არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არსებობს რაიმე იმედი მიცვალებულთათვის?

არსებობს რაიმე იმედი მიცვალებულთათვის?

ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან

არსებობს რაიმე იმედი მიცვალებულთათვის?

ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.

1. რა იმედი არსებობს მიცვალებულთათვის?

როცა იესო იერუსალიმთან ახლოს მდებარე სოფელ ბეთანიაში მივიდა, მისი მეგობარი ლაზარე ოთხი დღის მკვდარი იყო. იესო მის დებთან, მართასთან და მარიამთან ერთად სამარხთან მივიდა. მალე იქ ხალხმაც მოიყარა თავი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გაიხარებდნენ მართა და მარიამი, როცა იესომ ლაზარე გააცოცხლა? (წაიკითხეთ იოანეს 11:20—24, 38—44).

მართას სჯეროდა, რომ იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა. იეჰოვას ერთგულმა მსახურებმა ყოველთვის იცოდნენ, რომ მომავალში ღმერთი მკვდრებს აღადგენდა, რათა მათ კვლავ დედამიწაზე ეცხოვრათ (წაიკითხეთ იობის 14:14, 15).

2. რა მდგომარეობაში არიან მიცვალებულები?

ადამიანებმა და ცხოველებმა რომ იცოცხლონ, საჭიროა სასიცოცხლო ძალა, იგივე „სული“, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს სული, რომელიც ხორციელ სხეულში მკვიდრობს (ეკლესიასტე 3:19; დაბადება 7:21, 22). ჩვენ მტვრისგან შექმნილი ფიზიკური ქმნილებები ვართ (დაბადება 2:7; 3:19). როცა ტვინის უჯრედები კვდება, ჩვენი ფიქრები ქრება. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარეს არ უთქვამს, რომ სიკვდილის შემდეგ სადღაც იმყოფებოდა, რადგან მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან (წაიკითხეთ ფსალმუნის 146:4; ეკლესიასტეს 9:5, 10).

აშკარაა, რომ მკვდრები არ იტანჯებიან. ამგვარად, სწავლება იმის შესახებ, რომ თითქოს სიკვდილის შემდეგ ღმერთი ადამიანებს ტანჯავს, არასწორია. ეს სწავლება ღმერთს შეურაცხყოფს. ჯოჯოხეთის ცეცხლში ადამიანების წამების იდეაც კი საძულველია ღვთისთვის (წაიკითხეთ იერემიას 7:31).

3. შეგვიძლია მკვდრებთან საუბარი?

მკვდრები არ ლაპარაკობენ (ფსალმუნი 115:17). ადამიანებს ბოროტი ანგელოზები ელაპარაკებიან, მაგრამ ისინი თავს ისე აჩვენებენ, თითქოს გარდაცვლილთა სამყაროდან მოსული სულები არიან (2 პეტრე 2:4). იეჰოვა კრძალავს მკვდრებთან ლაპარაკის მცდელობას (წაიკითხეთ კანონის 18:10, 11).

4. ვინ აღდგება?

ახალ ქვეყნიერებაში მილიონები, რომლებიც საფლავში არიან, აღდგებიან. მათ შორის იქნებიან ისინიც, ვინც იეჰოვა ღმერთს არ იცნობდა და ცუდ საქმეებს სჩადიოდა (წაიკითხეთ ლუკას 23:43; საქმეების 24:15).

მკვდრეთით აღდგენილებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ ჭეშმარიტება ღვთის შესახებ, ირწმუნონ იესო და მას დაემორჩილონ (გამოცხადება 20:11—13). თუ ისინი ღვთის მოსაწონად მოიქცევიან, დედამიწაზე მარადიული სიცოცხლით გაიხარებენ. სამწუხაროდ, ზოგი, ვინც მკვდრეთით აღდგება, ცუდის კეთებას არ მოიშლის. ასეთები თავიანთი ცუდი საქმეების გამო გასამართლდებიან; ამიტომ ისინი „სასამართლო აღდგომისთვის“ აღდგებიან (წაიკითხეთ იოანეს 5:28, 29).

5. რაზე მეტყველებს მკვდრეთით აღდგომა?

მკვდრეთით აღდგომა მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ღმერთმა დედამიწაზე იესო გამოგზავნა, რათა საკუთარი სიცოცხლე ჩვენთვის გაეღო. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა ჩვენდამი სიყვარულსა და წყალობას ავლენს (წაიკითხეთ იოანეს 3:16; რომაელების 6:23).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-6 და მე-7 თავები. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 16 გვერდზე]

ადამი მიწის მტვრისგან შეიქმნა