არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„სუსტი ჭურჭლის“ ღირებულება

„სუსტი ჭურჭლის“ ღირებულება

„სუსტი ჭურჭლის“ ღირებულება

„თქვენც, ქმრებო, შეძენილი ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება და პატივი მიაგეთ მათ, ქალებს, როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს“, — დაწერა მოციქულმა პეტრემ (1 პეტრე 3:7). ამ მუხლში ქალი „სუსტ ჭურჭელთან“ არის შედარებული. ხომ არ ლახავს ეს ქალის ღირსებას? მოდი განვიხილოთ, რისი თქმა სურდა ამ სიტყვების დამწერს, რომელიც ღვთის სულით იყო აღძრული?

ამ მუხლში „პატივად“ ნათარგმნი ბერძნული არსებითი სახელი ნიშნავს „ღირებულებას, ფასს . . . პატივისცემას“. აქედან გამომდინარე, ქრისტიანი ქმარი სათუთად უნდა მოეპყროს ცოლს და ყურადღება უნდა გამოიჩინოს მის, როგორც ფაქიზი და ძვირფასი ჭურჭლის, მიმართ. ეს სრულებით არ არის დამამცირებელი. მაგალითად, დავფიქრდეთ ტიფანის დეკორატიულ სანათზე, რომლის მოდელად მცენარე ლოტოსია აღებული. ეს საოცრად ნატიფი სანათი ფაქიზი ნაკეთობაა. ეკარგება მას ამის გამო ფასი? სრულებითაც არა! 1997 წელს ტიფანის სანათის ორიგინალი აუქციონზე 2,8 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ სანათს სიფაქიზის გამო ფასი კი არ დაუკარგავს, არამედ უფრო ღირებული გახდა.

მსგავსად ამისა, ქალის სუსტ ჭურჭელთან შედარება სრულებით არ ლახავს მის ღირსებას. „შეძენილი ცოდნის თანახმად“, ცოლთან ერთად ცხოვრება ქმრისთვის ნიშნავს იმას, რომ გაითვალისწინოს მეუღლის ძლიერი და სუსტი მხარეები, სურვილები, შეხედულებები და გრძნობები. მზრუნველი მეუღლე მხედველობაში იღებს იმას, რომ ის და მისი მეუღლე პიროვნულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ქმარმა პატივი უნდა მიაგოს ცოლს, ‘რათა ლოცვა არ დაუბრკოლდეს’ (1 პეტრე 3:7). როდესაც ქმარი პატივისცემით არ ეპყრობა ცოლს და ლახავს მის ქალურ ღირსებას, საფრთხეს უქმნის იეჰოვასთან ურთიერთობას. როგორც დავინახეთ, ღვთის სიტყვა კი არ ამცირებს ქალებს, არამედ პატივისცემის ღირსად მიიჩნევს მათ.

[საავტორო უფლებები დაცულია 32 გვერდზე]

© Christie’s Images Limited 1997