არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მხოლოდ ღმერთს შეუძლია გადაარჩინოს დედამიწა

მხოლოდ ღმერთს შეუძლია გადაარჩინოს დედამიწა

მხოლოდ ღმერთს შეუძლია გადაარჩინოს დედამიწა

„ლურჯი და თეთრი ფერებით მოხატული“. ასე აღწერა ასტრონავტმა ედგარ მიტჩელმა კოსმოსიდან დანახული დედამიწა.

ღმერთმა დიდი შრომა გასწია, რომ დედამიწა ადამიანთა საცხოვრებლად მოემზადებინა. მისმა შემოქმედებამ აღძრა ანგელოზები, რომ ‘ეყიჟინათ’ (იობი 38:7). დედამიწაზე არსებული მრავალი საოცრება ჩვენც აღგვძრავს, რომ „ვიყიჟინოთ“. გარემოში მრავალი რთული ეკოსისტემაა, რაც დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას უწყობს ხელს. საარსებო გარემოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფი მცენარეთა სამყაროა. მცენარეს სჭირდება მზის სინათლე, ნახშირორჟანგი, რომელსაც ჰაერიდან იღებს, და წყალი ნაყოფის გამოსაღებად. ამ პროცესების შედეგად მცენარე გამოყოფს ჟანგბადს, რომელიც აუცილებელია ჩვენი სიცოცხლისთვის.

ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთმა ადამიანს მიანდო დედამიწაზე ზრუნვა (დაბადება 1:28; 2:15). დედამიწა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე რომ არ დამდგარიყო, ადამიანი მას უნდა გაფრთხილებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას უნდა ჰყვარებოდა თავისი სახლი, დედამიწა; გარდა ამისა, სურვილი უნდა ჰქონოდა, მისი პირვანდელი სილამაზე შეენარჩუნებინა. ადამიანი ნების თავისუფლებით შეიქმნა, ამიტომ შესაძლებელი იყო, რომ მას დედამიწა თავისი მიზნებისთვის გამოეყენებინა და მისთვის ზიანი მიეყენებინა. ეს ასეც მოხდა. ადამიანთა დაუდევრობამ და სიხარბემ დედამიწა საშინელ შედეგებამდე მიიყვანა.

ვნახოთ, რა სავალალო შედეგები გამოიწვია დედამიწის რესურსების არასწორად გამოყენებამ: 1) ტყის გაჩეხვის გამო ნაკლები ნახშირორჟანგი შთაინთქმება, რაც თავის მხრივ ამინდის უკიდურეს ცვლილებებს იწვევს. 2) პესტიციდების გადაჭარბებით გამოყენება ანადგურებს მწერებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკოსისტემაში; მაგალითად, მათი მეშვეობით ხდება მრავალი სახეობის მცენარის დამტვერვა. 3) დიდი რაოდენობით თევზჭერის, აგრეთვე ზღვებისა და მდინარეების დაბინძურების გამო თევზების პოპულაცია საგრძნობლად მცირდება. 4) ბუნებრივი რესურსების დიდი რაოდენობით გამოყენება მომავალ თაობებს რესურსების გარეშე ტოვებს და, როგორც ფიქრობენ, ეს ყოველივე გლობალური დათბობის მიზეზიც ხდება. გარემოს ზოგი დამცველი აღნიშნავს, რომ მყინვარების დნობა და არქტიკასა და ანტარქტიდაში აისბერგების წარმოქმნა გლობალურ დათბობაზე მეტყველებს.

ზოგის აზრით, სტიქიური უბედურებები ხშირად იმიტომ ხდება, რომ ბუნება სჯის ადამიანს დედამიწის საზიანოდ გაკეთებული საქმეების გამო. დედამიწაზე ცხოვრების სანაცვლოდ ღმერთს ჩვენთვის არაფერი მოუთხოვია (დაბადება 1:26—29). მიმდინარე მსოფლიო მოვლენები ცხადყოფს, რომ მრავალი არ ზრუნავს დედამიწაზე. ისინი საკუთარი მიზნებისა და სურვილების განსახორციელებლად უკან არაფერზე იხევენ. ასეთი ადამიანები თავიანთი საქციელით ცხადყოფენ, რომ ცუდი „მობინადრეები“ არიან და, როგორც გამოცხადების 11:18-ში ვკითხულობთ, ‘სპობენ დედამიწას’.

ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ ყოვლისშემძლე იეჰოვა ღმერთს — დედამიწაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი ეკოსისტემების შემოქმედს — დედამიწიდან ცუდი „მობინადრეების გასაყრელად“ დრო აქვს დანიშნული (სოფონია 1:14; გამოცხადება 19:11—15). ღმერთი საჭირო ზომებს მიიღებს მანამ, სანამ ადამიანი გაანადგურებს დედამიწას. ეს კი უფრო მალე მოხდება, ვიდრე ჩვენ ველით * (მათე 24:44). მართლაც, დედამიწის გადარჩენა მხოლოდ ღმერთს შეუძლია.

[სქოლიო]

^ აბზ. 7 ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბროშურა „იფხიზლეთ!“