არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებასა და ტანჯვას?

რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებასა და ტანჯვას?

ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან

რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებასა და ტანჯვას?

ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.

1. როგორ გაჩნდა ბოროტება?

ბოროტება დედამიწაზე მაშინ გაჩნდა, როცა სატანამ პირველი ტყუილი თქვა. სატანა თავიდანვე ბოროტი არ ყოფილა. ის სრულყოფილი ანგელოზი იყო, მაგრამ „ჭეშმარიტებაში არ დადგა“ (იოანე 8:44). მან მოინდომა, რომ ადამიანებს მისთვის ეცათ თაყვანი. თაყვანისცემა კი მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. სატანამ მოატყუა პირველი ქალი, ევა და დაარწმუნა, რომ ღვთის ნაცვლად მას დამორჩილებოდა. ევას ადამმაც მიჰბაძა და ღვთის მორჩილებაზე უარი თქვა. ადამის გადაწყვეტილებას ტანჯვა და სიკვდილი მოჰყვა (წაიკითხეთ დაბადების 3:1—6, 17—19).

როცა სატანამ ევა ღვთისადმი დაუმორჩილებლობისკენ წააქეზა, ამით, სინამდვილეში, ღვთის უზენაესობის წინააღმდეგ გაილაშქრა. ადამიანთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სატანას და ღვთის მმართველობა უარყო. ამგვარად, სატანა „ქვეყნიერების მმართველი“ გახდა (წაიკითხეთ იოანეს 14:30; გამოცხადების 12:9).

2. ნაკლი ჰქონდათ ღვთის ქმნილებებს?

ადამიანები და ანგელოზები ღმერთმა ისე შექმნა, რომ მათ შეეძლოთ სრულყოფილად დამორჩილებოდნენ ღვთის მოთხოვნებს (კანონი 32:5). ღმერთმა ადამიანს არჩევნის თავისუფლება უბოძა, რათა თავად გადაეწყვიტა სიკეთე ეკეთებინა თუ ბოროტება. სწორედ ამ თავისუფლების წყალობით შეგვიძლია ღვთისადმი სიყვარულის გამოვლენა (წაიკითხეთ იაკობის 1:13—15; 1 იოანე 5:3).

3. რატომ არ მოუღო ბოლო ღმერთმა ადამიანთა ტანჯვას?

რატომ ითმენს ღმერთი ამდენ ხანს ადამიანთა ურჩობას? მას სურს ყველამ დაინახოს, რომ მისი ჩარევის გარეშე, ადამიანთა მმართველობები ხალხის კეთილდღეობას ვერ უზრუნველყოფენ (იერემია 10:23). ამას ადამიანთა 6 000 წლიანი ისტორიაც ადასტურებს. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ომების, დამნაშავეობის, უსამართლობისა და ავადმყოფობის აღმოფხვრა (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 7:29; 8:9; რომაელების 9:17).

ღმერთი კურთხევებს არ მოაკლებს მათ, ვინც მას თავის მმართველად აღიარებს (ესაია 48:17, 18). მალე იეჰოვა ბოლოს მოუღებს ადამიანთა ხელისუფლებებს. დედამიწას მხოლოდ ღვთის მორჩილი ხალხი დაიმკვიდრებს (ესაია 2:3, 4; 11:9; წაიკითხეთ დანიელის 2:44).

4. რისი შესაძლებლობა მოგვცა ღვთის მოთმინებამ?

სატანა ამტკიცებდა, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩებოდა ღვთის ერთგული. ღვთის მოთმინების წყალობით კი თითოეულ ჩვენგანს გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ან ღვთის მმართველობას დავუჭიროთ მხარი, ან ადამიანთა მმართველობას. ჩვენი ცხოვრებიდან გამოჩნდება, რა არჩევანს გავაკეთებთ (წაიკითხეთ იობის 1:8—11; იგავების 27:11).

5. როგორ დავუჭიროთ მხარი ღვთის მმართველობას?

ღვთის მმართველობას რომ მხარი დავუჭიროთ, ბიბლიიდან უნდა გავიგოთ, როგორ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი, შემდეგ კი შესაბამისად ვცეთ თაყვანი (იოანე 4:23). იესოს მსგავსად, ჩვენ არც პოლიტიკაში უნდა ჩავერიოთ და არც ომში უნდა მივიღოთ მონაწილეობა (წაიკითხეთ იოანეს 17:14).

სატანა ხალხს უზნეობისა და ძალადობისკენ უბიძგებს. როცა უარს ვამბობთ ასეთ საქმეებზე, შეიძლება მეგობრებმა და ნათესავებმა დაგვცინონ ან წინააღმდეგობა გაგვიწიონ (1 პეტრე 4:3, 4). სწორედ ამ დროს ვდგებით არჩევნის წინაშე. თუ ღვთის ბრძნული კანონების თანახმად ვიცხოვრებთ და მათთან გვექნება ურთიერთობა, ვისაც ღმერთი უყვარს, დავამტკიცებთ, რომ სატანა ტყუოდა, როცა აცხადებდა, რომ არავინ დარჩებოდა ღვთის ერთგული (წაიკითხეთ 1 კორინთელების 6:9, 10; 15:33).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-11 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 16 გვერდზე]

ადამმა არასწორი არჩევანი გააკეთა

[სურათი 17 გვერდზე]

ჩვენი არჩევნით ცხადვყოფთ, მხარს ვუჭერთ თუ არა ღვთის მმართველობას