არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უმნიშვნელოვანესი წინასწარმეტყველება

უმნიშვნელოვანესი წინასწარმეტყველება

უმნიშვნელოვანესი წინასწარმეტყველება

„ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).

თეოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ ეს მუხლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო მასშტაბით საქმიანობას ეხება. ის მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ამ საქმეს ქრისტიანები უნდა ასრულებდნენ. ამ საქმიანობით, ქადაგებით, ხაზი ესმება მნიშვნელოვან, კარს მომდგარ მოვლენას, რომელსაც იესომ „აღსასრული“ უწოდა.

ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დღეებში სრულდება. სასიხარულო ცნობაში მოცემულია მოწოდებაც და გაფრთხილებაც, ამიტომ ის თქვენც გეხებათ. ფაქტობრივად, თქვენი გადასაწყვეტია, დაუჭერთ მხარს ღვთის სამეფოს თუ მისი წინააღმდეგი იქნებით. ამ გადაწყვეტილებაზე თქვენი სიცოცხლეა დამოკიდებული.

დაფიქრდით ამ მუხლის კონტექსტზე. იესოს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მოწაფეებმა მას მომავლის შესახებ ჰკითხეს. მათ აინტერესებდათ, როდის დამყარდებოდა ღვთის სამეფო, რომლის შესახებაც იესო ასე ხშირად ლაპარაკობდა. მათ ასევე აინტერესებდათ, რა იქნებოდა „ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი“, ანუ როგორც ზოგ თარგმანშია აღნიშნული, „წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი“ (მათე 24:3; ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი).

პასუხად იესომ იწინასწარმეტყველა, რომ იქნებოდა მსოფლიო მასშტაბის ომები, შიმშილობა, ეპიდემიები და დამანგრეველი მიწისძვრები. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ გამრავლდებოდა უკანონობა, ცრუ რელიგიური მასწავლებლები მრავალს შეიყვანდნენ შეცდომაში და ჭეშმარიტი ქრისტიანები მოძულებულნი და დევნილნი იქნებოდნენ (მათე 24:4—13; ლუკა 21:11).

მაგრამ იესოს წინასწარმეტყველებაში სასიხარულო ცნობაც შედიოდა. მან წარმოთქვა ზემოთ მოყვანილი სიტყვები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე აფიქრებდა და იმედს უსახავდა ადამიანებს. ბევრი ეთანხმება იმ აზრს, რომ იესოს სიტყვები მნიშვნელოვანია, მაგრამ მის მნიშვნელობას სხვადასხვაგვარად იგებენ. ზუსტად რას ნიშნავს სასიხარულო ცნობა? რა არის სამეფო? როდის უნდა შესრულებულიყო ეს წინასწარმეტყველება და ვის მიერ? რა არის აღსასრული? მოდი, განვიხილოთ.

[სურათი 2, 3 გვერდებზე]

ვაშინგტონის ოთხი სახარების ხელნაწერის ფაქსიმილე. მონიშნულია მათეს 24:14.

[საავტორო უფლება]

From the book Facsimile of the Washington Manuscript of the Four Gospels in the Freer Collection 1912