არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მომხდარი სასწაული

ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მომხდარი სასწაული

ახალგაზრდა მკითხველებისთვის

ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მომხდარი სასწაული

მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?

წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე საქმეების 2:1—21, 38—41.

რა წარმოგიდგება თვალწინ, როცა კითხულობ „ძლიერი ქარისა“ და „ცეცხლის ენების“ შესახებ?

․․․․․

შენი აზრით, რას იტყოდა გაოცებული ხალხი უცხო ენებზე მოლაპარაკე მოწაფეების დანახვაზე?

․․․․․

მე-13 მუხლის თანახმად, როგორ აღწერდი იმ ხალხის სახის გამომეტყველებას, რომლებიც მოწაფეებს დასცინოდნენ?

․․․․․

გამოიკვლიე

რა აღინიშნებოდა ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე და როგორ იმოქმედებდა ეს დღესასწაული იერუსალიმში შეკრებილი ხალხის განწყობაზე? (კანონი 16:10—12).

․․․․․

როგორ გამოავლინა პეტრემ თავისი მსმენელების მიმართ პატივისცემა და როგორ განაწყო მსმენელი მოსასმენად? (საქმეები 2:29).

․․․․․

როგორ მოიქცა პეტრე ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე და როგორ მოიქცა ის მღვდელმთავრის ეზოში? (მათე 26:69—75).

․․․․․

მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რაც ისწავლე.

ქადაგებისას მსმენელის მიმართ პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ და მოსასმენად განვაწყოთ.

․․․․․

შენ შეგიძლია იეჰოვას შესახებ გაბედულად ქადაგება მაშინაც კი, თუ გაუბედავი ხარ ან შიშის გრძნობა გეუფლება.

․․․․․

ამ ბიბლიური მონაკვეთიდან რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?

․․․․․

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 1996 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 8, 9.