არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ინფორმაცია დამსწრეთათვის

ინფორმაცია დამსწრეთათვის

ᲛᲝᲛᲬᲔᲡᲠᲘᲒᲔᲑᲚᲔᲑᲘ: მომწესრიგებლები თქვენ დასახმარებლად არიან დანიშნული. გთხოვთ, ითანამშრომლოთ მათთან და დაემორჩილოთ მათ მითითებებს ავტომობილის გაჩერებასთან, ხალხის მოძრაობასთან, ადგილების დაკავებასა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

ᲜᲐᲗᲚᲝᲑᲐ: ნათლობის მოხსენების დაწყებამდე, რომელიც წარმოითქმება შაბათს, დღის პირველ ნახევარში, ნათლობის მსურველები უნდა ისხდნენ სცენის წინ, მათთვის წინასწარ გამოყოფილ ადგილზე. თითოეულს უნდა ჰქონდეს პირსახოცი და მოკრძალებული საცურაო კოსტიუმი.

ᲨᲔᲡᲐᲬᲘᲠᲐᲕᲘ: საკმაოდ დიდი ხარჯები იქნა გაღებული სხვადასხვა მომსახურების უზრუნველსაყოფად, რაც კონგრესზე დასწრებას სასიამოვნოს ხდის და გვეხმარება, დავუახლოვდეთ იეჰოვას. თქვენი ნებაყოფლობითი შესაწირავი მოხმარდება ამ ხარჯების დაფარვას და ჩვენს საქმიანობას მთელ მსოფლიოში. თქვენთვის მოსახერხებელი რომ იყოს, ყველგან არის განლაგებული შესაწირავების ყუთები შესაბამისი წარწერით. შესაწირავის გასაღებად აგრეთვე შეგიძლიათ ესტუმროთ ვებგვერდს donate.pr418.com. ნებისმიერი შენაწირი ძალიან ფასდება და ხელმძღვანელი საბჭო წინასწარ გიხდით მადლობას სამეფოს ინტერესების გულუხვი მხარდაჭერისთვის.

ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ: გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ პირველი დახმარება გათვალისწინებულია მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისთვის.

ᲓᲐᲙᲐᲠᲒᲣᲚᲘ ᲜᲘᲕᲗᲔᲑᲘ: ყველა ნაპოვნი ნივთი დაკარგული ნივთების განყოფილებაში უნდა მიიტანოთ. დაკარგული ნივთებისთვის ამ განყოფილებას მიაკითხეთ. აქ უნდა მიიყვანოთ ბავშვებიც, რომლებიც დაიკარგნენ. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ თქვენს ბავშვებს და ყოველთვის გვერდით გყავდეთ, რათა არც თქვენ ინერვიულოთ და არც სხვებმა.

ᲐᲓᲒᲘᲚᲔᲑᲘ: გთხოვთ, სხვებიც გაითვალისწინოთ, როცა ადგილებს იკავებთ. გახსოვდეთ: ადგილები შეგიძლიათ დაიკავოთ მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის და მათთვის, ვინც თქვენთან ერთად მგზავრობს ავტომობილით, თქვენთან ერთად ცხოვრობს ან ვისაც ბიბლიას ასწავლით. გთხოვთ, არ დაალაგოთ ნივთები თქვენ გარშემო სკამებზე, რომლებსაც არ იკავებთ.

ᲛᲝᲮᲐᲚᲘᲡᲔᲓ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ: თუ კონგრესის დროს მოხალისეებად მსახურება გსურთ, მიმართეთ საინფორმაციო და მოხალისეთა განყოფილებას.

მომზადებულია იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს მიერ

© 2024 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania