არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას.

• რით ამდიდრებს ღმერთი ადამიანებს?

წარსულში იეჰოვამ თავისი მსახურები აბრაამი და სოლომონი მატერიალური სიმდიდრით აკურთხა. მაგრამ ღმერთი გაცილებით ფასეულ სიმდიდრეს აძლევს ადამიანებს. ეს არის რწმენა, მშვიდობა, კმაყოფილების გრძნობა და ბედნიერება. ეს ის სიმდიდრეა, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებათ მათ (9/1, გვერდები 3—7).

• რას ვსწავლობთ იმ შემთხვევიდან, როცა პეტრემ ზღვაში ჩაძირვა დაიწყო და იესომ დახმარების ხელი გაუწოდა? (მათ. 14:28—31).

ჩვენც შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ხელი გავუწოდოთ სულიერად დასუსტებულ თანამორწმუნეს და რწმენის გაძლიერებაში დავეხმაროთ (9/15, გვერდი 8).

• რის ფასად დაუჯდა იეჰოვას ჩვენი ხსნა?

იეჰოვა ენით გამოუთქმელ ტკივილს გრძნობდა, როცა მის ძეს აწამებდნენ და დასცინოდნენ. აბრაამის მზადყოფნა, მსხვერპლად გაეღო თავისი ძე, უკეთ გვანახვებს, რამხელა მსხვერპლი გაიღო თავად იეჰოვამ, როცა დაუშვა, რომ თავისი ძე, როგორც ბოროტმოქმედი, სიკვდილით დაესაჯათ (9/15, გვერდები 28, 29).

• რატომ არის ვატიკანის კოდექსი ფასეული?

ეს არის ბერძნული ხელნაწერი, რომელიც ბიბლიაში ბოლო სიტყვების ჩაწერიდან დაახლოებით 300 წლის შემდეგ ჩაიწერა. ეს კოდექსი შეიცავს ებრაული და ბერძნული წერილების თითქმის სრულ ტექსტს. ვატიკანის კოდექსი ერთ-ერთი საშუალება იყო, რითაც სწავლულებმა განსაზღვრეს, რა ეწერა დედნისეულ ტექსტში (10/1, გვერდები 18, 20).

• რა აზრია ჩადებული იგავების 24:27-ში: „აღაშენე შენი ოჯახი“?

ოჯახის შექმნამდე მამაკაცი სათანადოდ უნდა მოემზადოს. ის მზად უნდა იყოს, უზრუნველყოს ოჯახი მატერიალურად და სულიერი ხელმძღვანელობა გაუწიოს (10/15, გვერდი 12).

• რატომ არ იქნებოდა სწორი, იეჰოვას მოწმეები პროტესტანტებად მიგვეჩნია?

პროტესტანტიზმი წარმოიშვა XVI საუკუნის ევროპაში. ის მიზნად ისახავდა რომის კათოლიკური ეკლესიის რეფორმაციას. სახელწოდება პროტესტანტი ეწოდება ყველას, ვინც იზიარებს რელიგიური რეფორმაციის პრინციპებსა და მიზნებს. იეჰოვას მოწმეები არ აღიარებენ პაპის უზენაესობას, მათთვის მთავარი ავტორიტეტი ბიბლიაა. ისინი უარყოფენ პროტესტანტებისთვის მისაღებ ბევრ არაბიბლიურ მოძღვრებასა თუ წეს-ჩვეულებას (11/1, გვერდი 19).

• აუცილებელია ბიბლიის გასაგებად ბერძნულისა და ებრაულის ცოდნა?

რასაკვირველია, არა. ებრაულის ან ბერძნულის ცოდნა იმას არ ნიშნავს, რომ ბიბლიას თავისთავად გავიგებთ. ისინიც კი, ვინც ისწავლა ეს ენები, დამოკიდებული არიან ლექსიკონებსა და გრამატიკის სახელმძღვანელოებზე. ის ფაქტი, რომ ღმერთმა თავისი გამორჩეული მსახურის, იესოს, სიტყვები მხოლოდ იმ დროს ფართოდ გავრცელებულ ენაზე თარგმანის სახით შემოგვინახა, იმაზე მეტყველებს, რომ ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვები იმ ენაზე უნდა წავიკითხოთ, რომელიც კარგად გვესმის (11/1, გვერდები 20—23).

• თავაზიანობის რა მაგალითი დაგვიტოვეს იეჰოვამ და იესომ?

მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა უზენაესი მმართველია, თავაზიანად და პატივისცემით ეპყრობა ადამიანებს. მან აბრაამთან და მოსესთან საუბრის დროს ზრდილობიანი მიმართვის ებრაული ფორმა გამოიყენა (დაბ. 13:14; გამ. 4:6). იეჰოვა აგრეთვე უსმენს ადამიანებს (დაბ. 18:23—32). იესოც იგივეს აკეთებდა; ის მზად იყო, დახმარებოდა გარშემომყოფთ, და ხშირად სახელითაც კი მიმართავდა მათ (11/15, გვერდი 25).

• რატომ არ უნდა იზეიმონ ქრისტიანებმა მთვარის ახალი წელი?

მთვარის ახალი წელი აზიელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ამ დღესასწაულზე ხშირად ყველაფერს აკეთებენ, რომ კარგი იღბალი დაებედოთ და მიცვალებულთა სულებს პატივი მიაგონ. ქრისტიანები პატივს სცემენ მშობლებს, მაგრამ არ აწყობენ ისეთ ზეიმებს, რომელთა დროსაც ოჯახის დაცვის მიზნით კომუნიკაცია მყარდება გარდაცვლილ წინაპრებთან, და არც ოჯახის ღმერთების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ასრულებენ სპეციალურ რიტუალებს (12/1, გვერდები 20—23).