არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რას გულისხმობდა მოციქული პავლე „საზეიმო სვლაში“?

პავლემ დაწერა: „მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის საზეიმო სვლაში მიგვიძღვება ქრისტესთან ერთად და ჩვენით ყველგან ავრცელებს თავის შესახებ ცოდნის სურნელებას! ღვთისთვის ჩვენ ქრისტეს ტკბილი სურნელება ვართ გადარჩენისა და დაღუპვის გზებზე მყოფთათვის. ამ უკანასკნელთათვის სიკვდილის სურნელება ვართ სასიკვდილოდ, პირველთათვის კი — სიცოცხლის სურნელება სასიცოცხლოდ“ (2 კორინთელები 2:14—16).

პავლე მოციქული საუბრობდა რომაულ ჩვეულებაზე, როდესაც ხალხი მტერზე გამარჯვებულ მხედართმთავარს ზარ-ზეიმით ხვდებოდა. ასეთ დროს ქუჩაში მიჰქონდათ ნადავლი, მიჰყავდათ ტყვეები, მიერეკებოდნენ შესაწირავად გამზადებულ ხარებს; ხალხი ხმამაღალი შეძახილებით განადიდებდა გამარჯვებულ მხედართმთავარსა და მის ჯარს. მსვლელობის ბოლოს კი ხარებს სწირავდნენ და ბევრ ტყვეს სიკვდილით სჯიდნენ.

აქ გამოყენებული მეტაფორა ანუ „ქრისტეს ტკბილი სურნელება“, რაც ზოგისთვის გადარჩენას და ზოგისთვის კი დაღუპვას ნიშნავს, „როგორც ჩანს, აღებულია რომაული ჩვეულებიდან, კერძოდ, საკმევლის კმევიდან, რომელიც საზეიმო მსვლელობის დროს სრულდებოდა, — ნათქვამია ერთ-ერთ ენციკლოპედიაში. — ეს სურნელი, რომელიც ტრიუმფალურ გამარჯვებაზე მიუთითებდა, ტყვეებს შეახსენებდა, რომ მათ, ალბათ, სიკვდილით დასჯიდნენ“ (The International Standard Bible Encyclopedia). *

რა იყო „მაღლობები“, რომლებიც ასე ხშირად არის მოხსენიებული ებრაულ წერილებში?

როდესაც ისრაელი ერი აღთქმულ მიწაზე უნდა შესულიყო, იეჰოვამ უთხრა, რომ ამ მიწაზე მცხოვრები ქანაანელების თაყვანისმცემლობის ადგილები გაენადგურებინათ. „გაანადგურეთ მათი ქვის გამოსახულებები, გაანადგურეთ მათი ლითონის ქანდაკებები და მოსპეთ მათი წმინდა მაღლობები“, — უბრძანა მათ ღმერთმა (რიცხვები 33:52). მათ ცრუ თაყვანისმცემლობის ცენტრები ღია ცის ქვეშ, შესაძლოა, გორაკებზე, ხეების ქვეშ ან ქალაქებში ჰქონდათ (1 მეფეები 14:23; 2 მეფეები 17:29; ეზეკიელი 6:3). ასეთ ადგილებში მათ, ალბათ, სამსხვერპლოები, წმინდა სვეტები და ბოძები, ქანდაკებები, სასაკმევლეები და თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი სხვა ატრიბუტები ჰქონდათ.

სანამ იერუსალიმის ტაძარს ააშენებდნენ, ისრაელები იეჰოვას თაყვანს სცემდნენ მისთვის მოსაწონ ადგილებში, რომლებიც ბიბლიაში მაღლობებად არის მოხსენიებული. ღვთის წინასწარმეტყველმა სამუელმა მსხვერპლი შესწირა „მაღლობზე“, რომელიც ცუფის მიწაზე არსებულ ჩვენთვის უცნობ ქალაქში იყო (1 სამუელი 9:11—14). მაგრამ მას შემდეგ, რაც ტაძარი აშენდა, იეჰოვას ერთგული მეფეები ცდილობდნენ ქვეყანა „მაღლობებისგან“ გაეწმინდათ (2 მეფეები 21:3; 23:5—8, 15—20; 2 მატიანე 17:1, 6).

[სქოლიო]

^ აბზ. 5 იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავს პავლეს ეს სიტყვები სულიერი გაგებით, იხილეთ 1990 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 27 (რუს.).

[სურათი 23 გვერდზე]

რომაელთა ტრიუმფალური სვლის ფრაგმენტი, ახ. წ. II საუკუნე

[საავტორო უფლება]

Photograph taken by courtesy of the British Museum

[სურათი 23 გვერდზე]

შემორჩენილი წმინდა სვეტები, გეზერი