არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წინასწარმეტყველება 3. დაავადებები

წინასწარმეტყველება 3. დაავადებები

წინასწარმეტყველება 3. დაავადებები

„იქნება . . . ეპიდემიები“ (ლუკა 21:11).

● ბონზალი ჯანდაცვის სფეროში მუშაობდა და სამოქალაქო ომით დაზარალებულ აფრიკის ერთ ქვეყანაში მარბურგის ვირუსით დაავადებულ მაღაროს მუშების დახმარებას ცდილობდა. * მან ბევრჯერ მიმართა დახმარებისთვის დიდი ქალაქის ოფიციალურ პირებს, მაგრამ უშედეგოდ. ოთხი თვის შემდეგ, როცა დასახმარებლად ჩავიდნენ, ბონზალი მკვდარი დახვდათ. ის მარბურგის ვირუსით დაავადდა, როცა მაღაროს მუშებს მკურნალობდა.

რაზე მეტყველებს ფაქტები? ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მაგალითად პნევმონია), დიარეა, აივ/შიდს-ი, ტუბერკულოზი და მალარია იმ საშინელ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, რაც კაცობრიობას სტანჯავს. მხოლოდ 2004 წელს, ამ დაავადებებმა 10,7 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს დაავადებები მთელი წლის განმავლობაში დაახლოებით ერთ ადამიანს კლავდა ყოველ სამ წამში.

რა თვალსაზრისია გავრცელებული? მსოფლიოში მოსახლეობა იზრდება და, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ადამიანი დაავადდება და დაინფიცირდება.

შეესაბამება ეს თვალსაზრისი სინამდვილეს? მსოფლიოს მოსახლეობა მართლაც საგრძნობლად გაიზარდა. მაგრამ ადამიანებს დღეს უკეთ შეუძლიათ დაავადების დიაგნოზი, კონტროლი და მკურნალობა. აქედან გამომდინარე, განა უფრო ნაკლები ადამიანი არ უნდა იტანჯებოდეს ავადმყოფობით? ფაქტია, რომ ამ მხრივ მდგომარეობა უკეთესობისკენ არ მიდის.

თქვენ როგორ ფიქრობთ? იტანჯება ხალხი დღეს ავადმყოფობითა თუ ეპიდემიით, როგორც ეს ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები?

მიწისძვრები, შიმშილობა და ეპიდემიები მილიონობით ადამიანს უმწარებს სიცოცხლეს. მილიონების უბედურების მიზეზი კი თვითონ ადამიანები ხდებიან. ხშირ შემთხვევაში ისინი საკუთარ ოჯახში ხდებიან ძალადობის მსხვერპლი. ყურადღება მიაქციეთ, რას წინასწარმეტყველებს ბიბლია ამ საკითხთან დაკავშირებით.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 მარბურგის ჰემორაგიული ვირუსი გამოწვეულია ებოლას ცხელების მსგავსი ვირუსისგან.

[ჩანართი 6 გვერდზე]

„საშინელებაა, როცა ლომი ან სხვა რომელიმე ცხოველი გჭამს, მაგრამ არა ნაკლებია, როცა შიგნიდან გჭამს რაიმე საშინელი დაავადება და ამას საკუთარი თვალით ხედავ“ (მაიკლ ოსტეროლმი, ეპიდემიოლოგი).

[სურათის საავტორო უფლება 6 გვერდზე]

© William Daniels/Panos Pictures