რჩევები ოჯახებისთვის
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი მოზარდი შვილი ეჭვქვეშ აყენებს თქვენს რელიგიას?
ბევრი ბავშვი, როცა იზრდება, არჩევს, თავისი მშობლების რელიგიას გაყვეს (2 ტიმოთე 3:14). მაგრამ ზოგი ასე არ იქცევა. რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი მოზარდი შვილი ეჭვქვეშ აყენებს თქვენს რელიგიას? ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ იეჰოვას მოწმეებს თავი გაართვან ამგვარ სირთულეს.
„აღარ მინდა ჩემი მშობლების რელიგიას გავყვე. სურვილი აღარ მაქვს, მათ რელიგიას მივეკუთვნებოდე“ (კორა, 18 წლის). *
თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი რელიგია ჭეშმარიტებას ასწავლის ღვთის შესახებ, და გჯერათ, რომ ბიბლია ცხოვრების საუკეთესო გზას გთავაზობთ, ბუნებრივია, გსურდეთ, რომ თქვენი შვილიც იგივე ფასეულობებით აღზარდოთ (კანონი 6:6, 7). მაგრამ, რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს შვილს დროთა განმავლობაში სულიერი საკითხებისადმი ინტერესი ეკარგება? * როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ის ეჭვქვეშ დააყენებს მრწამსს, რომელიც ბავშვობაში მან, ერთი შეხედვით, მთელი გულით მიიღო? (გალატელები 5:7).
თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, ნუ დაასკვნით, რომ როგორც ქრისტიანი, მშობლის მოვალეობას კარგად ვერ ასრულებთ. შეიძლება ამის მიზეზი სულ სხვა რამ იყოს. მაგრამ ერთი რამ გახსოვდეთ: ის, თუ როგორ მიუდგებით თქვენს შვილს, დიდად იმოქმედებს იმაზე, გაიზიარებს თუ არა ის თქვენს რელიგიურ მრწამსს. თუ ომს გამოუცხადებთ მოზარდს, თქვენ ჩაებმებით დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უკვე წაგებული გაქვთ (კოლოსელები 3:21).
გაცილებით უკეთესია, თუ ყურად იღებთ პავლე მოციქულის რჩევას. იგი წერდა: „უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს; უნდა შეეძლოს სწავლება და თავშეკავებული იყოს“ (2 ტიმოთე 2:24). როგორ უნდა აჩვენოთ, რომ გაქვთ სწავლების უნარი, როცა თქვენს მოზარდ შვილს რაღაცაში ეჭვი ეპარება?
იყავით გამჭრიახი
თავდაპირველად შეეცადეთ, დაინახოთ, რამ შეუცვალა თქვენს შვილს თვალსაზრისი. მაგალითად:
-
იქნებ ვერავის დაუმეგობრდა ქრისტიანულ კრებაში? „მინდოდა, მეგობრები მყოლოდა და ამიტომ, თანაკლასელებს დავუმეგობრდი. ეს წლების მანძილზე ხელს მიშლიდა სულიერ ზრდაში. ცუდ საზოგადოებასთან მქონდა ურთიერთობა, ამიტომ სულიერი საკითხებისადმი ინტერესი დავკარგე. ახლა ბევრ რამეს ვნანობ“ (ლენორი, 19 წლის).
-
იქნებ თავდაჯერებულობა აკლია ან უჭირს სხვებთან საკუთარ რწმენაზე საუბარი? «თანაკლასელებთან ვერ ვბედავდი ჩემს რწმენაზე საუბარს. მეშინოდა, რომ მათ თვალში უცნაური გამოვჩნდებოდი ან „წმინდანის“ იარლიყს მომაკრავდნენ. განსხვავებული ბავშვები გარიყულები იყვნენ. არ მინდოდა, მეც იგივე დამმართნოდა» (რამონი, 23 წლის).
-
მეტისმეტად რთული ხომ არ არის მისთვის ქრისტიანული ნორმებით ცხოვრება? „ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს მარადიული ცხოვრება, რომელსაც ბიბლია გვპირდება, გრძელი კიბის თავშია, მე კი კიბეზე ასვლა ჯერ არ დამიწყია და ძალიან, ძალიან შორს ვარ მისგან. იმდენად მეშინია ამ კიბეზე ფეხის დადგმის, რომ მირჩევნია საერთოდ ხელი ავიღო ჩემს რწმენაზე“ (რენე, 16 წლის).
გაიგეთ მათი გულისნადები
გაიგეთ, რას გრძნობს თქვენი მოზარდი შვილი. მიზანს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ შეკითხვებს დაუსვამთ. მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რომ თქვენი საუბარი კამათში არ გადაიზარდოს. გაითვალისწინეთ იაკობის 1:19-ში ჩაწერილი რჩევა: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“. მოუთმინეთ თქვენს შვილს. „მთელი სულგრძელობითა და სწავლების ხელოვნების გამოყენებით“ მას ისე მოეპყარით, როგორც გარეშეს და არა შინაურს (2 ტიმოთე 4:2).
მაგალითად, თუ მოზარდს არ სურს ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დასწრება, ეცადეთ გაიგოთ ამის მიზეზი. მაგრამ ეს მოთმინებით გააკეთეთ. ქვემოთ მოყვანილია პირობითი სიტუაცია, როდესაც მშობელი ვერ აღწევს სასურველ შედეგს:
ვაჟი: აღარ მინდა კრების შეხვედრებზე სიარული.
მამა: [მკაცრი ტონით] რატომ აღარ გინდა ვაჟბატონო კრების შეხვედრებზე სიარული?
ვაჟი: ძალიან მოსაწყენია ჩემთვის.
მამა: ღმერთიც მოსაწყენია შენთვის? ძალიან ცუდი, თუ ასეა! სანამ ჩემს ჭერქვეშ ცხოვრობ, სადაც ჩვენ წავალთ, შენც იქ წამოხვალ და არ მაინტერესებს, მოგწონს ეს თუ არა!
ღმერთი მოელის მშობლებისგან, რომ შვილებს მისადმი სიყვარულს ჩაუნერგავენ და ბავშვებისგანაც მოითხოვს, რომ დაემორჩილონ მათ (ეფესოელები 6:1). მაგრამ თქვენ არ გინდათ, რომ თქვენი შვილი ბრმად ემსახუროს ღმერთს და უხალისოდ იაროს ქრისტიანული კრების შეხვედრებზე. არც ის გსურთ, რომ შვილს ძალდატანებით გააკეთებინოთ რამე; პირიქით, გინდათ, რომ თავად ჰქონდეს შეგნებული, რატომ არის აუცილებელი კრების შეხვედრებზე დასწრება.
თუ შეეცდებით გაიგოთ, რატომ აიცრუა გული თქვენმა შვილმა თქვენს რწმენაზე, უკეთ შეძლებთ მის დახმარებას. დაფიქრდით, როგორ შეიძლება ზემოთ მოყვანილი პირობითი სიტუაციის უკეთესად წარმართვა:
ვაჟი: აღარ მინდა კრების შეხვედრებზე დასწრება.
მამა: [მშვიდი ტონით] რატომ შვილო?
ვაჟი: ძალიან მომბეზრდა იქ სიარული.
მამა: საათობით ჯდომა შეიძლება მართლა მოსაწყენი იყოს. შენ ყველაზე მეტად რა გიჭირს?
ვაჟი: არ ვიცი. მირჩევნია, სადმე სხვაგან გავატარო ეს დრო, ვიდრე იქ.
მამა: შენი მეგობრებიც ასე ფიქრობენ?
ვაჟი: სწორედ ესაა ჩემი პრობლემა. ერთი მეგობარიც კი აღარ მყავს. ჩემი საუკეთესო მეგობარი სხვაგან გადავიდა და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვერავის დაელაპარაკები. ყველა კარგად გრძნობს თავს, მე კი ასე ეულად ვარ.
ამ პირობით სიტუაციაში მამამ შვილს გულახდილი საუბრის საშუალება მისცა; ამ საუბრის წყალობით, მამამ არა მარტო გაიგო, რატომ აიცრუა „იყავით მომთმენი!“).
მისმა შვილმა რწმენაზე გული, არამედ შვილის ნდობაც მოიპოვა. ამან კი ხელი შეუწყო იმას, რომ მათ შორის მომავალშიც შემდგარიყო გულახდილი საუბრები (იხილეთ თანდართული ჩარჩოდროდადრო ყველა ახალგაზრდა დგება ისეთი პრობლემის წინაშე, რამაც შეიძლება მათი სულიერი ზრდა შეაჩეროს. როდესაც ისინი ამ პრობლემას თავს ართმევენ, უკეთესად გრძნობენ თავს და მათი რწმენაც უფრო მტკიცდება. ზემოთ მოხსენიებულ რამონს გაბედულება არ ყოფნიდა, თანაკლასელებისთვის ეთქვა, რომ ქრისტიანი იყო. საბოლოოდ, ის მიხვდა, რომ საკუთარ რწმენაზე საუბარი არც ისე რთული იყო, როგორც ეგონა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის გამო მასხრად აიგდებდნენ. იგი გვიყვება:
„ერთხელ ერთმა ჩემმა კლასელმა რწმენის გამო დაცინვა დამიწყო. ძალიან ავღელდი, რადგან მთელი კლასი ჩვენ გვიყურებდა. მივუტრიალდი და ვკითხე, თავად მას თუ შეეძლო თავისი რწმენის შესახებ საუბარი. ჩემდა გასაკვირად, იგი ჩემზე მეტად ანერვიულდა. მივხვდი, რომ ბევრ ახალგაზრდას საერთოდ არ ესმის, რისი სწამთ. მე ის მაინც შემიძლია, რომ ავუხსნა სხვებს ჩემი მრწამსი. ფაქტია, რომ როცა საქმე რელიგიის შესახებ საუბარზე მიდგება, ჩემს კლასელებს უნდა შერცხვეთ და არა — მე!“
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ჰკითხეთ შვილს, რას ნიშნავს მისთვის, იყოს ქრისტიანი. რით არის კარგი, რომ იგი ქრისტიანია? რა სირთულეებს ხვდება ქრისტიანულ გზაზე? ხედავს ის დადებით მხარეებს, რაც გადაწონის ნებისმიერ პრობლემას? სთხოვეთ, აგიხსნათ, რატომ ფიქრობს ასე (მარკოზი 10:29, 30). თქვენს მოზარდს შეუძლია თავისი აზრები ორ სვეტად ჩამოწეროს — ერთ სვეტში აღნიშნოს სირთულეები, ხოლო მეორეში ის დადებითი შედეგები, რაც ქრისტიანული გზით სიარულს მოაქვს. შეიძლება საკუთარი ხელით დაწერილი დაეხმაროს მას, რომ დაადგინოს პრობლემის მიზეზი და მოძებნოს გამოსავალი.
თქვენი მოზარდი გააზრებულად უნდა ემსახუროს ღმერთს
მშობლებმა და სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ მოზარდები სრულიად განსხვავებულად აზროვნებენ, ვიდრე პატარები (1 კორინთელები 13:11). პატარები, ჩვეულებრივ, მარტივად ფიქრობენ, მაგრამ მოზარდები უფრო უღრმავდებიან საკითხებს. მაგალითად, პატარებს შეიძლება მარტივად აუხსნა, რომ ღმერთმა შექმნა ყველაფერი (დაბადება 1:1). მაგრამ მოზარდს შეიძლება ასეთი კითხვები გაუჩნდეს: საიდან ვიცი, რომ ღმერთი არსებობს? რატომ დაუშვა მოსიყვარულე ღმერთმა ბოროტება? როგორ დავიჯერო, რომ ღმერთი ყოველთვის არსებობდა? (ფსალმუნი 90:2).
თუ თქვენს შვილსაც მსგავსი კითხვები ებადება, შეიძლება იფიქროთ, რომ მისი რწმენა სუსტდება. მაგრამ სინამდვილეში მისი რწმენა კი არ სუსტდება, არამედ ძლიერდება. ქრისტიანი ხომ სულიერად ვერ გაიზრდება, თუ მსგავსი კითხვები არ გაუჩნდება?! (თქვენი მოზარდი შვილი სწავლობს, გააზრებულად ემსახუროს ღმერთს (რომაელები 12:1, 2). მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩასწვდება ქრისტიანული რწმენის „სიგანეს, სიგრძეს, სიმაღლესა და სიღრმეს“, რასაც ვერ შეძლებდა პატარაობაში (ეფესოელები 3:18). სწორედ ახლაა იმის დრო, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილს, გაიაზროს თავისი მრწამსი, რათა მტკიცედ იყოს დარწმუნებული იმაში, რისიც სჯერა (იგავები 14:15; საქმეები 17:11).
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: შვილთან ერთად განიხილეთ რწმენის ისეთი საწყისები, რაზეც ადრე დიდ აქცენტს არ აკეთებდით. მაგალითად, დააფიქრეთ შვილი ასეთ საკითხებზე: რა მარწმუნებს, რომ ღმერთი არსებობს? საიდან ჩანს, რომ ღმერთი პირადად ჩემზე ზრუნავს? რატომ ვფიქრობ, რომ ყოველთვის ჩემს კეთილდღეობას მოემსახურება ღვთის კანონების დაცვა? თავს ნუ მოახვევთ საკუთარ შეხედულებებს თქვენს შვილს. პირიქით, დაეხმარეთ, რომ საკუთარი რწმენა განივითაროს. სწორედ ამის წყალობით გაუადვილდება მას, ღრმად დარწმუნდეს იმაში, რისიც სჯერა.
მიეცით შვილს საშუალება, რომ თავად დარწმუნდეს ნასწავლის ჭეშმარიტებაში
ბიბლიაში მოხსენიებულია ახალგაზრდა მამაკაცი, ტიმოთე, რომელმაც ჩვილობიდანვე იცოდა წმინდა წერილები. თუმცა მოციქული პავლე მოუწოდებდა ტიმოთეს: „კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ“ (2 ტიმოთე 3:14, 15). ტიმოთეს მსგავსად, თქვენმა მოზარდმა შვილმაც შეიძლება პატარაობიდანვე იცის ბიბლიური ნორმები. მაგრამ ახლა თქვენ საშუალება უნდა მისცეთ მას, რომ თავად დარწმუნდეს ნასწავლის ჭეშმარიტებაში.
წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 1, ნათქვამია: „ვიდრე შენი მოზარდი შვილი შენთან ერთად ცხოვრობს, შენ გაქვს იმის უფლება, რომ მოსთხოვო სულიერი საქმეების კეთება. თუმცა შენი ძირითადი მიზანი მის გულში ღვთის სიყვარულის ჩანერგვა უნდა იყოს და არა ის, რომ მან ესა თუ ის სულიერი საქმე მექანიკურად შეასრულოს“. თუ ეს გექნებათ მიზნად, თქვენს შვილს დაეხმარებით, რომ „მტკიცე რწმენა“ განივითაროს და თქვენ მიერ არჩეულ ცხოვრების გზას კი არ გაყვეს, არამედ თავად აირჩიოს ეს გზა (1 პეტრე 5:9). *
^ აბზ. 4 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.
^ აბზ. 5 სტატიაში ვისაუბრებთ მხოლოდ მოზარდ ბიჭებზე, მაგრამ იგივე პრინციპები გოგონებსაც ეხებათ.
^ აბზ. 40 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2009 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 10—12, და „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 1, გვერდები 315—318.
ჰკითხეთ საკუთარ თავს . . .
-
როგორ ვრეაგირებ, როცა ჩემი შვილი ეჭვქვეშ აყენებს ჩემს რელიგიას?
-
როგორ დამეხმარება ამ სტატიაში მოცემული რჩევები?