არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდებისთვის

თავი დაიცავით ბოროტი სულიერი ქმნილებებისგან!

თავი დაიცავით ბოროტი სულიერი ქმნილებებისგან!

მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?

1 წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები წაიკითხე დაბადების 6:1—6 და საქმეების 19:11—20

შენი აზრით, როგორ გამოიყურებოდნენ ნეფილიმები?

․․․․․

შენი აზრით, რას იგრძნობდნენ კაცები ბოროტ სულთან შეხვედრის შემდეგ, რის შესახებაც საქმეების 19:13—16-ში ვკითხულობთ?

․․․․․

2 გამოიკვლიე

შენ ხელთ არსებული მასალის დახმარებით უფრო მეტი გაიგე ნეფილიმების შესახებ. შენი აზრით, რატომ მიმართავდნენ ისინი ასეთ ძალადობას?

․․․․․

რა გაგებით არის ბოროტ სულიერ ქმნილებებზე ნათქვამი, რომ მათ „მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“? (წაიკითხე იუდას 6). რატომ ფიქრობ, რომ მათ შემთხვევაში არაბუნებრივი და სრულიად მიუღებელიც კი იყო ადამიანთა ასულებთან სქესობრივი კავშირის დამყარება?

․․․․․

რას იგებ ამ ორი შემთხვევიდან ბოროტ სულიერ ქმნილებებზე, რომლებიც ძალადობით გამოირჩეოდნენ და ადამიანთა ასულებთან სქესობრივი კავშირის დამყარების დაუოკებელი სურვილი ჰქონდათ?

․․․․․

3 მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რაც ისწავლე . . .

ეგოისტ და ბოროტ სულიერ ქმნილებებზე

․․․․․

საფიქრებელი კითხვები

ვინაიდან ბოროტ სულიერ ქმნილებებს მეტად აღარ აქვთ ხორცის შესხმის უფლება, როგორ შეუძლიათ მათ გავლენა მოახდინონ შენზე?

․․․․․

რა სახის გართობა ირეკლავს დღეს ბოროტი სულიერი ქმნილებების თვალსაზრისსა და მისწრაფებებს?

․․․․․

რით შეგიძლია აჩვენო, რომ მთელი არსებით გსურს, შეეწინააღმდეგო ბოროტი სულიერი ქმნილებების გავლენას? (კიდევ ერთხელ წაიკითხე საქმეების 19:18, 19)

․․․․․

4 რა იყო შენთვის ყველაზე საინტერესო ამ ბიბლიური მონაკვეთებიდან, და რატომ?

․․․․․

თუ არა გაქვს ბიბლია, შეგიძლია სთხოვო იეჰოვას მოწმეებს ან წაიკითხო ვებ-გვერდზე www.watchtower.org