არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სტუმრად არაჩვეულებრივ სტამბაში

სტუმრად არაჩვეულებრივ სტამბაში

სტუმრად არაჩვეულებრივ სტამბაში

შეიძლება პირველად არ კითხულობთ ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“. იეჰოვას მოწმეებს ალბათ სხვა დროსაც შემოუთავაზებიათ თქვენთვის ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, რომლებიც ბიბლიის უკეთ გაგებაში გვეხმარება. შესაძლოა ქუჩაში ან სხვაგან გინახავთ, როგორ სთავაზობენ მოწმეები ბიბლიურ ლიტერატურას ადამიანებს. ყოველთვიურად ამ ჟურნალის 35 მილიონზე მეტი ეგზემპლარი იბეჭდება და დღემდე მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ რელიგიურ ჟურნალად ითვლება.

გიფიქრიათ ოდესმე, სად და როგორ იბეჭდება იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა? მოდით, რამდენიმე ქვეყანაში არსებული იეჰოვას მოწმეების სტამბებიდან ერთ-ერთს ვეწვიოთ, რომელიც უოლკილში, ნიუ-იორკში მდებარეობს. ცხადია, ბევრ ჩვენს მკითხველს არ შეუძლია საკუთარი თვალით ნახოს მოწმეების საქმიანობა შეერთებულ შტატებში. ამიტომ ჩვენი ფოტოკოლაჟი გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე, თუ რა ხდება ამ სტამბაში.

ცხადია, ყველაფერი მზა ტექსტიდან იწყება. გრაფიკული განყოფილება ბრუკლინის (ნიუ-იორკი) სამწერლო განყოფილებიდან ელექტრონული სახით იღებს მზა ტექსტს. ეს ელექტრონული ფაილები საბეჭდი ფორმების დასამზადებლად გამოიყენება. უოლკილის სტამბა ყოველთვიურად 1 400 ქაღალდის რულონს ყიდულობს და დღეში 80—100 ტონა ქაღალდს იყენებს. თითო რულონი, რომელთაგან ზოგი 1 300-ზე მეტ კილოგრამს იწონის, გადის ხუთ ოფსეტურ საბეჭდ მანქანაში, რომელშიც ჩამაგრებულია საბეჭდი ფორმები. დაბეჭდილი ფურცლები იჭრება და 32-გვერდიან კომპლექტად იკეცება. ჟურნალი, რომელიც ხელში გიჭირავთ, ერთი ასეთი კომპლექტია. რაც შეეხება წიგნებს, საამკინძაო საამქროში ხდება რამდენიმე კომპლექტის ერთად აკინძვა. ერთ საამკინძაო კონვეიერზე დღეში 50 000 მაგარყდიანი ან 75 000 რბილყდიანი წიგნის აკინძვა შეიძლება, მეორე კონვეიერზე კი დაახლოებით 100 000 რბილყდიანი წიგნის აკინძვა.

2008 წელს ამ სტამბაში 28 000 000-ზე მეტი წიგნი დაიბეჭდა, აქედან 2 600 000-ზე მეტი ბიბლია. ამავე წელს დაიბეჭდა 243 317 564 ჟურნალი. სტამბას მარაგში აქვს ბიბლიური ლიტერატურა 380 ენაზე. მაგრამ, სად მიდის დაბეჭდილი ლიტერატურა?

სტამბაში შეკვეთები შემოდის შეერთებული შტატების იეჰოვას მოწმეთა 12 754 კრებიდან და კარიბის კუნძულებისა და ჰავაის 1 369 კრებიდან. გზავნილთა განყოფილება ზრუნავს შეკვეთილი ლიტერატურის შეფუთვასა და ადგილზე მიტანაზე. შეერთებულ შტატებში კრებებს ყოველწლიურად 14 000 ტონა ლიტერატურა ეგზავნება.

სტამბაში მანქანა-დანადგარებზე ძვირფასი იქ მომუშავე ხალხია. სტამბის სხვადასხვა განყოფილებაში, მაგალითად, გრაფიკულ, საგეგმო, საბეჭდ, საამკინძაო და გზავნილთა განყოფილებებში 300-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. ისინი უსასყიდლოდ მსახურობენ მოხალისეებად. მათი ასაკი 19-დან 92 წლამდე მერყეობს.

იქ მომუშავე მოხალისეებს დიდი სურვილი აქვთ, რომ ეს ლიტერატურა იმ ადამიანების ხელში მოხვდეს, რომლებიც სიხარულით წაიკითხავენ მას, მასში განხილული ბიბლიური პრინციპებით გამხნევდებიან და მათ ცხოვრებაში გამოიყენებენ. იმედი გვაქვს, რომ თქვენც ამ მკითხველთა შორის ხართ და ეს ლიტერატურა თქვენც გეხმარებათ იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს გაცნობაში, რაც მარადიული სიცოცხლის საწინდარია (იოანე 17:3).

[სურათები 16 გვერდზე]

[მთელი 17 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]