არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მისიონერები „დედამიწის კიდით კიდემდე“

მისიონერები „დედამიწის კიდით კიდემდე“

„გალაადის“ 127-ე კლასის გამოშვება

მისიონერები „დედამიწის კიდით კიდემდე“

იესომ უთხრა თავის მოწაფეებს, რომ იქნებოდნენ მისი მოწმეები „დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8). იეჰოვას მოწმეები სერიოზულად ეკიდებიან ამ დავალებას.

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა „გალაადში“ 65 წელზე მეტია, მისიონერები სწავლობენ, როგორ იქადაგონ სასიხარულო ცნობა უფრო დახელოვნებულად 200-ზე მეტ ქვეყანაში. 2009 წლის 12 სექტემბერს, შაბათს, 56 გამოცდილმა მქადაგებელმა ხუთთვიანი სწავლების კურსი გაიარა მისიონერთა სკოლა „გალაადში“ (პატერსონი, ნიუ-იორკის შტატი).

როგორ იყენებთ წარმოსახვის უნარს?

პროგრამის თავმჯდომარე, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, სტივენ ლეტი კლასის წინაშე გამოვიდა მოხსენებით „გონივრულად გამოიყენეთ წარმოსახვის უნარი“. მან სტუდენტებს ყურადღება გაუმახვილა, თუ რომელ ოთხ საკითხში უნდა გამოეჩინათ სიფრთხილე. ლეტმა ჯერ პირველი სამი საკითხი მოიხსენია: 1) ნუ შეიქმნით ილუზიას, რომ მატერიალურ ნივთებზეა დამოკიდებული თქვენი ბედნიერება; 2) ნუ წარმოიდგენთ უზნეო სცენებს; 3) წინასწარ გულს ნუ დაიმძიმებთ იმაზე ფიქრით, თუ რა იქნება ხვალ (იგავები 18:11; მათე 5:28; 6:34). მესამე საკითხზე საუბრისას მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პესიმისტი გუშინდელ დარდს დღევანდელს უმატებს და ხვალინდელზე ფიქრითაც იხეთქს გულს. „ეს უკვე ძალიან მძიმე ტვირთია“, — თქვა ძმა ლეტმა. მეოთხე საკითხი კი შეახსენებდა სტუდენტებს, არასდროს ეფიქრათ, რომ მისიონერული მსახურების დაწყებამდე მათი ცხოვრება გაცილებით უკეთესი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ გარემოში ისინი ვერ დაინახავდნენ სიხარულის არაერთ მიზეზს.

შემდეგ ძმა ლეტმა ხაზი გაუსვა წარმოსახვის უნარის ოთხ დადებით მხარეს: 1) წინასწარ განჭვრიტეთ, რა შემთხვევაში შეიძლება შეგექმნათ სულიერი ან ფიზიკური საფრთხე, და თავი აარიდეთ; 2) გონებაში გააცოცხლეთ ის სცენები, რომლებსაც ბიბლიაში კითხულობთ და წარმოიდგინეთ, რომ თქვენც ამ ეპიზოდის ერთ-ერთი პერსონაჟი ხართ; 3) ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ახალ ტერიტორიაზე შეხვდებით, იეჰოვას პოტენციურ მსახურად მიიჩნიეთ; 4) მათ ადგილზე დააყენეთ თავი, ვისაც უქადაგებთ (იგავები 22:3).

დაეხმარეთ ახლებს

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი დეივიდ სპლეინი აუდიტორიის წინაშე წარსდგა შემდეგი მოხსენებით „მიანდეთ პასუხისმგებლობები ერთგულ მამაკაცებს“, რომელიც დაფუძნებული იყო 2 ტიმოთეს 2:2-ზე. პავლემ მოუწოდა ტიმოთეს, რომ ერთგული მამაკაცები განესწავლა. მას სურდა, ტიმოთეს არა მხოლოდ ჭეშმარიტება ესწავლებინა მათთვის, არამედ დახმარებოდა, მასწავლებლებიც გამხდარიყვნენ. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კრებებში პასუხისმგებელი ძმების დიდი საჭიროებაა. როგორ უნდა მოამზადონ მისიონერებმა ასეთი ძმები და როდის უნდა დაიწყონ ამის გაკეთება? ძმა სპლეინმა უთხრა მათ, რომ ძმების მომზადება ბიბლიის შესწავლის დაწყებისთანავე დაეწყოთ.

როგორ შეუძლიათ მისიონერებს, პირადი მაგალითით ასწავლონ სხვებს? მომხსენებელმა ზოგიერთ მხარეზე გაამახვილა ყურადღება. მისიონერებმა უნდა დაანახვონ შემსწავლელებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიბლიის პირადი შესწავლა, კრების შეხვედრებზე დასწრება და იქ განსახილველი მასალის მომზადება. „თუ შემსწავლელი თავად არ იკვლევს ბიბლიას, ვერასდროს ასწავლის სხვას“, — თქვა მომხსენებელმა. ძმა სპლეინმა მოუწოდა მისიონერებს, დახმარებოდნენ ახლებს, ყოფილიყვნენ პუნქტუალური, ფინანსურად დაეჭირათ მხარი სამქადაგებლო საქმიანობისთვის და დამორჩილებოდნენ ზედამხედველებს. ეს ყოველივე მათ საკუთარი მაგალითით უნდა ესწავლებინათ.

იეჰოვას მოწმედ ყოფნის პატივი

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, გაი პირსი გამოვიდა თემით „იქნებით ჩემი მოწმეები“, რომელიც დაფუძნებული იყო საქმეების 1:8-ზე. მან შეახსენა სტუდენტებს, რომ ახ. წ. პირველ საუკუნეში ისრაელმა დაკარგა იეჰოვას მოწმედ ყოფნის პატივი. ეს პატივი წილად ხვდა ერს, რომელმაც ღვთის სამეფოს ნაყოფი გამოიღო (მათე 21:43). ამ ერს წარმოადგენდა ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი კრება. მომხსენებელმა პეტრე მოციქულის სიტყვები მოიყვანა, რომლის თანახმადაც „წმინდა ერი“ ყველგან აუწყებდა იეჰოვას აღმატებულობის შესახებ (1 პეტრე 2:6—9). იესომ ქრისტიანებს თავისი მოწმეები უწოდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ისინი მეტად აღარ იქნებოდნენ იეჰოვას მოწმეები. თავად იესოც ბიბლიაში „ერთგულ მოწმედ“ მოიხსენიება (გამოცხადება 1:5; 3:14). სწორედ ის არის იეჰოვას პირველი მოწმე და ყველაფერში მას უნდა ვბაძავდეთ (1 პეტრე 2:21).

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქმეების 1:8-ში ჩაწერილმა იესოს სიტყვებმა დღეს უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. გამოცხადების 11:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება შესრულდა — ღვთის სამეფო დამყარდა! დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იეჰოვას ხალხი სასიხარულო ცნობას „დედამიწის კიდით კიდემდე“ ქადაგებს (საქმეები 1:8). ძმა პირსმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მისიონერებს ყურადღება იეჰოვასა და მის სამეფოზე უნდა გაემახვილებინათ და არა საკუთარ თავზე, კულტურასა თუ ქვეყანაზე. მან მოუწოდა სტუდენტებს, რომ დროის დარჩენილ პერიოდში იეჰოვასთვის მაქსიმალურად დახარჯულიყვნენ.

პროგრამის სხვა მნიშვნელოვანი ნაწილი

ალექს რაინმიულერმა, რომელიც საგამომცემლო კომიტეტს უწევს დახმარებას, წაიკითხა მოხსენება „იეჰოვა მოგცემთ გაბედულებას“. მისი თქმით, იეჰოვას ძალაზე დანდობა მისიონერებს დაანახვებდა, რომ იეჰოვას დახმარების გარეშე ვერას გახდებოდნენ. ისინი მხოლოდ იეჰოვას ძალით დაძლევდნენ შიშს და შეძლებდნენ ღვთისთვის საუკეთესოს გაცემას.

თეოკრატიული სკოლების განყოფილების ინსტრუქტორები სემ რობერსონი და უილიამ სამუელსონიც გამოვიდნენ თემებით აუდიტორიის წინაშე. ძმა რობერსონმა წაიკითხა მოხსენება „მე შენთან ვარ“, რომელიც ესაიას 41:10-ს ეფუძნებოდა. მან თქვა, რომ მისიონერებს დიდ სიხარულთან ერთად პრობლემებიც ექნებოდათ, რომელთა გადაჭრასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდნენ, თუ მეფე დავითის მსგავსად მოსიყვარულე მამას შესთხოვდნენ დახმარებას (ფსალმუნი 34:4, 6, 17, 19). ძმა სამუელსონმა თავის თემაში აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განსჯის უნარის გაწაფვა. მისიონერები ყველანაირად ცდილობენ, დამამცირებელ რეპლიკებს უარყოფითად არ გამოეხმაურონ და მდგომარეობიდან არ გამოვიდნენ (იგავები 2:10, 11).

ჯიმ მანცმა, რომელიც სამწერლო კომიტეტს უწევს დახმარებას, ინტერვიუ აიღო საქართველოსა და ჰონდურასის ფილიალის კომიტეტის წევრებისგან და ტაჯიკეთის ქვეყნის კომიტეტის წევრისგან. ამ გამოცდილმა ძმებმა ურჩიეს მისიონერებს, თუ როგორ განევითარებინათ მეგობრული ურთიერთობა მტრულად განწყობილ ხალხთან, რითაც ‘ბოროტებას სიკეთით ძლევდნენ’ (რომაელები 12:21). სკოლა „გალაადის“ ერთ-ერთმა მასწავლებელმა მარკ ნიუმარმა ცოცხლად წარმოადგინა თავისი მოხსენება. მან თემის დროს სამქადაგებლო მსახურებაში მომხდარი ის შემთხვევები მოიყვანა, რომლებიც სტუდენტებს ჰქონდათ სწავლის პერიოდში. მის მოხსენებას საინტერესო სათაური ჰქონდა: „რით შემიძლია გემსახუროთ“?

პროგრამის თავმჯდომარემ შეხვედრა სამეფოს ერთ-ერთი ახალი სიმღერის („როდესაც ყველაფერი ახალი იქნება“) სიტყვებით დაასრულა. 6 509 დამსწრეს სტიმული მიეცა, რომ იეჰოვასა და მისი ძის შესახებ უფრო მეტი შემართებით დაემოწმებინათ დედამიწის კიდით კიდემდე.

[ცხრილი⁄რუკა 31 გვერდზე]

კლასის სტატისტიკა

ქვეყნების რაოდენობა, საიდანაც მისიონერები არიან 8

სტუდენტების რაოდენობა 56

დაქორწინებული წყვილების რაოდენობა 28

საშუალო ასაკი 33,6

მონათვლის შემდეგ მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა 18,3

სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა 13,6

[რუკა]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ქვემოთ მოცემულია 22 ქვეყანა, სადაც მისიონერები გაიგზავნენ

[სურათი 31 გვერდზე]

ქვეყნები, სადაც მისიონერები იმსახურებენ

იამაიკა

ჰაიტი

ნიკარაგუა

კოსტა-რიკა

პანამა

კიურასაო

გაიანა

პერუ

ბოლივია

პარაგვაი

ჩილე

მოლდოვა

სერბია

ალბანეთი

კოტ-დ’ივუარი

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

უგანდა

ბურუნდი

ტანზანია

მოზამბიკი

ნეპალი

კამბოჯა

[სურათი 31 გვერდზე]

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 127-ე კლასის გამოშვება

რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ:

1) ტ. მარშალი, ლ. პრუდენტი, ა. მაშბერნი, ს. როზენსტრომი, ა. ტესტა, მ. ტაკეიამა, მ. სისკი;

2) კ. გრუმსი, ს. მიურა, მ. კამაჩო, ს. როსასი, მ. ბურხი, ი. მესა, გ. იანგი, ს. გერატი;

3) კ. ბონილია, დ. კნალერი, რ. პარალესი, ს. ჰოტი, ა. ტაკადა, მ. ტურნადი, კ. სოპელი;

4) ი. მიურა, კ. პარალესი, კ. პრუდენტი, შ. კოლბერნი, ლ. უილისი, ა. ვერენენი, ბ. სისკი, რ. ტაკადა;

5) ჯ. გრუმსი, მ. ვერენენი, ბ. გერატი, რ. სტაკჰაუზი, ა. უილსონი, ე. ბონელი, დ. კამაჩო, რ. მესა, მ. ბონელი;

6) შ. ტაკეიამა, გ. ტესტა, ტ. კოლბერნი, კ. მაშბერნი, ვ. უილისი, ლ. ტურნადი, ჯ. ბურხი, ჯ. სტაკჰაუზი;

7) ჯ. უილსონი, ჯ. იანგი, ე. მარშალი, მ. როსასი, ჯ. კნალერი, ნ. ჰოტი, ა. როზენსტრომი, ჯ. სოპელი, ო. ბონილია.