არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წინასწარმეტყველება 1. მიწისძვრები

წინასწარმეტყველება 1. მიწისძვრები

წინასწარმეტყველება 1. მიწისძვრები

„იქნება დიდი მიწისძვრები“ (ლუკა 21:11).

● წელიწადნახევრის ვინი სახლის ნანგრევებში იყო მოყოლილი ჰაიტიზე. ტელეჟურნალისტებს, რომლებიც მომხდარი საშინელების შესახებ რეპორტაჟს ამზადებდნენ, მისი კვნესის ხმა შემოესმათ. ვინი გადაურჩა მიწისძვრას, მისი მშობლები კი დაიღუპნენ.

რაზე მეტყველებს ფაქტები? 2010 წლის იანვარში ჰაიტიზე მომხდარმა 7-ბალიანმა მიწისძვრამ 300 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 1,3 მილიონი ადამიანი კი უსახლკაროდ დატოვა. ჰაიტიზე მომხდარი საშინელი მიწისძვრა ერთადერთი არ ყოფილა. 2009 წლის აპრილიდან 2010 წლის აპრილამდე, სულ მცირე, 18 ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

რა თვალსაზრისია გავრცელებული? წინანდელთან შედარებით დღეს უფრო მეტი მიწისძვრა არ ხდება. უბრალოდ თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დღეს უფრო მეტს ვიგებთ, ვიდრე წინათ.

შეესაბამება ეს თვალსაზრისი სინამდვილეს? დაფიქრდით: ბოლო დღეებთან დაკავშირებით ბიბლია მიწისძვრების რაოდენობაზე არ ამახვილებს ყურადღებას. ის საუბრობს „დიდ მიწისძვრებზე“, რომლებიც „ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ მოხდებოდა. სწორედ ეს იქნებოდა ისტორიის ამ მონაკვეთში შესამჩნევი (მარკოზი 13:8; ლუკა 21:11).

თქვენ როგორ ფიქრობთ? მართლა ხდება დიდი მიწისძვრები, როგორც ამას ბიბლია წინასწარმეტყველებს?

მხოლოდ მიწისძვრები არ ამტკიცებს, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. ის ერთ-ერთია იმ წინასწარმეტყველებებს შორის, რომლებიც დღეს სრულდება. მომდევნო სტატიაში საუბარია შემდეგ წინასწარმეტყველებაზე.

[ჩანართი 4 გვერდზე]

„ჩვენ [გეოფიზიკოსები] მათ დიდ მიწისძვრებს ვუწოდებთ, ყველა დანარჩენი კი — დამანგრეველს“ (კენ ჰადნატი, შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური).

[სურათის საავტორო უფლება 4 გვერდზე]

© William Daniels/Panos Pictures