არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოგვეთხოვება შაბათის დაცვა?

მოგვეთხოვება შაბათის დაცვა?

მოგვეთხოვება შაბათის დაცვა?

მეოცე საუკუნის 80-იან წლების მიწურულს მეთოდისტთა პატარ-პატარა ჯგუფებმა ფიჯის დედაქალაქი სუვა ყველა მხრიდან გადაკეტეს. საეკლესიო ტანსაცმელში გამოწყობილმა კაცებმა, ქალებმა და ბავშვებმა ქალაქის შემოგარენი 70 ადგილას ჩახერგეს. მათ სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობა და შიდა და საერთაშორისო ფრენები შეაფერხეს. რატომ მოიქცნენ ასე? ისინი მოითხოვდნენ, აღდგენილიყო შაბათის დაცვის ტრადიცია.

ისრაელში 2001 წლიდან ყოველ ახალ მრავალსართულიან შენობაში უნდა დაეყენებინათ, სულ მცირე, ერთი ლიფტი, რომელიც ყოველ სართულზე ავტომატურად გაჩერდებოდა. ღრმად მორწმუნე ებრაელებს, რომლებიც შაბათს იცავდნენ (პარასკევ საღამოდან შაბათს საღამომდე), არანაირი საქმე არ უნდა გაეკეთებინათ. მათ ლიფტის ღილაკისთვისაც კი არ უნდა დაეჭირათ თითი.

წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე ტონგის სამეფოში მეშვიდე დღეს, კვირას, ყველანაირი საქმის კეთება იკრძალება. ამ დღეს ქვეყანაში არც აეროპორტები და არც საზღვაო პორტები მუშაობს. ნებისმიერი კონტრაქტი, რომელიც ამ დღეს ფორმდება, იურიდიულ ძალას კარგავს. ტონგის კონსტიტუციით, კვირა დღე ყველამ, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა, „წმინდად უნდა შეინახოს“, რადგან ეს დღე, მათი აზრით, საყოველთაო მნიშვნელობისაა.

როგორც ზემოთ განხილულიდან ჩანს, ბევრის აზრით, ღმერთი მოითხოვს მათგან შაბათის დაცვას. ზოგი ფიქრობს, რომ შაბათის დაცვა აუცილებელია, რადგან სჯერათ, რომ ადამიანების მარადიული ხსნა ამაზეა დამოკიდებული. სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ეს ღვთის მითითებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია. რა არის შაბათი? მოუწოდებს ბიბლია ქრისტიანებს, დაიცვან ეს დღე?

რა არის შაბათი?

ებრაული სიტყვა, რომელიც „შაბათად“ არის ნათარგმნი, ნიშნავს „დასვენებას, შეწყვეტას, შეჩერებას“. მართალია, „დაბადების“ წიგნში წერია, რომ იეჰოვა ღმერთმა დაისვენა შემოქმედებითი საქმისგან, მაგრამ მას მოსეს დრომდე არ მიუცია თავისი ხალხისთვის მითითება, რომ შაბათი დაეცვათ ანუ 24 საათის განმავლობაში არაფერი ეკეთებინათ (დაბადება 2:2). მას შემდეგ, რაც ისრაელებმა ძვ. წ. 1513 წელს დატოვეს ეგვიპტე, იეჰოვა სასწაულებრივად კვებავდა მათ უდაბნოში მანანით. ღმერთმა მათ ასეთი მითითება მისცა: „ექვს დღეს შეაგროვებთ, მეშვიდე დღე კი შაბათია. მაშინ არაფერი იქნება“ (გამოსვლა 16:26). ბიბლიაში შემდეგ ვკითხულობთ: „იზეიმა ხალხმა შაბათი მეშვიდე დღეს“, პარასკევ საღამოს მზის ჩასვლიდან შაბათ საღამოს მზის ჩასვლამდე (გამოსვლა 16:30).

ამ მითითების მიცემიდან მალევე იეჰოვამ ებრაელებს შაბათის დაცვის თაობაზე კანონი მისცა, რომელიც ათ მცნებაში შედიოდა (გამოსვლა 19:1). მეოთხე მცნებაში ეწერა: „გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმინდა ჰყო იგი, იმუშავე და ექვს დღეს აკეთე შენი საქმეები; მეშვიდე დღე კი შენი ღვთის, იეჰოვას შაბათია“ (გამოსვლა 20:8—10). ამგვარად, შაბათის დაცვა ისრაელთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა (კანონი 5:12).

იცავდა იესო შაბათს?

რასაკვირველია, იესო იცავდა შაბათს. ბიბლიაში მის შესახებ ვკითხულობთ: „როცა დრო გასრულდა, ღმერთმა გამოგზავნა თავისი ძე, რომელიც ქალისგან იშვა და კანონს დაქვემდებარებული აღმოჩნდა“ (გალატელები 4:4). იესო ებრაელი იყო და მოსეს კანონის, მათ შორის შაბათის, დაცვა მოეთხოვებოდა. იესოს სიკვდილის შემდეგ კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება გაუქმდა (კოლოსელები 2:13, 14). იმის ცოდნა, თუ დროის რა მონაკვეთში მოხდა ეს მოვლენები, დაგვეხმარება, გავიგოთ ამ საკითხზე ღვთის თვალსაზრისი (იხილეთ ცხრილი მე-15 გვერდზე).

იესომ აღნიშნა: „არ იფიქროთ, რომ კანონის ან წინასწარმეტყველთა წიგნების გასაუქმებლად მოვედი, გასაუქმებლად კი არა, შესასრულებლად მოვედი“ (მათე 5:17). რა იგულისხმა იესომ სიტყვაში „შესრულება“? დავუშვათ, მესაკუთრესა და სამშენებლო კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება. კონტრაქტი შესრულებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ კომპანია მშენებლობას ბოლომდე მიიყვანს და ვადაზე ადრე არ შეწყვეტს ხელშეკრულებას. მშენებლობის დასრულების შემდეგ კომპანია კონტრაქტისგან თავისუფალია. მსგავსად ამისა, იესომ კი არ „შეწყვიტა“, ანუ გააუქმა კანონი, არამედ სრულყოფილად შეასრულა. ამის შემდეგ ღვთის ხალხს აღარ მოეთხოვებოდა მოსეს კანონის დაცვა.

მოეთხოვებათ ქრისტიანებს შაბათის დაცვა?

რამდენადაც ქრისტემ შეასრულა კანონი, ევალებათ ქრისტიანებსაც შაბათის დაცვა? ღვთის შთაგონებით მოციქულმა პავლემ დაწერა: „ამიტომ ნურავინ გაგასამართლებთ საჭმლისა და სასმლის გამო ან დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათის გამო, რადგან ეს ყველაფერი მომავლის ჩრდილია, სინამდვილე კი — ქრისტესი“ (კოლოსელები 2:16, 17).

ამ სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ ღვთის მოთხოვნები შეიცვალა. მიზეზი ის არის, რომ ქრისტიანები ექვემდებარებიან ახალ კანონს, რომელსაც „ქრისტეს კანონი“ ეწოდება (გალატელები 6:2). მოსეს მეშვეობით ისრაელისთვის გადაცემული კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება იესოს სიკვდილის შემდეგ გაუქმდა (რომაელები 10:4; ეფესოელები 2:15). ეხება ეს შაბათის დაცვასაც? რასაკვირველია. მას შემდეგ, რაც პავლემ თქვა, რომ ქრისტიანები გათავისუფლებულნი იყვნენ კანონისგან, ათი მცნებიდან ერთ-ერთი მოიყვანა (რომაელები 7:6, 7). ასე რომ, ათი მცნება, მათ შორის შაბათის დაცვა, რომელიც მოსეს კანონის ნაწილი იყო, გაუქმდა. აქედან გამომდინარე, ღვთის თაყვანისმცემლებს აღარ მოეთხოვებათ შაბათის დაცვა.

ამ ცვლილების არსს უკეთ რომ ჩავწვდეთ, მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: სახელმწიფომ შეიძლება შეცვალოს კონსტიტუცია. ხალხი აღარ ექვემდებარება ძველს, რადგან ქვეყანაში უკვე ახალი კონსტიტუცია მოქმედებს. თუმცა, ზოგი კანონი შესაძლოა უცვლელი დარჩეს, ზოგი კი შეიცვალოს. ამიტომ, ამ ქვეყნის მოქალაქე კარგად უნდა გაეცნოს ახალ კონსტიტუციას იმისთვის, რომ გაიგოს, რა კანონების მორჩილება მოეთხოვება. გარდა ამისა, კანონმორჩილ მოქალაქეს იმის გაგების სურვილიც ექნება, თუ როდის შედის ახალი კონსტიტუცია ძალაში.

მსგავსად, იეჰოვა ღმერთმა 600-ზე მეტი კანონი მისცა ისრაელს, მათ შორის ათი მცნება. ეს კანონები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ზნეობა, მსხვერპლთშეწირვა, ჯანმრთელობა და შაბათის დაცვა. იესომ თქვა, რომ ღმერთი ისრაელის ნაცვლად აირჩევდა ახალ ერს, რომელიც ცხებული ქრისტიანებისგან იქნებოდა შემდგარი (მათე 21:43). ახ. წ. 33 წლიდან ამ ერს ახალი „კონსტიტუცია“ აქვს, რომელიც ორ ძირითად კანონს — ღვთისა და მოყვასის სიყვარულს — ეფუძნება (მათე 22:36—40). მართალია, ისრაელისთვის მიცემულ კანონსა და „ქრისტეს კანონს“ შორის მსგავსებაა, მაგრამ ზოგი კანონი სრულიად განსხვავებულია და ზოგის დაცვა აღარც კი მოითხოვება. შაბათის დაცვა ერთ-ერთია იმ კანონებიდან, რომლებიც გაუქმდა.

იცვლება ღვთის ნორმები?

ნიშნავს მოსეს კანონის ქრისტეს კანონით შეცვლა იმას, რომ ღმერთი ცვლის თავის ნორმებს? რა თქმა უნდა, არა. როგორც მშობელი ცვლის თავის წესებს შვილების ასაკისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე იეჰოვასაც შეაქვს ცვლილებები თავის კანონში. პავლე მოციქულმა ეს საკითხი ასე განგვიმარტა: „რწმენის მოსვლამდე კანონის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეული და ველოდით რწმენას, რომელიც უნდა გამჟღავნებულიყო. მაშასადამე, კანონი გახდა ქრისტემდე მიმყვანი ჩვენი აღმზრდელი, რათა რწმენით ვყოფილიყავით აღიარებული მართლებად. ახლა კი, როცა რწმენა უკვე მოვიდა, აღარა ვართ აღმზრდელზე დამოკიდებულნი“ (გალატელები 3:23—25).

რა კავშირშია პავლეს სიტყვები შაბათის დაცვასთან? დავფიქრდეთ შემდეგ მაგალითზე: სკოლის მოსწავლეს კვირაში ერთ დღეს აქვს შრომის გაკვეთილი, რომლის დროსაც შეიძლება ასწავლიდნენ ხეზე კვეთას. მაგრამ თუ ის სამომავლოდ ამ ხელობას აირჩევს, ნასწავლი მხოლოდ ერთი დღე კი არ უნდა გამოიყენოს, არამედ ყოველდღე. მსგავსად ამისა, კანონის თანახმად, ისრაელებს კვირაში მხოლოდ ერთი დღე უნდა დაესვენათ და ღვთის თაყვანისმცემლობისთვის დაეთმოთ, მაგრამ დღეს ქრისტიანებმა ყოველდღე უნდა სცენ ღმერთს თაყვანი და არა მხოლოდ ერთი დღე.

არასწორია, თუ ვინმე დასვენებისთვის და ღვთის თაყვანისმცემლობისთვის კვირაში ერთ დღეს გამოყოფს? რასაკვირველია, არა. ღვთის სიტყვა ამ მხრივ თითოეულს არჩევნის უფლებას აძლევს: „ზოგი თვლის, რომ ერთი დღე მეორეზე მნიშვნელოვანია, ზოგისთვის კი ყველა დღე ერთნაირია. დაე, თითოეული ბოლომდე იყოს დარწმუნებული თავის აზრებში“ (რომაელები 14:5). ზოგი შეიძლება ერთ დღეს მეორეზე წმინდად თვლიდეს, მაგრამ ბიბლია პირდაპირ ამბობს, რომ ღმერთი ქრისტიანებისგან არ მოითხოვს შაბათის დაცვას.

[ჩანართი 12 გვერდზე]

„ექვს დღეს შეაგროვებთ, მეშვიდე დღე კი შაბათია. მაშინ არაფერი იქნება“ (გამოსვლა 16:26).

[ჩანართი 14 გვერდზე]

„კანონი გახდა ქრისტემდე მიმყვანი ჩვენი აღმზრდელი, რათა რწმენით ვყოფილიყავით აღიარებული მართლებად. ახლა კი, როცა რწმენა უკვე მოვიდა, აღარა ვართ აღმზრდელზე დამოკიდებულნი“ (გალატელები 3:24, 25).

[ჩარჩო⁄დიაგრამა 13 გვერდზე]

თარიღის ცვლის ხაზი

თარიღის ცვლის ხაზი დაბრკოლებას უქმნის იმ მორწმუნეებს, რომელთაც სურთ, შაბათი ყველგან ერთსა და იმავე დღეს აღინიშნოს. წარმოსახვითი წრიული ხაზი კვეთს წყნარი ოკეანის ძირითად ნაწილს 180 გრადუსი გრძედის მერიდიანის გასწვრივ. დასავლეთით მდებარე ქვეყნების კალენდარული თარიღი ერთი დღე-ღამით მეტია აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნების კალენდარულ თარიღზე.

მაგალითად, როცა ფიჯიზე და ტონგაზე კვირაა, სამოასა და ნიუეში შაბათია. ამიტომ, როდესაც ფიჯიზე შაბათობით იცავენ შაბათს, სამოაში, რომელიც ფიჯიდან 1 145 კილომეტრითაა დაშორებული, პარასკევია და ხალხი მუშაობს.

მეშვიდე დღის ადვენტისტები ტონგაში კვირაობით იცავენ შაბათს. ტონგელების თქმით, ასე იმიტომ იქცევიან, რომ სამოელი (სამოა ტონგიდან 850 კილომეტრითაა დაშორებული) თანამორწმუნეების პარალელურად დაიცვან შაბათი. მაგრამ ფიჯიზე, რომელიც 800 კილომეტრითაა ტონგადან დაშორებული, მეშვიდე დღის ადვენტისტები შაბათობით იცავენ შაბათს.

[დიაგრამა]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

\

\

\

\ სამოა

\

— ― ― ― ― ― ― ―

ფიჯი \

კვირა \ შაბათი

\

\

ტონგა \

\

\

\

[ცხრილი 15 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

შაბათის დაცვა ბიბლიურ დროში

მართალია, ბიბლიაში ყურადღება მახვილდება შაბათის დაცვის აუცილებლობაზე, მაგრამ თავდაპირველად გავიგოთ, დროის რა პერიოდში მოეთხოვებოდათ ღვთის მსახურებს შაბათის დაცვა.

ძვ. წ. 4026 წელს მოსემდე

ადამი შეიქმნა მოსემდე და ისრაელის ერად ჩამოყალიბებამდე შაბათის კანონი არ არსებობდა (კანონი 5:1—3, 12—14).

ძვ. წ. 1513 წელს ისრაელისთვის მიცემული კანონი

ისრაელს კანონი მიეცა შაბათის კანონი ღმერთმა მხოლოდ ისრაელს მისცა და არა სხვა ერებს (ფსალმუნი 147:19, 20). ეს იყო ნიშანი იეჰოვასა და ისრაელის ძეებს შორის (გამოსვლა 31:16, 17).

შაბათის ყოველკვირეული დაცვა ერთ-ერთი იყო იმ შაბათებიდან, რომლებიც ისრაელებს უნდა დაეცვათ (ლევიანები 16:29—31; 23:4—8; 25:4, 11; რიცხვები 28:26).

ახ. წ. 33 წელს ქრისტეს კანონი

ისრაელისთვის მიცემული კანონი გაუქმდა იერუსალიმში ახ. წ. 49 წელს მოციქულებმა და უხუცესებმა ქრისტიანებს ღვთის მოთხოვნები გააცნეს, მაგრამ მათ შაბათის დაცვაზე არაფერი უთქვამთ (საქმეები 15:28, 29).

პავლე მოციქული შეშფოთებული იყო იმის გამო, რომ ზოგი ქრისტიანი გარკვეულ დღეებს იცავდა (გალატელები 4:9—11).

გაზეთები იუწყებოდა, რომ მეთოდისტებმა ფიჯის ერთ-ერთი ქალაქის შემოგარენი ჩახერგეს; ისინი მოითხოვდნენ, რომ ფიჯიზე შაბათის დაცვის ტრადიცია აღდგენილიყო

ახ. წ. 2010 წელი

[სურათი 11 გვერდზე]

გაზეთები იუწყებოდა, რომ მეთოდისტებმა ფიჯის ერთ-ერთი ქალაქის შემოგარენი ჩახერგეს; ისინი მოითხოვდნენ, რომ ფიჯიზე შაბათის დაცვის ტრადიცია აღდგენილიყო

[საავტორო უფლება]

Courtesy of the Fiji Times