არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას.

• რატომ ვართ დარწმუნებული, რომ ედემის ბაღი რეალური ადგილი იყო?

ბიბლია ედემის ბაღს რეალურ ადგილად მოიხსენიებს. მითებისა და ზღაპრებისგან განსხვავებით, ბიბლიაში მოცემულია დეტალები ედემის ბაღის ადგილმდებარეობის შესახებ. მასში მოხსენიებული ორი მდინარე დღემდე არსებობს. ყველაზე სარწმუნო მოწმე, იესო, ადამსა და ევაზე ისე საუბრობდა, როგორც რეალურ ადამიანებზე (1/1, გვერდები 5, 6, 9).

• იცოდა ღმერთმა, რომ ადამი და ევა შესცოდავდნენ?

არა. იეჰოვამ ამ გონიერ ქმნილებებს ნების თავისუფლება მისცა, რაც მათ საშუალებას აძლევდა, აერჩიათ, დამორჩილებოდნენ თუ არა ღმერთს. იეჰოვას აქვს წინასწარგანჭვრეტის უნარი, მაგრამ ის ამ უნარს ყოველთვის არ იყენებს. (1/1, გვერდები 13—15).

• იყენებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ღვთის სახელს თილისმად?

ზოგი გარკვეულ საგანს ან სიმბოლოს თილისმად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მათ მაგიური ძალა აქვს და ადამიანის დაცვა შეუძლია. მაგრამ ღვთის ხალხისთვის მისი სახელი თილისმა არ არის. მათ სწამთ იეჰოვა და მისი ნების შესრულებას ცდილობენ. ასეთი სახით ისინი იეჰოვას სახელს აფარებენ თავს (სოფ. 3:12, 13) (1/15, გვერდები 5, 6).

• ვისთვის მოჰქონდა სარგებლობა მორჩენილ მოსავალთან დაკავშირებულ წესს?

ყველასთვის. ის შრომისმოყვარეობას ავითარებდა ღარიბებში, რომლებსაც უნდა მოეგროვებინათ დარჩენილი მოსავალი. სხვებისთვის ეს წესი სასარგებლო იყო იმით, რომ სწავლობდნენ გულუხვობას და იეჰოვას კურთხევებზე მინდობას (2/1, გვერდი 15).

• რატომ უარყო იეჰოვამ მეფე საული?

საულს ღვთის წინასწარმეტყველის მოსვლამდე მსხვერპლი არ უნდა აღევლინა, მაგრამ მან არ გამოავლინა მორჩილება და სამუელს არ დაელოდა. მოგვიანებით, ის არ დაემორჩილა ღვთის ბრძანებას, გაენადგურებინა ისრაელის მტრები (2/15, გვერდები 22, 23).

• როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ გვძულს უკანონობა?

იმით, რომ არ დავემონებით ალკოჰოლს, შორს დავიჭერთ თავს ოკულტიზმისგან და ყურად ვიღებთ იესოს გაფრთხილებას უზნეობაზე. მაგალითად, არ ვუყურებთ პორნოგრაფიას და შესაბამისად, არც უწმინდური სურათები წარმოგვესახება გონებაში (მათ. 5:27, 28). აგრეთვე, თუ ურთიერთობა არ გვექნება გარიცხულებთან (2/15, გვერდები 29—32).

• რით არის აღსანიშნავი, რომ დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა სკები აღმოაჩინეს?

არქეოლოგებმა 30-ზე მეტი სკა აღმოაჩინეს. მეცნიერების აზრით, ამ სკებიდან ყოველ წელს ნახევარ ტონა თაფლს იღებდნენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მეფუტკრეობა კარგად იყო განვითარებული ქვეყანაში, რომელზეც ღმერთმა თქვა, რომ რძე და თაფლი უხვად იქნებოდა (გამ. 3:8) (3/1, გვერდი 15).

• რა გაგებით იყო იერემია „წყალთან დარგული ხესავით, წყლის ნაკადულთან რომ იდგამს ფესვს“? (იერ. 17:7, 8)

იერემია არ წყვეტდა ნაყოფის გამოღებას; არც ბოროტი დამცინავების გავლენის ქვეშ ექცეოდა. ის არ სცილდებოდა მაცოცხლებელი „წყლის ნაკადულებს“ და ყოველთვის ყურად იღებდა იეჰოვას ნათქვამს (3/15, გვერდი 14).

• რას გულისხმობდა იესო, როცა მართას უთხრა: „საჭირო კი სულ ცოტაა ან მხოლოდ ერთი“? (ლუკ. 10:41, 42)

ის მართას მატერიალისტს არ უწოდებდა იმის გამო, რომ მან სხვადასხვა კერძი მოამზადა; ამ სიტყვებით არც იმის თქმა უნდოდა, რომ მის შრომას არ აფასებდა. უბრალოდ, იესომ იმაზე გაამახვილა ყურადღება, თუ რა იყო უმთავრესი. მართა ხელიდან უშვებდა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ რწმენა გაეღრმავებინა (4/1, გვერდები 12, 13).

• რა იყო უკანონო იესოს სასამართლოზე?

სასამართლომ არც ერთი არგუმენტი არ მოისმინა, რომელიც იესოს გაამართლებდა. მოწვეულნი იყვნენ ცრუ მოწმეები. საქმის მოსმენა ღამე მოხდა და სასამართლო პროცესი ერთ დღეში დამთავრდა (4/1, გვერდი 20).