არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაბედული ახალგაზრდა

გაბედული ახალგაზრდა

ახალგაზრდა მკითხველებისთვის

გაბედული ახალგაზრდა

მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?

წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე 1 სამუელის 17:1—11, 26, 32—51.

როგორ აღწერდი გოლიათის გარეგნობას და ხმას?

․․․․․

დავითი ხომ ისრაელის ჯარში არ მსახურობდა, რატომ გავიდა გოლიათის წინააღმდეგ საბრძოლველად? (იხილე 26-ე მუხლი).

․․․․․

რატომ სჯეროდა დავითს, რომ იეჰოვა დაეხმარებოდა? (კიდევ ერთხელ წაიკითხე 34—37 მუხლები).

․․․․․

კარგად დაფიქრდი:

იეჰოვას მოწმეთა მიერ გამოცემული პუბლიკაციების გამოყენებით შეეცადე, განსაზღვრო

1) გოლიათის სიმაღლე (1 სამუელი 17:4).

რამდენია ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი? ․․․․․.

2) გოლიათის ჯავშნის წონა (1 სამუელი 17:5).

რამდენია 5 000 სპილენძის შეკელი? ․․․․․.

3) გოლიათის შუბის პირის წონა (1 სამუელი 17:7).

რამდენია 600 შეკელი? ․․․․․.

მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რაც ისწავლე.

რა ისწავლე გაბედულებაზე?

․․․․․

რა ისწავლე იმის შესახებ, რომ საკუთარ ძალაზე დანდობის ნაცვლად იეჰოვას უნდა მიენდო?

․․․․․

საფიქრებელი კითხვები

რომელი პრობლემები გეჩვენება გოლიათივით დაუძლეველი?

․․․․․

რომელი შემთხვევები (პირადი თუ სხვების) გარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვა არასოდეს მიგატოვებს?

․․․․․

რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბიბლიური მონაკვეთიდან და რატომ?

․․․․․