არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

1 ღმერთი იდუმალებითაა მოცული — სიმართლეა ეს?

1 ღმერთი იდუმალებითაა მოცული — სიმართლეა ეს?

1 ღმერთი იდუმალებითაა მოცული — სიმართლეა ეს?

შეიძლება გსმენიათ: „ღვთის გზები იდუმალებით არის მოცული“.

„მამა, ძე და სულიწმინდა ჩაუწვდომელნი არიან“ („ათანასეს რწმენის სიმბოლო“; სამების შესახებ ათანასესეული მრწამსი ბევრ ქრისტიანულ ეკლესიაში ისწავლება).

რას გვასწავლის ბიბლია? იესომ თქვა, რომ ისინი, ვინც ცოდნას იძენენ „ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის“ შესახებ, კურთხევებს მიიღებენ (იოანე 17:3). მაგრამ შესაძლებელია ცოდნის შეძენა იდუმალებით მოცული ღვთის შესახებ? სინამდვილეში ღმერთი არ არის იდუმალებით მოცული, პირიქით, მას სურს, რომ ყველამ გაიცნოს იგი (იერემია 31:34).

რასაკვირველია, ჩვენ ბოლომდე ვერასდროს გავიცნობთ ღმერთს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მისი აზრები ჩვენსაზე გაცილებით აღმატებულია (ეკლესიასტე 3:11; ესაია 55:8, 9).

როგორ დაგეხმარებათ სიმართლის ცოდნა? თუ ღმერთი ჩაუწვდომელია და იდუმალებითაა მოცული, მაშინ, რა აზრი აქვს მის გაცნობას? ღმერთი არა მხოლოდ მისი გაცნობის, არამედ მასთან ახლო ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობასაც გვაძლევს. ღმერთმა ერთგულ მამაკაცს, აბრაამს თავისი მეგობარი უწოდა. ისრაელის მეფე დავითმა თქვა: „იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა მის მოშიშებს აქვთ“ (ესაია 41:8; ფსალმუნი 25:14).

დაუჯერებელი ხომ არ გეჩვენებათ ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარება? ერთი შეხედვით, ეს შეიძლება მართლაც ასე მოგეჩვენოთ, მაგრამ საქმეების 17:27-ში წერია: „[ღმერთი] შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“. რას ნიშნავს ეს? ღმერთი ბიბლიის მეშვეობით საუკეთესოდ გვაცნობს საკუთარ თავს. *

ღმერთი გვიმხელს, რომ მისი სახელია იეჰოვა (ესაია 42:8). ბიბლიაში მოთხრობილია, როგორ ეპყრობოდა ღმერთი კაცობრიობას საუკუნეების მანძილზე; ამ ისტორიებიდან შეგვიძლია დავინახოთ, როგორი პიროვნება დგას ღვთის სახელის მიღმა. უფრო მეტიც, ღმერთი გვიმჟღავნებს, რას გრძნობს ჩვენ მიმართ. იგი „გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში“ (გამოსვლა 34:6). მისთვის სულერთი არ არის, როგორ ვიქცევით. მაგალითად, როცა ისრაელი ერი ეურჩა ღმერთს, მას გული ეტკინა, ხოლო მათ, ვინც გონიერება გამოავლინა და დაემორჩილა ღმერთს, გული გაუხარა მას (ფსალმუნი 78:40; იგავები 27:11).

[სქოლიო]

^ აბზ. 7 დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ რას ამბობს ბიბლია ღმერთზე, იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ პირველი თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 4 გვერდზე]

თუ ღმერთი სამპიროვანია და იდუმალებითაა მოცული, როგორ შევძლებთ მის გაცნობას?

[სურათის საავტორო უფლება 4 გვერდზე]

The Trinity c.1500, Flemish School, (16th century)/H. Shickman Gallery, New York, USA/The Bridgeman Art Library International