არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რას ნიშნავს იეჰოვასთვის „სულით“ თაყვანისცემა?

იესო ქრისტემ იმ სამარიელ ქალთან ქადაგისას, რომელიც ქალაქ სიქარის მახლობლად მდებარე იაკობის ჭასთან წყლის ამოსაღებად მივიდა, შემდეგი სიტყვები თქვა: „ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:24). ჭეშმარიტი თაყვანისცემა „ჭეშმარიტებით“ უნდა აღსრულდეს, ანუ უნდა შეესაბამებოდეს იმას, რაც იეჰოვა ღმერთმა ბიბლიის მეშვეობით განაცხადა საკუთარი თავისა და თავისი განზრახვების შესახებ. ღვთისათვის ჩვენი მსახურებაც სულით ანუ გულმოდგინე უნდა იყოს, რომლისკენაც სიყვარულითა და რწმენით სავსე გული გვიბიძგებს (ტიტე 2:14, სსგ). მაგრამ კონტექსტი გვიჩვენებს, რომ ‘ღვთისადმი სულით თაყვანისცემასთან’ დაკავშირებული იესოს სიტყვები უფო მეტ რამეს ეხება, ვიდრე განწყობილებას, რომლითაც იეჰოვას ვემსახურებით.

იესოს თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული გულმოდგინების ან მისი არქონის შესახებ არ უსაუბრია სამარიელ ქალთან, როდესაც მას ჭასთან შეხვდა. ცრუ თაყვანისცემაც კი შეიძლება გულმოდგინებითა და თავდადებით ხდებოდეს. ნაცვლად ამისა, იმის თქმის შემდეგ, რომ მამისთვის არც სამარიაში არსებულ მთაზე და არც იერუსალიმის ტაძარში უნდა ეცათ თაყვანი, რომლებიც კონკრეტული ადგილები იყო, იესომ მიუთითა თაყვანისცემის ახალ მეთოდზე, რომელიც ღვთის ჭეშმარიტ ბუნებაზეა დაფუძნებული (იოანე 4:21). „ღმერთი არის სული“, — თქვა მან (იოანე 4:24). ჭეშმარიტი ღმერთი არ არის მატერიალური; მისი დანახვა და შეხება შეუძლებელია. მისადმი თაყვანისცემაც არ ხდება ხელქმნილ ტაძარსა თუ მთაზე. აქედან გამომდინარე, იესო საუბრობდა თაყვანისმცემლობის უხილავ მხარეზე.

ჭეშმარიტებისამებრ მოქმედების გარდა, მართებული თაყვანისმცემლობისთვის საჭიროა სულიწმიდის — ღვთის უხილავი მოქმედი ძალის — ხელმძღვანელობა. „სული ჭვრეტს ყოველივეს, — დაწერა მოციქულმა პავლემ, — ღვთის სიღრმეებსაც“. შემდეგ დასძინა: „ჩვენ მივიღეთ არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ ღვთისაგან ჩვენთვის მონიჭებული“ (1 კორინთელთა 2:8—12). ღმერთს მისი ნებისამებრ რომ ვცეთ თაყვანი, მისი სულიწმიდა უნდა გვქონდეს და ის გვხელმძღვანელობდეს. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სული ანუ ჩვენი აზროვნება შევუსაბამოთ ღვთის სულიწმიდას, მისი სიტყვის შესწავლითა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებით.

[სურათი 28 გვერდზე]

თაყვანი ეცით ღმერთს „სულითა და ჭეშმარიტებით“.