არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

4 ღმერთი უსამართლოა — სიმართლეა ეს?

4 ღმერთი უსამართლოა — სიმართლეა ეს?

4 ღმერთი უსამართლოა — სიმართლეა ეს?

შეიძლება გსმენიათ: „ქვეყნიერებას ღმერთი განაგებს და ყველაფერი მისი ნებისამებრ ხდება. ღმერთია პასუხისმგებელი იმ დისკრიმინაციაზე, უსამართლობასა და ჩაგვრაზე, რაც დღეს მთელ მსოფლიოში ხდება“.

რას გვასწავლის ბიბლია? ღმერთი არ არის დამნაშავე იმ უსამართლობაში, რომელიც მთელ მსოფლიოში ხდება. იეჰოვას შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა“ (კანონი 32:4).

ღმერთი სულგრძელია ყველას მიმართ, მათ შორის იმ ადამიანების მიმართაც, რომლებიც შეიძლება არც კი იმსახურებენ ამას. მაგალითად, „მას მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“ (მათე 5:45). როგორც საქმეების 10:34, 35-დან ჩანს, იგი ყველა ეროვნებისა და კულტურის ადამიანებს სამართლიანად ექცევა: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“.

მაშ, ვინ დგას უსამართლობის მიღმა? ბევრი შეგნებულად არ ჰბაძავს მართალ ღმერთს და უსამართლოდ იქცევა (კანონი 32:5). გარდა ამისა, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა თავის მტერს, ეშმაკს, ნება დართო, ქვეყნიერება თავისი გავლენის ქვეშ მოექცია (1 იოანე 5:19). * მაგრამ ღმერთი მალე ამ უფლებას წაართმევს ამ უსამართლო მმართველს და წერტილს დაუსვამს მის ძალაუფლებას. ღმერთმა უკვე ყველანაირი წინაპირობა შექმნა იმისთვის, რომ დაამსხვრიოს „ეშმაკის საქმეები“ (1 იოანე 3:8).

როგორ დაგეხმარებათ სიმართლის ცოდნა? ალბათ, საგონებელში ვარდებით, როცა ახალ ამბებში გაუთავებლად გესმით კორუფციის, ადამიანთა ჩაგვრისა და უსამართლობის შესახებ. თუ გვეცოდინება ამის მიზეზი, ეს დაგვეხმარება, გავიგოთ, რატომაა დღეს ასეთი სავალალო მდგომარეობა და რატომ არის ადამიანის მცდელობა, უკეთესობისკენ შეცვალოს მსოფლიო, წარუმატებელი (ფსალმუნი 146:3). ნაცვლად იმისა, რომ დრო და ენერგია ისეთი ცვლილების მოხდენას შეალიოთ, რომელიც შეიძლება მხოლოდ დროებითი იყოს ან საერთოდ არ მოხდეს, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ მომავლის მტკიცე იმედი, თუ ღვთის დანაპირებისადმი რწმენას განივითარებთ (გამოცხადება 21:3, 4).

იმის ცოდნა, თუ საიდან მომდინარეობს უსამართლობა, განსაკუთრებით მაშინ დაგეხმარებათ, როცა სირთულეები დაგიმძიმებთ გულს. როდესაც უსამართლოდ გვეპყრობიან, ჩვენ შეიძლება ღვთის ერთგული მსახურივით, აბაკუმივით აღმოგვხდეს: „დაეკარგა კანონს ძალა და ვეღარ ჭრის სამართალი“ (აბაკუმი 1:4). ღმერთმა აბაკუმი არ დასაჯა ამ სიტყვების გამო. პირიქით, დაარწმუნა იგი, რომ თავის დროზე მდგომარეობას გამოასწორებდა; ის აგრეთვე დაეხმარა აბაკუმს, რომ სირთულეების დროს სიხარული არ დაეკარგა (აბაკუმი 2:2—4; 3:17, 18). მსგავსად ამისა, თუ ვირწმუნებთ, რომ ღმერთი თავისი დანაპირებისამებრ ბოლოს მოუღებს უსამართლობას, აღარ ავფორიაქდებით და ამ უსამართლო ქვეყნიერებაშიც კი შინაგან სიმშვიდეს ვიგრძნობთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 5 თუ გსურთ გაიგოთ, როგორ გაჩნდა ეშმაკი, იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-3 თავი.

[ჩანართი 7 გვერდზე]

ღმერთია პასუხისმგებელი უსამართლობასა და ადამიანთა ტანჯვაზე?

[სურათის საავტორო უფლება 7 გვერდზე]

© Sven Torfinn/Panos Pictures