არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასიხარულო ცნობა 500 ენაზე

სასიხარულო ცნობა 500 ენაზე

სასიხარულო ცნობა 500 ენაზე

რუანდაში სამოქალაქო ომის დროს მთარგმნელთა პატარა ჯგუფმა სახლები და ქონება დატოვა და გაიქცა. მათ მხოლოდ პორტატიული კომპიუტერები წაიღეს და ლტოლვილთა ბანაკებს შეაფარეს თავი. რატომ წაიღეს მაინცდამაინც კომპიუტერები? იმიტომ, რომ კინიარუანდას ენაზე ბიბლიური პუბლიკაციების თარგმნა გაეგრძელებინათ.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ ქვეყანაში ახალგაზრდა ქალი გვიანობამდე უზის კომპიუტერს და ბეჭდავს. ის დაღლილია, სცხელა და ელექტროენერგიაც წარამარა ითიშება, მაგრამ მაინც აგრძელებს თარგმნას. მას უნდა, რომ ტექსტი დროულად იყოს მზად დასაბეჭდად.

ეს მთარგმნელები იმ 2 300 მოხალისეთა შორის არიან, რომლებიც 190-ზე მეტ ქვეყანაში თარგმნიან ლიტერატურას. მათი ასაკი 20-დან 90-წლამდე მერყეობს. ისინი დაუღალავად შრომობენ, რათა 500 ენაზე ნათარგმნმა ბიბლიაში ჩაწერილმა მანუგეშებელმა ინფორმაციამ ადამიანების ყურამდე მიაღწიოს (გამოცხადება 7:9).

მრავალენოვანი მკითხველის მოთხოვნილების დაკმაყოფილება

გასული წლების განმავლობაში იეჰოვას მოწმეების მთარგმნელობითმა საქმიანობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. მაგალითად, 1985 წელს „საგუშაგო კოშკი“ ერთდროულად 23 ენაზე გამოიცემოდა, რაც იმ დროისთვის დიდი მიღწევა იყო. დღესდღეობით „საგუშაგო კოშკი“ ყოველთვიურად 176 ენაზე გამოიცემა, რის წყალობითაც მთელ მსოფლიოში ამ ჟურნალის მკითხველებს ყოველი ახალი ნომრის განხილვა ერთდროულად შეუძლიათ.

მთელ მსოფლიოში არსებობს დაახლოებით 50 ენა, რომლებზეც რეგულარულად ერთადერთი ჟურნალი, „საგუშაგო კოშკი“ გამოიცემა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კომერციული სტამბები ადგილობრივ ენებზე არ ბეჭდავენ ლიტერატურას, რადგან ეს მათთვის მომგებიანი არ არის. მაგრამ იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში თავიანთ ფინანსებს ისე ანაწილებენ, რომ ბიბლია და მასზე დაფუძნებული ლიტერატურა ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი (2 კორინთელები 8:14).

ხალხი ძალიან აფასებს, როცა მშობლიურ ენაზე კითხულობს ბიბლიაში ჩაწერილ ცნობას. მაგალითად, ცოტა ხნის წინ დაიწყო ბიბლიური ლიტერატურის გამოცემა მისკიტო ენაზე, რომელზეც დაახლოებით 200 000 კაცი მეტყველებს ნიკარაგუაში. ერთმა ქალმა გამოიწერა წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“. * როცა წიგნი მიიღო, ის იქვე მდგომმა მღვდელმაც მოისურვა და წიგნის სანაცვლოდ მას 20 კილოგრამი ყავის მარცვალი შესთავაზა. მაგრამ ქალმა წიგნი არ დაუთმო.

გასულ ათწლეულში ბიბლიური ლიტერატურის თარგმნა მექსიკის ადგილობრივ მკვიდრთა ათზე მეტ ენაზე მიმდინარეობდა, მათ შორის მაია, ნაუატლ და ცოცილ ენებზე. ამ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა კრებების რიცხვი, მათ შორის ჟესტების ენაზე, ბოლო პერიოდში 72-დან 1 200-მდე გაიზარდა. იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტების თესლს ხალხის გულებში თესავენ, მის გაღვივებასა და გაზრდაზე კი ღმერთი ზრუნავს (1 კორინთელები 3:5—7).

ბიბლიის თანამედროვე თარგმანი 80 ენაზე

იეჰოვას მოწმეებმა ბოლო პერიოდში „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად ან ნაწილობრივ 80 ენაზე გამოსცეს. როგორ ეხმაურება ხალხი ამ თარგმანს? ერთი სამხრეთ აფრიკელი მოწმე ტსვანა ენაზე ნათარგმნ ბიბლიაზე ამბობს: „ეს შესანიშნავი წიგნია. მისი დახმარებით უკეთ შევძლებ ბიბლიის გაგებას და დაფასებას. ეს თარგმანი ადვილად და სასიამოვნოდ იკითხება“. ტსონგა ენაზე მოლაპარაკე ერთი მოზამბიკელი წერს: «მშობლიურ ენაზე რაგინდ ბევრი ბიბლიური ლიტერატურაც არ უნდა გქონდეს, თუ ბიბლია არ გექნება, ეს იგივეა, რომ ქუხდეს, ჭექდეს და არ წვიმდეს. ჩვენთვის წვიმა მაშინ მოვიდა, როცა ტსონგა ენაზე „ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამოიცა».

სასწაულია, რომ ბიბლიის მთარგმნელები და სასიხარულო ცნობის გამავრცელებლები უძველესი წინასწარმეტყველების შესრულებაში იღებენ მონაწილეობას. თავად იესო ქრისტემ თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).

[სქოლიო]

^ აბზ. 8 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სქემა 25 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ახალი ქვეყნიერების სხვა

თარგმანი პუბლიკაციები

ხელმისაწვდომია

მთლიანად ან ნაწილობრივ

80 2010 500 2010

36 2000

13 1990 200 1990

190 1980

7 1970 165 1970

125 1960

1 1950 88 1950

ენების რაოდენობა

[სურათები 24, 25 გვერდებზე]

დაახლოებით 2 300 მოხალისე 500 ენაზე თარგმნის ბიბლიურ ლიტერატურას

ბენინი

სლოვენია

ეთიოპია

დიდი ბრიტანეთი