არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მისიონერები კალიებივით არიან

მისიონერები კალიებივით არიან

„გალაადის“ 124-ე კლასის გამოშვება

მისიონერები კალიებივით არიან

ყოველ ექვს თვეში ერთხელ „საგუშაგო კოშკის“ სკოლა „გალაადი“ გამოსაშვებ საღამოს აწყობს, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების ბეთელის მთელ ოჯახს იწვევენ. 2008 წლის 8 მარტს 124-ე კლასის გამოსაშვებ საღამოს ბეთელის ოჯახის წევრებთან ერთად 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჩასული სტუმარი დაესწრო. ეს დღე განსაკუთრებული იყო არა მარტო კურსდამთავრებულებისთვის, არამედ ყველა დამსწრისთვის. მათი რიცხვი 6 411-ს შეადგენდა.

შეხვედრა გახსნა პროგრამის თავმჯდომარემ, ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, სტივენ ლეტმა, რომელმაც წარმოთქვა მოხსენება „წინ, იეჰოვას კალიებო!“ გამოცხადების 9:1—4-ში ცხებული ქრისტიანები, რომლებმაც 1919 წელს სულიერი ძალები დაიბრუნეს, შედარებულნი არიან საბრძოლოდ გამზადებულ კალიების გუნდთან. ძმა ლეტმა კურსდამთავრებულებს შეახსენა, რომ ისინი, როგორც „სხვა ცხვრის“ წარმომადგენლები, კალიების ამ გუნდს უერთდებიან (იოან. 10:16).

შემდეგი მოხსენებით „შეავსეთ ერთმანეთი“ გამოვიდა ლონ შილინგი, ამერიკის შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრი. მან ეს თემა ააგო პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანი ცოლ-ქმრის, აკვილასა და პრისკილას (იგივე პრისკა) მაგალითზე (რომ. 16:3, 4). გალაადის ეს კლასი 28 დაქორწინებულმა წყვილმა დაამთავრა. როგორც მათ ძმა შილინგმა შეახსენა, წარმატებული მისიონერები რომ ყოფილიყვნენ, მტკიცე ოჯახები უნდა ჰქონოდათ. ბიბლიაში აკვილა და პრისკილა ყოველთვის ერთად არიან მოხსენიებულნი. პავლე მოციქულსა და კრების წევრებს აკვილა პრისკილას გარეშე ვერ წარმოედგინათ. მისიონერმა ცოლ-ქმარმა მათ უნდა მიჰბაძონ და ერთად უნდა იმსახურონ, ერთად უნდა სცენ ღმერთს თაყვანი, ერთად უნდა შეეჭიდონ უცხო ტერიტორიაზე მსახურების დროს წამოჭრილ სირთულეებს, და ასე შეავსონ ერთმანეთი (დაბ. 2:18).

მომდევნო მოხსენებით „გამოეხმაურეთ იეჰოვას სიკეთეს“ გამოვიდა გაი პირსი, ხელმძღვანელი საბჭოს წევრი. ძმა პირსმა ახსნა, რომ სიკეთის კეთება გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ცუდის კეთებისგან თავის შეკავებას. კეთილი ადამიანი სხვას სიკეთეს უკეთებს. იეჰოვა ღმერთი კეთილია ამ სიტყვის სრული გაგებით (ზაქ. 9:16, 17). ღვთის სიკეთემ და სიყვარულმა უნდა აღგვძრას, რომ ჩვენც გავუკეთოთ სხვებს სიკეთე. ბოლოს ძმა პირსმა შეაქო კურსდამთავრებულები: „თქვენ აკეთებთ სიკეთეს. ჩვენ გვჯერა, რომ კვლავაც გამოეხმაურებით ღვთის სიკეთეს და რა დავალებაც არ უნდა მიიღოთ იეჰოვა ღმერთისგან, განაგრძობთ სიკეთის კეთებას“.

შემდეგი მოხსენებით „ეს გქონდეთ შუბლზე“ მსმენელთა წინაშე წარდგა მაიკლ ბარნეტი, ყოფილი მისიონერი, რომელიც ახლახან დანიშნეს გალაადის სკოლის მასწავლებლად. „ეს გქონდეთ შუბლზე“ ნიშნავდა იმას, რომ ისრაელებს არ უნდა დავიწყებოდათ, როგორ დაიხსნა იეჰოვამ ისინი ეგვიპტელთა ტყვეობიდან (გამ. 13:16). ძმა ბარნეტმა კურსდამთავრებულებს მოუწოდა, რომ ყოველთვის ხსომებოდათ, ანუ ‘შუბლზე ჰქონოდათ’ „გალაადში“ მიღებული რჩევები. მან ხაზი გაუსვა იმის აუცილებლობას, რომ მისიონერები ყოფილიყვნენ თავმდაბლები, მოკრძალებულები და მისიონერებთან თუ სხვებთან წამოჭრილი გაუგებრობა ბიბლიური პრინციპებით მოეგვარებინათ (მათ. 5:23, 24).

მომდევნო მოხსენებით „რას იმღერებენ თქვენზე?“ გამოვიდა მარკ ნიუმარი, სკოლა „გალააადის“ ღვაწლმოსილი მასწავლებელი. ძველად ომში გამარჯვებას სიმღერით აღნიშნავდნენ. ერთ-ერთი ასეთი სიმღერის ტექსტში ნათქვამია, რომ რეუბენის, დანისა და აშერის ტომები ბრძოლის დროს თავს ზოგავდნენ მაშინ, როცა ზებულონის ტომი თავგანწირვით იბრძოდა (მსაჯ. 5:16—18). როგორც ამ სიმღერიდან ჩანს, არც ერთი ქრისტიანის საქმეები არ დარჩება შეუმჩნეველი. ღვთის საქმეში გულმოდგინებითა და მისი ორგანიზაციისადმი ერთგულებით იეჰოვას წინაშე კარგ სახელს მოვიპოვებთ და ძმებსაც კარგ მაგალითს მივცემთ. როდესაც კრების წევრები, ასე ვთქვათ, ისმენენ სიმღერას ჩვენს კარგ საქმეებზე, ეს აღძრავს მათ, რომ მოგვბაძონ.

„გალაადის“ სკოლის 124-ე კლასის კურსდამთავრებულებმა სწავლის პერიოდში 3 000 საათი დაუთმეს ქადაგებას. სემ რობერსონი, რომელიც თეოკრატიული სკოლების განყოფილებაში მსახურობს, გამოვიდა მოხსენებით „მიჰყევით წმინდა სულის ხელმძღვანელობას“ და რამდენიმე კურსდამთავრებულს მოაყოლა შემთხვევები სამქადაგებლო მსახურებიდან, წარმოადგინეს ზოგი შემთხვევის ინსცენირებაც. შემდეგ ძმა პატრიკ ლაფრანკმა, შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრმა ინტერვიუ აიღო „გალაადის“ კურსდამთავრებულებისგან, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა ქვეყანაში მსახურობენ. ამ ძმების რჩევები კურსდამთავრებულებისთვის სასარგებლო იყო.

ბოლო მოხსენებით „გახსოვდეთ, ხილული დროებითია“ გამოვიდა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ენტონი მორისი. მომხსენებელმა კურსდამთავრებულებს მოუწოდა, რომ ყურადღება გაემახვილებინათ იმაზე, თუ რა კურთხევები ელით მომავალში და არა იმ პრობლემებზე, რომლებსაც შეიძლება დღეს ხვდებიან (2 კორ. 4:16—18). სიღატაკე, უსამართლობა, ჩაგვრა, ავადმყოფობა და სიკვდილი დღევანდელი ცხოვრების რეალობაა. ამისგან არც ერთი მისიონერი არ არის დაზღვეული. თუ მათ ემახსოვრებათ, რომ ეს ყველაფერი დროებითია, არც სულიერ წონასწორობას დაკარგავენ და არც იმედს.

ბოლოს სცენაზე გამოსულ კურსდამთავრებულებს ძმა ლეტმა რჩევა-დარიგებები მისცა. მან მოუწოდა მათ, რომ გული არ გაეტეხათ და უთხრა: „თუ ყოველთვის ახლოს იქნებით იეჰოვასთან, ბოლომდე მისი ერთგულები დარჩებით“. ბოლოს კი მოუწოდა, რომ კალიებივით ყოფილიყვნენ, კვლავ შემართებით გაეგრძელებინათ მსახურება და მუდამ იეჰოვას ერთგულები და მორჩილები დარჩენილიყვნენ.

[ჩარჩო 30 გვერდზე]

კლასის სტატისტიკური მონაცემები

წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 7

ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები დაინიშნენ: 16

სტუდენტების რაოდენობა: 56

საშუალო ასაკი: 33,8

ჭეშმარიტებაში გატარებული წლების რაოდენობა: 18,2

სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების რაოდენობა: 13,8

[სურათი 30 გვერდზე]

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 124-ე კლასი

რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.

1) ტ. ნიკოლსონი, ჰ. მაინი, ი. სენგეი, ლ. სნეიპი, კ. ვანეიგასი, ლ. პოუ; 2) ს. სანტანა, კ. ოუ, კ. ლემატრე, ნ. უილიამსი, ლ. ალეგზანდერი; 3) ბ. ვუდსი, ლ. სტეინტონი, ი. ჰანტლი, გ. ალვარეზი, ჯ. კრუზი, ჯ. ბენეტი; 4) ა. უილიამსონი, ნ. გონსალესი, ჯ. ზუროსკი, ი. დეჰანდი, ჯ. მაი, ს. დიემმი, ლ. ტავენერი; 5) უ. ლემატრე, ა. ჰარისი. ს. უელსი. ს. როჯერსი, მ დურანტი, ჯ. სენგეი; 6) ტ. ჰანტლი, ა. ვანეიგასი, ა. პოუ, მ. სანტანა, ვ, ბენეტი, დ. ტავენერი, მ. ოუ; 7) მ. ზუროსკი, გ. როჯერსი, დ. დიემმი, ლ. ნიკოლსონი, კ. ალვარეზი, ჯ. სნეიპი; 8) მ. ჰარისი, პ. გონსალესი, ს. მაინი, ს. ვუდსი, ბ. სტეინტონი, დ. უილიამსონი, ჯ. დურანტი; 9) პ. კრუზი, ბ. დეჰანდი, დ. უილიამსი, ს. უელსი, დ. ალეგზანდერი, მ. მაი.

[სურათი 32 გვერდზე]

„გალაადის სკოლა“, „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრი