) ღმერთს სურს, მას ხშირად მივმართოთ ლოცვით (მათ. 7:7, 8; 1 თეს. 5:17).

 ᲘᲔᲡᲝ ᲥᲠᲘᲡᲢᲔ

  1. 17) იესო დიდებული მოძღვარი იყო, რომლის რჩევები დღესაც გამოსადეგია (მათ. 6:14, 15, 34; 7:12).

  2. 18) იესომ იწინასწარმეტყველა ის მოვლენები, რომლებიც დღეს ჩვენ თვალწინ ხდება (მათ. 24:3, 7, 8, 14; ლუკ. 21:10, 11).

  3. 19) იესო ღვთის ძეა (მათ. 16:16; იოან. 3:16; 1 იოან. 4:15).

  4. 20) იესო ყოვლისშემძლე ღმერთი არაა (იოან. 14:28; 1 კორ. 11:3).

Based on NASA/​Visible Earth imagery

 ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲛᲔᲤᲝ

  1. 21) ცათა სასუფეველი ღვთის ზეციერი ხელისუფლებაა (დან. 2:44; 7:13, 14; მათ. 6:9, 10; გამოცხ. 11:15).

  2. 22) ღვთის მმართველობა ადამიანთა მმართველობას ჩაანაცვლებს (ფსალმ. 2:7—9; დან. 2:44).

  3. 23) მხოლოდ ღვთის მმართველობის დროს გადაიჭრება კაცობრიობის ყველა პრობლემა (ფსალმ. 37:10, 11; 46:9; ეს. 65:21—23).

 ᲢᲐᲜᲯᲕᲐ

  1. 24) ღმერთი არ იწვევს ადამიანთა ტანჯვას (კან. 32:4; იაკ. 1:13).

  2. 25) მსოფლიოს სატანა მართავს (ლუკ. 4:5, 6; 1 იოან. 5:19).

  3. 26) ღმერთს აღელვებს ჩვენი მდგომარეობა (ფსალმ. 34:17—19; ეს. 41:10, 13).

  4. 27) ღმერთი მალე ბოლოს მოუღებს ადამიანთა ტანჯვას (ეს. 65:17; გამოცხ. 21:3, 4).

 ᲡᲘᲙᲕᲓᲘᲚᲘ

  1. 28) მკვდრები ვერაფერს გრძნობენ და, შესაბამისად, არც იტანჯებიან (ეკლ. 9:5; იოან. 11:11—14).

  2. 29) მკვდრებს არც ვინმეს დახმარების და არც ზიანის მიყენების ძალა შესწევთ (ფსალმ. 146:4; ეკლ. 9:6, 10).

  3. 30) ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები მკვდრეთით აღდგებიან (იობ. 14:13—15; იოან. 5:28, 29; საქ. 24:15).

  4. 31) „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხ. 21:3, 4; ეს. 25:8).

 ᲠᲔᲚᲘᲒᲘᲐ

  1. 32) ღმერთი არ იწონებს ყველა რელიგიას (იერ. 7:11; მათ. 7:13, 14, 21—23).

  2. 33) ღმერთს სძულს თვალთმაქცობა (ეს. 29:13; მიქ. 3:11; მარ. 7:6—8).

  3. 34) ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრებს სიყვარული გამოარჩევს (მიქ. 4:3; იოან. 13:34, 35).