არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წინასწარმეტყველება 5. დედამიწის დაბინძურება

წინასწარმეტყველება 5. დედამიწის დაბინძურება

წინასწარმეტყველება 5. დედამიწის დაბინძურება

„[ღმერთი] მოსპობს დედამიწის მომსპობთ“ (გამოცხადება 11:18).

● პაირი ნიგერიის სოფელ კპორში პალმის წვენს აგროვებდა და მისგან ღვინოს აკეთებდა. მან სამუშაო მას შემდეგ დაკარგა, რაც ნიგერიის დელტაში ნავთობი ჩაიღვარა. „გაგვიწყდა თევზი, დაგვიზიანდა კანი და დაგვიბინძურდა მდინარეები, — ამბობს პაირი. — აღარ ვიცი, თავი რითი ვირჩინო“.

რაზე მეტყველებს ფაქტები? ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, ყოველწლიურად ოკეანეში 6,5 მილიონი ტონა ნაგავი იყრება. ამ ნაგვის დაახლოებით ნახევარი პლასტმასია, რომლის სრულ განადგურებასაც ასობით წელი სჭირდება. დაბინძურების გარდა, ადამიანები დედამიწის ბუნებრივ რესურსებსაც კატასტროფულად ამცირებენ. გამოკვლევებიდან ჩანს, რომ დედამიწას დაახლოებით წელიწად-ნახევარი სჭირდება ადამიანის მიერ ერთი წლის განმავლობაში მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. „თუ მოსახლეობა და რესურსების ხარჯვა გაიზრდება, მაშინ 2035 წლისთვის ორი დედამიწისოდენა პლანეტა დაგვჭირდება“, — ნათქვამია ავსტრალიის ერთ-ერთ გაზეთში (Sydney Morning Herald).

რა თვალსაზრისია გავრცელებული? ადამიანები გონიერები არიან და გამოსავალს იპოვიან. ჩვენ შეგვიძლია ამ პრობლემების მოგვარება და დედამიწის გადარჩენა.

შეესაბამება ეს თვალსაზრისი სინამდვილეს? ბევრი ორგანიზაცია თუ ცალკეული პიროვნება დაუღალავად გვამცნობს ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. მიუხედავად ამისა, დედამიწა კატასტროფულად ბინძურდება.

თქვენ როგორ ფიქრობთ? უნდა ჩაერიოს ღმერთი და გადაარჩინოს ჩვენი პლანეტა, როგორც დაგვპირდა?

აქ განხილული ხუთი წინასწარმეტყველების გარდა ბიბლია დადებით მოვლენებზეც წინასწარმეტყველებს, რომლებიც ბოლო დღეებში უნდა მოხდეს. განვიხილოთ ერთ-ერთი მათგანი.

[ჩანართი 8 გვერდზე]

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სამოთხიდან ტოქსიკური ნარჩენების ნაგავსაყრელზე აღმოვჩნდი“ (მექსიკის ყურის სანაპიროზე მცხოვრები ერინ ტამბერის კომენტარი 2010 წელს ყურეში ჩაღვრილი ნავთობის თაობაზე).

[ჩარჩო 8 გვერდზე]

ღმერთია პასუხისმგებელი?

რადგან ბიბლია წინასწარმეტყველებს ყველა იმ უბედურებაზე, რაც დღეს ხდება, ღმერთია მათზე პასუხისმგებელი? ის არის ჩვენი ტანჯვის მიზეზი? ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელ პასუხებს მიიღებთ, თუ წაიკითხავთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-11 თავს. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათის საავტორო უფლება 8 გვერდზე]

U.S. Coast Guard photo