არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

5 ღვთისთვის ყველანაირი თაყვანისცემა მისაღებია — სიმართლეა ეს?

5 ღვთისთვის ყველანაირი თაყვანისცემა მისაღებია — სიმართლეა ეს?

5 ღვთისთვის ყველანაირი თაყვანისცემა მისაღებია — სიმართლეა ეს?

შეიძლება გსმენიათ: „ისევე როგორც დანიშნულების ადგილამდე არაერთი გზითა თუ ბილიკითაა შესაძლებელი მისვლა, ღმერთთან მისვლაც არაერთი გზით შეიძლება. თითოეულმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელი გზით მივა ღმერთამდე“.

რას გვასწავლის ბიბლია? ჩვენ გულწრფელად უნდა ვცეთ ღმერთს თაყვანი და უნდა მოვერიდოთ თვალთმაქცობას. იესომ პირველ საუკუნეში მცხოვრებ რელიგიურ წინამძღოლებს უთხრა, თუ რატომ უარყო ღმერთმა ისინი: «სწორად იწინასწარმეტყველა ესაიამ თქვენზე, თვალთმაქცებო, როგორც დაწერილია: „ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, გული კი შორსა აქვთ ჩემგან“» (მარკოზი 7:6). ასე რომ, მხოლოდ გულწრფელობა არ კმარა იმისათვის, რომ ღვთისთვის ჩვენი თაყვანისცემა მისაღები იყოს.

იესომ ეს ნათელი გახადა, როცა გამოააშკარავა რელიგიური წინამძღოლებისა და მათი მიმდევრების ძირითადი ნაკლი. მან მათ საყურადღებოდ ღვთის სიტყვიდან მოიყვანა ციტატა: „ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან, როგორც სწავლებებს“ (მარკოზი 7:7). ისინი „ტყუილუბრალოდ“ ანუ ამაოდ სცემდნენ ღმერთს თაყვანს, რადგან ადამიანთა ტრადიციებს ღვთის მოთხოვნებზე წინ აყენებდნენ.

ბიბლია არ ემხრობა იმ აზრს, რომ ღვთისთვის ნებისმიერი თაყვანისცემაა მისაღები; პირიქით, მასში ნათქვამია, რომ ღმერთი მხოლოდ ერთ თაყვანისცემას იწონებს. მათეს 7:13, 14-ში ვკითხულობთ: „შედით ვიწრო ჭიშკრით, რადგან განიერი და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს, და მრავალი დადის ამ გზით; ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს, და ცოტანი პოვებენ მას“.

როგორ დაგეხმარებათ სიმართლის ცოდნა? წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდით, თუ თვეების მანძილზე ემზადებოდით მარათონში მონაწილეობის მისაღებად და პირველ ადგილზეც გახვედით, მაგრამ მოგვიანებით შეიტყვეთ, რომ ვერ მიიღებდით ჯილდოს, რადგან არცოდნის გამო რაღაც წესი დაარღვიეთ. ალბათ, ისეთი გრძნობა დაგეუფლებოდათ, რომ ტყუილუბრალოდ გაისარჯეთ. შეიძლება იგივე მოხდეს, როცა საქმე ღვთის თაყვანისცემას ეხება?

პავლე მოციქულმა, რომელმაც ჩვენი თაყვანისმცემლობა სპორტულ შეჯიბრებას შეადარა, დაწერა: „ვერც ერთი მოასპარეზე ვერ მიიღებს გვირგვინს, თუ შეჯიბრების წესებს არ დაიცავს“ (2 ტიმოთე 2:5). ჩვენ ღვთის კეთილგანწყობას მხოლოდ მაშინ მოვიპოვებთ, თუ მას მისი „წესებისამებრ“ ვცემთ თაყვანს, ანუ ისეთი სახით, როგორსაც თავად იწონებს. ჩვენ ვერ დავადგენთ, როგორი სახით უნდა ვცეთ ღმერთს თაყვანი ისევე, როგორც მორბენალს არ შეუძლია, გაიქცეს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც თავად სურს და შეჯიბრში გამარჯვების იმედი ჰქონდეს.

თუ გვინდა, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ, ჩვენი თაყვანისმცემლობა არ უნდა იყოს სიცრუეზე აგებული. იესომ თქვა: „ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს“ (იოანე 4:23). ჩვენ ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან ვიგებთ, რომელი გზა მიგვიყვანს ღმერთამდე (იოანე 17:17). *

[სქოლიო]

^ აბზ. 8 მეტი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ როგორ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი, იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-15 თავი.

[ჩანართი 8 გვერდზე]

ასწავლის ყველა რელიგია ხალხს, რომ ისე სცენ ღმერთს თაყვანი, როგორც მას სურს?