არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან

წინასწარმეტყველებს ბიბლია მომავალს?

წინასწარმეტყველებს ბიბლია მომავალს?

ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.

1. ზუსტია ბიბლიური წინასწარმეტყველებები?

მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია იმის დეტალურად წინასწარმეტყველება, თუ რა მოხდება მომავალში (ამოსი 3:7). მაგალითად, მან დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა მესიის ანუ ქრისტეს მოსვლის შესახებ. მესია ერთგული მამაკაცის, აბრაამის, შთამომავალი უნდა ყოფილიყო. ის იქნებოდა მმართველი, რომლის წყალობითაც ადამიანები სრულყოფილები გახდებოდნენ და აღარ დაავადდებოდნენ (დაბადება 22:18; ესაია 53:4, 5). ეს აღთქმული მესია ბეთლემში უნდა დაბადებულიყო (წაიკითხეთ მიქას 5:2).

იესომ დაამტკიცა, რომ მესია იყო. 700 წელზე მეტი ხნით ადრე წმინდა წერილებში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მას ქალწული შობდა; ასევე მას მოიძულებდნენ. ის თავის სიცოცხლეს მრავალთა ცოდვების გამოსასყიდად გაიღებდა და მდიდრების გვერდით დაასაფლავებდნენ (ესაია 7:14; 53:3, 9, 12). საღვთო წერილი ხუთ საუკუნეზე მეტი ხნით ადრე წინასწარმეტყველებდა, რომ იესო იერუსალიმში ვირზე ამხედრებული შევიდოდა და 30 ვერცხლად გასცემდნენ. ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდა (წაიკითხეთ ზაქარიას 9:9; 11:12).

2. წინასწარმეტყველებს თუ არა ღმერთი ამა თუ იმ მოვლენის ზუსტ თარიღს?

ხუთ საუკუნეზე მეტი ხნით ადრე ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, თუ ზუსტად რომელ წელს გამოჩნდებოდა მესია. სანამ იესო მოვიდოდა, 7 კვირა და 62 კვირა უნდა გასულიყო, რომელთაგანაც ერთი „კვირა“ შვიდ წელიწადს მოიცავდა. 7-ს უნდა დამატებოდა 62, რომელიც მთლიანობაში 69 კვირას შეადგენდა, 69 კვირა კი 483 წელს უდრიდა. როდის დაიწყო დროის ამ მონაკვეთის ათვლა? ბიბლიის წინასწარმეტყველების თანახმად, დროის ამ მონაკვეთის ათვლა დაიწყო მაშინ, როცა ღვთის მსახური ნეემია ჩავიდა იერუსალიმში და ქალაქის აღდგენა დაიწყო. სპარსეთის ისტორიის თანახმად, ეს ძვ. წ. 455 წელს მოხდა (ნეემია 2:1—5). იესო კი ზუსტად ნაწინასწარმეტყველებ დროს, ამ დროიდან 483 წლის გასვლის შემდეგ მოინათლა, ანუ ახ. წ. 29 წელს (წაიკითხეთ დანიელის 9:25).

3. სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები დღეს?

იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ჩვენს დროში მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდებოდა. ის წინასწარმეტყველებდა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობაზე, რომელიც შვებას მოჰგვრიდა ღვთის მოყვარულ ხალხს მთელ მსოფლიოში. ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს დღევანდელ ბოროტ ქვეყნიერებას (წაიკითხეთ მათეს 24:14, 21, 22).

ბიბლიაში დეტალურად არის ნაწინასწარმეტყველები, თუ რა მოხდებოდა დღევანდელი ქვეყნიერების აღსასრულის დროს. ბიბლია ნათელს ხდის, რომ პროგრესის მიუხედავად, ადამიანები მოსპობდნენ დედამიწას. წინასწარმეტყველების თანახმად, გახშირდებოდა ომები, მიწისძვრები და ეპიდემიები, აგრეთვე იქნებოდა საკვების უკმარისობა (ლუკა 21:11; გამოცხადება 11:18). ზნეობრივი ნორმები გაუფასურდებოდა. ამ ძნელად ასატან დროს იესოს მიმდევრები ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას იქადაგებდნენ ყველა ერში (წაიკითხეთ მათეს 24:3, 7, 8; 2 ტიმოთეს 3:1—5).

4. რა ელის კაცობრიობას?

ყოვლისშემძლე ღმერთი ერთგულ ადამიანებს საუკეთესო მომავალს ჰპირდება. მესია, იესო ქრისტე, თავის რჩეულებთან ერთად დედამიწაზე ზეციდან იმეფებს. ეს სამეფო ათასი წლის განმავლობაში იმმართველებს. მიცვალებულები აღდგებიან და გასამართლდებიან თავიანთი საქმეებისამებრ. მათგან ღირსეულნი მარადიულად იცოცხლებენ. მაშინ ყველა განიკურნება. ავადმყოფობა და სიკვდილი წარსულს ჩაჰბარდება (წაიკითხეთ გამოცხადების 5:10; 20:6, 12; 21:4, 5).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ 23—25 და 197—201 გვერდები.