არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაუახლოვდით ღმერთს

აქვს იეჰოვას გრძნობები?

აქვს იეჰოვას გრძნობები?

თუ თქვენი პასუხი დადებითია, მაშინ შეიძლება კიდევ ერთი კითხვა დაგებადოთ: მოქმედებს ჩვენი საქციელი ღვთის გრძნობებზე? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეგვიძლია ჩვენი მოქმედებით ღმერთი გავახაროთ ან გული ვატკინოთ? ძველი დროის ზოგი ფილოსოფოსი ამტკიცებდა, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. როგორც ისინი ამბობდნენ, არავის შეუძლია ღმერთზე იმოქმედოს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას გრძნობები არა აქვს. მაგრამ ბიბლია სრულიად საპირისპიროს გვასწავლის, კერძოდ იმას, რომ იეჰოვას აქვს სათუთი გრძნობები და მისთვის სულერთი არ არის, რას ვაკეთებთ. მოდი, განვიხილოთ ფსალმუნის 78:40, 41-ში ჩაწერილი სიტყვები.

78-ე ფსალმუნში აღწერილია, როგორ ეპყრობოდა იეჰოვა ძველ ისრაელს. ეგვიპტის მონობიდან დახსნის შემდეგ, იეჰოვამ ისრაელ ერთან განსაკუთრებული ურთიერთობა დაამყარა. ღმერთი მათ დაჰპირდა, რომ თუ მის კანონებს დაემორჩილებოდნენ, ისინი მისი „გამორჩეული საკუთრება“ გახდებოდნენ და მათი მეშვეობით თავის განზრახვას შეასრულებდა. ისრაელები დაჰპირდნენ ღმერთს, რომ დაემორჩილებოდნენ, ამიტომ, იეჰოვამ მათთან კანონის საფუძველზე დადო შეთანხმება. შეასრულეს მათ დადებული პირობა? (გამოსვლა 19:3—8).

ყველაზე საუკეთესო, რისი გაკეთებაც იეჰოვასთვის შეგვიძლია, ის არის, რომ მისი გზით ვიაროთ და გული გავუხაროთ მას

ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „რამდენჯერ ეურჩნენ უდაბნოში“ (მუხლი 40). შემდეგი მუხლი კი დასძენს, რომ ისინი „კვლავ და კვლავ სცდიდნენ ღმერთს“ (მუხლი 41). როგორც ფსალმუნმომღერალმა აღნიშნა, ისრაელი არაერთხელ ეურჩა ღმერთს. ასეთი არაჯანსაღი და მოჯანყე სული ისრაელებს შორის ჯერ კიდევ მაშინ შეინიშნებოდა, როცა ეგვიპტის ტყვეობიდან ახალი გათავისუფლებული ისრაელები უდაბნოში იყვნენ. ხალხმა ღვთის წინააღმდეგ დაიწყო დრტვინვა; მათ ეჭვი შეეპარათ იმაში, შეეძლო თუ არა ღმერთს მათზე ზრუნვა და ჰქონდა თუ არა მას ამის სურვილი (რიცხვები 14:1—4). ბიბლიის მთარგმნელთათვის განკუთვნილ ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ სიტყვა „ეურჩნენ“ შეიძლება «ასეც ითარგმნოს: „მათ ღვთის წინაშე გული გაიქვავეს“ ანუ „ღმერთს ზურგი აქციეს“». გულმოწყალე ღმერთი იეჰოვა ყოველთვის პატიობდა თავის ხალხს, როცა ისინი ინანიებდნენ. მაგრამ ისრაელები კვლავ უბრუნდებოდნენ თავიანთ არასწორ გზას და არ იშლიდნენ ურჩობას (ფსალმუნი 78:10—19, 38).

რას გრძნობდა იეჰოვა მაშინ, როცა თავისი მერყევი თაყვანისმცემლების ურჩობას ხედავდა? „გაანაწყენეს იგი“, — ვკითხულობთ მე-40 მუხლში. ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში კი ნათქვამია, რომ ისინი იეჰოვას „ტკივილს აყენებდნენ“. ერთ ბიბლიური ნაშრომში ახსნილია: „ებრაელები ისე ამწარებდნენ ღმერთს, როგორც ურჩი შვილი — მშობელს“. როგორც თავნება შვილი სტკენს გულს მშობელს, ისე ურჩი ებრაელები „ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას“ (მუხლი 41).

რისი სწავლა შეგვიძლია ამ ფსალმუნიდან? მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ძლიერ უყვარს თავისი თაყვანისმცემლები და არ შეუძლია, რომ ადვილად ჩაიქნიოს მათზე ხელი. მხედველობიდან არასოდეს უნდა გამოგვრჩეს, რომ იეჰოვას აქვს გრძნობები და ჩვენი საქციელი მასზე მოქმედებს. როგორ მოქმედებს ამის ცოდნა პირადად თქვენზე? ნუთუ არ გიჩნდებათ სურვილი, რომ აკეთოთ ის, რაც ღვთის თვალში სწორია?

ნაცვლად იმისა, რომ ცოდვა ჩავიდინოთ და იეჰოვას ტკივილი მივაყენოთ, სწორი გზით უნდა ვიაროთ და გული გავუხაროთ მას. სწორედ ამას ითხოვს იეჰოვა თავისი თაყვანისმცემლებისგან: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე“ (იგავები 27:11). ყველაზე საუკეთესო, რისი გაკეთებაც იეჰოვასთვის შეგვიძლია, ის არის, რომ მისი გზით ვიაროთ და გული გავუხაროთ მას.

ივლისში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი: