არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისინი არ დაიწვნენ გავარვარებულ ღუმელში

ისინი არ დაიწვნენ გავარვარებულ ღუმელში

ახალგაზრდებისთვის

ისინი არ დაიწვნენ გავარვარებულ ღუმელში

მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?

მოქმედი პირები: შადრაქი, მეშაქი, აბედნეგო და ნაბუქოდონოსორი.

მოკლე მიმოხილვა: სამი ახალგაზრდა ებრაელი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა.

1 წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები წაიკითხე დანიელის 3:1—30

აღწერე, რა ხმები „გესმის“, როცა 3—7 მუხლებს კითხულობ.

․․․․․

როგორ წარმოგიდგენია გავარვარებული ღუმელი?

․․․․․

შენი აზრით, როგორი ხმით გასცემდა ნაბუქოდონოსორი ბრძანებას, რომ ღუმელი ჩვეულებრივზე შვიდჯერ მეტად გაეხურებინათ? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-19 და მე-20 მუხლები)

․․․․․

აღწერე, როგორ წარმოგიდგენია მეოთხე კაცი, რომელიც ღუმელში იყო. (კიდევ ერთხელ წაიკითხე 24-ე და 25-ე მუხლები)

․․․․․

რა თვისებები გამოავლინეს შადრაქმა, მეშაქმა და აბედნეგომ ნაბუქოდონოსორთან საუბრისას, როგორც ეს 16—18 მუხლებშია აღწერილი?

․․․․․

2 გამოიკვლიე

შენ ხელთ არსებული მასალის დახმარებით გამოიკვლიე, რა სიგრძის იყო ერთი წყრთა და შემდეგ გამოთვალე, რა სიმაღლის იქნებოდა ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული ქანდაკება (კიდევ ერთხელ წაიკითხე 1-ლი მუხლი).

․․․․․

როცა მე-19 და მე-20 მუხლებს 28-ე და 29-ე მუხლებს ადარებ, როგორ პიროვნებად წარმოგიდგენია ნაბუქოდონოსორი?

․․․․․

3 მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რაც ისწავლე . . .

უფლებამოსილთა მიმართ პატივისცემაზე.

․․․․․

იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმის მტკიცედ დაცვა, რისიც გწამს.

․․․․․

იმაზე, თუ როგორ უჭერს მხარს იეჰოვა განსაცდელში მყოფთ.

․․․․․

საფიქრებელი კითხვები

რა გარემოში შეიძლება გამოიცადოს შენი რწმენა?

․․․․․

როგორ დაგეხმარება შადრაქის, მეშაქისა და აბედნეგოს შემთხვევა ერთგულების შენარჩუნებაში?

․․․․․

4 რა იყო შენთვის ყველაზე საინტერესო ამ ბიბლიური მონაკვეთიდან, და რატომ?

․․․․․

თუ არა გაქვს ბიბლია, შეგიძლია სთხოვო იეჰოვას მოწმეებს ან წაიკითხო ვებ-გვერდზე www.watchtower.org