არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხელმძღვანელი საბჭოს ახალი წევრები

ხელმძღვანელი საბჭოს ახალი წევრები

ხელმძღვანელი საბჭოს ახალი წევრები

ოთხშაბათს, 2005 წლის 24 აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ბეთელის ოჯახებმა პირდაპირი ტელეტრანსლაციით სასიხარულო განცხადება მოისმინეს: 2005 წლის 1 სექტემბრიდან იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელ საბჭოს ორი ახალი წევრი შეემატა — ჯეფრი ჯექსონი და ენტონ მორიცი.

ძმა ჯექსონმა პიონერად მსახურება 1971 წლის თებერვალში დაიწყო ავსტრალიის კუნძულ ტასმანიაზე. 1974 წლის ივნისში იგი დაქორწინდა. ცოტა ხანში ის და მისი მეუღლე, ჯენეტი, სპეციალურ პიონერებად დაინიშნნენ. 1979—2003 წლებში ისინი მისიონერებად მსახურობდნენ ტუვალუზე, სამოასა და ფიჯიზე — წყნარი ოკეანის კუნძულებზე. ამ კუნძულებზე მსახურების პერიოდში ჯექსონებს ბიბლიური ლიტერატურის თარგმნაშიც შეჰქონდათ დიდი წვლილი. 1992 წლიდან ძმა ჯექსონი მსახურობდა სამოას ფილიალის კომიტეტში, ხოლო 1996 წლიდან ფიჯის ფილიალის კომიტეტში. 2003 წლის აპრილში ჯეფრი და ჯენეტი შეერთებული შტატების ბეთელის ოჯახის წევრები გახდნენ და მთარგმნელობითი მომსახურების განყოფილებაში დაიწყეს მუშაობა. ცოტა ხნის შემდეგ ძმა ჯექსონი ხელმძღვანელი საბჭოს სასწავლო კომიტეტს უწევდა დახმარებას.

ძმა მორიცმა პიონერად მსახურება 1971 წელს დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმავე წლის დეკემბერში ის დაქორწინდა სუზენზე. ისინი თითქმის ოთხი წელი მსახურობდნენ პიონერებად მანამ, სანამ პირველი ვაჟი, ჯესი, არ შეეძინათ. ცოტა ხანში მათ მეორე ვაჟი, პოლი, ეყოლათ. ძმა მორიცმა სრული დროით მსახურება 1979 წელს განაახლა. როცა ბავშვებმა სკოლაში სიარული დაიწყეს, მას სრული დროით მსახურებაში მეუღლეც შეუერთდა. მათი ოჯახი იქ მსახურობდა, სადაც ამის დიდი საჭიროება იყო, კერძოდ როუდ-აილენდზე და ჩრდილოეთ კაროლინაში (აშშ). ძმა მორიცი ჩრდილოეთ კაროლინაში სარაიონო ზედამხედველის დამხმარედ მსახურობდა. ამ პერიოდში მისმა ვაჟებმა სრული დროით მსახურება დაიწყეს. ჯესი და პოლი 19 წლის ასაკში შეერთებული შტატების ბეთელში მიიწვიეს. ამასობაში კი ძმა მორიცმა სარაიონო ზედამხედველად დაიწყო მსახურება. 2002 წელს ის და სუზენი ბეთელში მიიწვიეს. ისინი თავიანთი ახალი დავალების შესრულებას 1 აგვისტოდან შეუდგნენ. ძმა მორიცი მუშაობდა პატერსონის სამსახურებრივ განყოფილებაში, მოგვიანებით კი ხელმძღვანელი საბჭოს სამსახურებრივ კომიტეტს უწევდა დახმარებას.

ამჟამად ხელმძღვანელ საბჭოში ამ ორი ახალი წევრის გარდა მსახურობენ: კ. უ ბარბერი, ჯ. ე. ბარი, მ. ს. ლეტი, გ. ლეში, თ. იარაჩი, გ. ჰ. პირსი, დ. სიდლიკი, დ. ჰ. სპლეინი, ს. ფ. ჰერდი და ა. დ. შრედერი. ხელმძღვანელი საბჭოს ყველა წევრი სულით ცხებული ქრისტიანია.