არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რატომ არის მოხსენიებული კორინთელებისთვის მიწერილ პირველ წერილში კერპებისთვის შეწირული ხორცი?

მოციქული პავლე წერდა: „ყველაფერი, რაც ხორცის ბაზარში იყიდება, ჭამეთ და ნუ გამოიძიებთ თქვენი სინდისის გამო“ (1 კორინთელები 10:25). საიდან მიჰქონდათ ბაზარში გასაყიდი ხორცი?

ცხოველების მსხვერპლშეწირვა ერთ-ერთი მთავარი რიტუალი იყო ბერძნულ და რომაულ ტაძრებში. ამ რიტუალის დროს შეწირული ხორცის ნაწილს ჭამდნენ, ნაწილი კი რჩებოდა. წარმართულ ტაძრებში დარჩენილი ხორცი ბაზარში გასაყიდად მიჰქონდათ. გარდა ამისა, როგორც ერთ წიგნშია ნათქვამი: „კულტის მსახურები . . . ზოგჯერ მზარეულებად და/ან ყასბებად არიან მოხსენიებულნი. ხორცს, რომელსაც მათ შესაწირავი ცხოველების დაკვლისთვის გასამრჯელოდ აძლევდნენ, ისინი ბაზარში ყიდდნენ“ (Idol Meat in Corinth).

აქედან გამომდინარე, ბაზარში მხოლოდ რელიგიური რიტუალებიდან მორჩენილი ხორცი არ იყიდებოდა. პომპეის ხორცის ბაზრის (ლათინურად „მაკელუმ“) გათხრებისას ცხვრის მთლიანი ჩონჩხები აღმოაჩინეს. როგორც მეცნიერი ჰენრი კედბერი ამბობს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ „დაკლულ ან ტაძრებში შეწირულ საქონლის ხორცთან ერთად მაკელუმში ცოცხალი საქონელიც იყიდებოდა“.

პავლეს იმის თქმა უნდოდა, რომ მართალია ქრისტიანები წარმართულ თაყვანისმცემლობაში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ მათ შეეძლოთ ეყიდათ ტაძარში შეწირული ხორცი, რადგან ის ფაქტი, რომ ხორცი ტაძარში იყო შეწირული, ავტომატურად მის უწმინდურებაზე არ მეტყველებდა.

რატომ ჰქონდათ სამარიელებსა და იუდეველებს დაძაბული ურთიერთობა იესოს დროს?

იოანეს 4:9-ში წერია: „იუდეველებს არანაირი ურთიერთობა არა აქვთ სამარიელებთან“. მათ შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც იერობოამმა ისრაელის ჩრდილოეთ ათტომიან სამეფოში კერპთაყვანისმცემლობას ჩაუყარა საფუძველი (1 მეფეები 12:26—30). სამარიელები ჩრდილოეთ სამეფოს დედაქალაქში, სამარიაში ცხოვრობდნენ. ძვ. წ. 740 წელს ასურეთმა ისრაელის ათი ტომი დაიპყრო, რის შემდეგაც დამპყრობლებმა სამარიაში უცხოტომელი წარმართები ჩაასახლეს. ადგილობრივ ხალხსა და ჩასახლებულებს შორის ქორწინებამ, როგორც ჩანს, სამარიელთა თაყვანისცემა უფრო მეტად შებღალა.

საუკუნეების შემდეგ სამარიელები ხელს უშლიდნენ ბაბილონის ტყვეობიდან იეჰოვას ტაძრისა და იერუსალიმის გალავნის აღსადგენად დაბრუნებულ იუდეველებს (ეზრა 4:1—23; ნეემია 4:1—8). რელიგიურ ფონზე მათი ურთიერთობა უფრო დაიძაბა, როცა სამარიელებმა, სავარაუდოდ ძვ. წ. მეოთხე საუკუნეში, გერიზიმის მთაზე ტაძარი ააგეს.

იესოს დროს სიტყვა „სამარიელს“ უფრო რელიგიური დატვირთვა ჰქონდა და მხოლოდ სამარიაში მცხოვრები კი არ იგულისხმებოდა, არამედ სამარიაში გავრცელებული სექტის მიმდევარიც. იმ დროს სამარიელებს თაყვანისმცემლობის ცენტრი კვლავაც გერიზიმის მთაზე ჰქონდათ და იუდეველები მათ ზიზღითა და სიძულვილით ეპყრობოდნენ (იოანე 4:20—22; 8:48).

[სურათი 12 გვერდზე]

მსხვერპლშეწირვის ამსახველი კერამიკული თეფში, ძვ. წ. VI საუკუნე

[საავტორო უფლება]

Musée du Louvre, Paris

[სურათი 12 გვერდზე]

იერობოამმა კერპთაყვანისმცემლობას ჩაუყარა საფუძველი