არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა ვისწავლოთ ღვთის სიტყვიდან?

რატომ უნდა ვისწავლოთ ღვთის სიტყვიდან?

ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან

რატომ უნდა ვისწავლოთ ღვთის სიტყვიდან?

ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.

1. რატომ უნდა ვისწავლოთ ღვთის სიტყვიდან?

ღმერთს სასიხარულო ამბავი აქვს ყველა ადამიანისთვის. ამ ამბავს ის ბიბლიის ფურცლებიდან გვამცნობს. ბიბლია შეიძლება შევადაროთ წერილს, რომელსაც მოსიყვარულე მამა შვილებს უგზავნის (წაიკითხეთ იერემიას 29:11).

2. რა სასიხარულო ამბავს გვეუბნება ღმერთი?

ადამიანები კარგ მთავრობას საჭიროებენ. ჯერ არც ერთ მმართველს არ გაუთავისუფლებია კაცობრიობა ძალადობის, უსამართლობის, ავადმყოფობისა და სიკვდილისაგან. მაგრამ სასიხარულოა, რომ ღვთის ნებით კაცობრიობას კარგი მთავრობა ეყოლება. ეს მთავრობა აღმოფხვრის ტანჯვის ყოველგვარ მიზეზს (წაიკითხეთ დანიელის 2:44).

3. რატომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ვისწავლოთ ღვთის სიტყვიდან?

მალე ღმერთი განწმენდს დედამიწას იმ ადამიანებისგან, რომლებსაც უბედურების მეტი არაფერი მოაქვთ. მანამდე კი ღმერთი მილიონობით თავმდაბალ ადამიანს უკეთესი ცხოვრების გზაზე სიარულს ასწავლის, რომელსაც საფუძვლად სიყვარული უდევს. ღვთის სიტყვიდან ადამიანები სწავლობენ, როგორ გაართვან თავი ცხოვრებისეულ პრობლემებს, როგორ გახდნენ ბედნიერები და როგორ იცხოვრონ ღვთისმოსაწონად (წაიკითხეთ სოფონიას 2:3).

4. ვინ არის ბიბლიის ავტორი?

ბიბლია შედგება 66 პატარა წიგნისგან. მას 40-მდე მამაკაცი წერდა. პირველი ხუთი წიგნი მოსემ დაახლოებით 3 500 წლის წინათ დაწერა, ბოლო წიგნი კი — იოანე მოციქულმა 1 900-ზე მეტი წლის წინათ. ბიბლიის მწერლები ღვთის აზრებს წერდნენ და არა თავიანთსას. აქედან გამომდინარე, ბიბლიის ავტორი ღმერთია (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:16; 2 პეტრეს 1:21).

ჩვენ ვიცით, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა, რადგან ის ზუსტად და დეტალებში წინასწარმეტყველებს მომავალს. ეს არც ერთ ადამიანს არ შეუძლია (ესაია 46:9, 10). გარდა ამისა, ბიბლია ღვთის შეუდარებელ თვისებებს გვიმჟღავნებს. ამ წიგნს ადამიანთა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის ძალა აქვს. ყოველივე ეს მილიონებს იმაში არწმუნებს, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 23:14; 1 თესალონიკელების 2:13).

5. როგორ შეგიძლიათ ბიბლიის გაგება?

იესო ცნობილი იყო, როგორც ღვთის სიტყვის მასწავლებელი. მართალია, იმ ხალხის უმეტესობამ, ვისაც იესო ესაუბრებოდა, წმინდა წერილები იცოდა, მაგრამ ღვთის სიტყვის გასაგებად მათ დახმარება ესაჭიროებოდათ. ამისათვის იესოს ერთი მეორის მიყოლებით მოჰყავდა ბიბლიური მუხლები და მათ „წმინდა წერილების მნიშვნელობას“ განუმარტავდა. იგივე მეთოდის გამოყენებით რუბრიკა „ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან“ ბიბლიის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ (წაიკითხეთ ლუკას 24:27, 45).

რა უნდა იყოს იმაზე საინტერესო, თუ არა ღვთისგან სიცოცხლის აზრის გაგება?! მაგრამ ზოგს შეიძლება არ მოეწონოს, ბიბლიას რომ კითხულობთ. თუ ასეა, ხელს ნუ ჩაიქნევთ! იცოდეთ, მარადიული სიცოცხლის მიღება ღვთის გაცნობაზეა დამოკიდებული (წაიკითხეთ მათეს 5:10—12; იოანეს 17:3).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-2 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.