არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სამეფო, რომელიც შეცვლის მთელ დედამიწას

სამეფო, რომელიც შეცვლის მთელ დედამიწას

ასწავლეთ შვილებს

სამეფო, რომელიც შეცვლის მთელ დედამიწას

იცი, რომელ სამეფოზეა აქ საუბარი?~ * ეს არის სამეფო, რომლის შესახებაც იესომ გვასწავლა ლოცვა. ლოცვის დროს ღმერთს უნდა ვთხოვდეთ: „მოვიდეს შენი სამეფო“ (მათე 6:9, 10). დაახლოებით 2 000 წელია, რაც იესოს მიმდევრები ღმერთს ამ სამეფოს მოსვლას სთხოვენ. შენც ლოცულობ ამაზე?~

როგორც ყველა სამეფოს, ღვთის სამეფოსაც აქვს თავისი სამფლობელო. ღვთის სამეფოს სამფლობელო მთელი დედამიწაა. მისი მმართველობის დროს ყველა გაიხარებს იმ კურთხევებით, რასაც ეს სამეფო მოიტანს.

ღვთის სამეფო არის ზეციერი ხელისუფლება. ბიბლიაში, ესაიას 9:6-ში საუბარია მასზე, ვინც ამ ხელისუფლებას ჩაუდგება სათავეში: „შეგვეძინა შვილი, . . . რომლის მხარზეც იქნება ხელმწიფობა. დაერქმევა მას . . . მშვიდობის მთავარი“.

ბიბლია ღმერთს უწოდებს უზენაესს მთელ დედამიწაზე (ფსალმუნი 83:18). ბიბლიაში იესო ხშირად „ღვთის ძედ“ არის მოხსენიებული, რადგან იესოს სიცოცხლე იეჰოვამ უბოძა. იეჰოვა მისი მამაა (ლუკა 1:34, 35; იოანე 1:34, 49; 3:17; 11:27; 20:31; საქმეები 9:20).

ღვთის სამეფო, რომლის შესახებაც იესომ ლოცვა გვასწავლა, განსაკუთრებული ხელისუფლებაა. იეჰოვამ ამ სამეფოს მეფედ იესო დანიშნა. მაგრამ იცოდი, რომ იესოს მამის სამეფოში მასთან ერთად სხვებიც იქნებიან?~ მოდი ვნახოთ, ვინ.

სიკვდილამდე იესომ თავის ერთგულ მოციქულებს უთხრა, რომ ის ზეცაში, მამის სახლში მიდიოდა: „მე მივდივარ, რომ ადგილი მოგიმზადოთ . . . რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვარ“ (იოანე 14:1—3). იცი, რას გააკეთებენ მოციქულები და სხვა რჩეულები იესოსთან ერთად ზეცაში?~ ისინი „მასთან ერთად იმეფებენ“. ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რამდენი იმეფებს იესოსთან ერთად. მათი რიცხვი 144 000 იქნება (გამოცხადება 14:1, 3; 20:6).

შენი აზრით, როგორი იქნება ცხოვრება დედამიწაზე, როდესაც მშვიდობის მთავარი 144 000 ადამიანთან ერთად იმეფებს?~ შესანიშნავი. აღარ იქნება ომები. ცხოველები არც ჩვენ გვავნებენ და არც ერთმანეთს. არავინ გახდება ავად და არავინ მოკვდება. ბრმას თვალები აეხილება, ყრუს სმენა დაუბრუნდება და კოჭლი ირემივით იხტუნებს. ყველასთვის უხვად იქნება გემრიელი საკვები, და ყველას ერთმანეთი ეყვარება, როგორ ამას იესო ასწავლიდა თავის მოწაფეებს (იოანე 13:34, 35). მოდი, დავუბრუნდეთ ესაიას წიგნს და ქვემოთ მოყვანილი მუხლებიდან ვნახოთ, რა მშვენიერი მომავალი გველის (ესაია 2:4; 11:6—11; 25:8; 33:24; 35:5, 6; 65:21—24).

მას შემდეგ, რაც იესომ ხალხს ასწავლა ელოცათ „მოვიდეს შენი სამეფო“, მილიონებმა გაიგეს ამ სამეფოს შესახებ, რამაც მათი ცხოვრება შეცვალა. მალე დედამიწაზე არსებული ყველა სამეფოს ადგილს ღვთის სამეფო დაიკავებს და ყველა, ვინც იეჰოვა ღმერთსა და მის მიერ არჩეულ მმართველს იესო ქრისტეს ემსახურება, მშვიდობით, სრულყოფილი ჯანმრთელობითა და ბედნიერი ცხოვრებით გაიხარებს (იოანე 17:3).

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და მას თავისი აზრი გამოათქმევინეთ.

კითხვები:

▪ ვინ არის ღვთის სამეფოს მმართველი?

▪ ვინ იმმართველებს იესოსთან ერთად მამამისის სამეფოში?

▪ როგორი ცხოვრება იქნება დედამიწაზე იესოს მმართველობის დროს?