არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აქვს მნიშვნელობა პასუხების ცოდნას?

აქვს მნიშვნელობა პასუხების ცოდნას?

აქვს მნიშვნელობა პასუხების ცოდნას?

„შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“  (იოანე 8:32).

ბიბლიაში ჩაწერილი ჭეშმარიტება აბათილებს გაუგებარ თუ არასწორ სწავლებებს იესოს შესახებ. სინამდვილეში აქვს მნიშვნელობა, რა გვწამს იესოს შესახებ? რა თქმა უნდა. ამას მნიშვნელობა აქვს იეჰოვასთვის, იესოსთვის და ამას მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ჩვენთვისაც.

რატომ აქვს ამას მნიშვნელობა იეჰოვასთვის? მარტივად რომ ვთქვათ, იმიტომ, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). იეჰოვას სურს, რომ ბედნიერები ვიყოთ და მარადიულად ვიცხოვროთ. იესომ თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება [ადამიანები] ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს . . . მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). ღმერთმა თავისი ძე გამოგზავნა, რათა დავეხსენით ცოდვის მონობისგან და გზა გაეხსნა მარადიული სიცოცხლისკენ სამოთხეში დედამიწაზე, როგორც ეს თავდაპირველად ჰქონდა განზრახული (დაბადება 1:28). ღმერთს მთელი გულით სურს, მარადიული სიცოცხლით დააჯილდოვოს ყველა, ვინც ეცნობა ჭეშმარიტებას მისი ძის შესახებ და შეძენილი ცოდნის თანახმად ცხოვრობს (რომაელები 6:23).

რატომ აქვს ამას მნიშვნელობა იესოსთვის? იესოსაც უყვარს ადამიანები. მან თავგანწირული სიყვარული გამოავლინა, როცა ნებაყოფლობით გაწირა თავი ჩვენთვის (იოანე 15:13). მას კარგად ესმოდა, რომ კაცობრიობის ხსნა მხოლოდ მისი მეშვეობით შეიძლებოდა (იოანე 14:6). გასაკვირი არ არის, რომ იესოს სურს, რაც შეიძლება მეტი ადამიანის კეთილდღეობას მოემსახუროს მის მიერ გაღებული მსხვერპლი. სწორედ ამიტომ დაავალა მან თავის მიმდევრებს, რომ მთელ მსოფლიოში ემცნოთ ხალხისთვის ღვთის ნება და მისი განზრახვა (მათე 24:14; 28:19, 20).

რატომ უნდა ჰქონდეს ამას მნიშვნელობა ჩვენთვის? ერთი წუთით დაფიქრდით იმაზე, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; ეს შეიძლება იყოს თქვენი ჯანმრთელობა და ოჯახი. გსურთ, რომ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს კარგი ჯანმრთელობა გქონდეთ და უკეთეს პირობებში ცხოვრობდეთ? იეჰოვა იესოს მეშვეობით თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს შესაძლებლობას გაძლევთ, უსასრულოდ იცხოვროთ ახალ ქვეყნიერებაში, სადაც სრულყოფილი ჯანმრთელობა გექნებათ და აღარაფერი მოგაყენებთ ტანჯვასა თუ ტკივილს (ფსალმუნი 37:11, 29; გამოცხადება 21:3, 4). გსურთ ასეთ პირობებში ცხოვრება? თუ დიახ, მაშინ უნდა იმოქმედოთ.

კიდევ ერთხელ დაუკვირდით ზემოთ მოყვანილ ბიბლიურ მუხლს: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“. თუ გაეცნობით ჭეშმარიტებას იესოს შესახებ და გაიგებთ, რა როლი აკისრია მას ღვთის განზრახვის შესრულებაში, მაშინ ყველაზე საშინელი მონობისგან, ცოდვისა და სიკვდილისგან, გათავისუფლდებით. ამისათვის კი საჭიროა, „შეიცნოთ ჭეშმარიტება“. კარგი იქნება, თუ მეტს გაიგებთ ჭეშმარიტებისა და იმის შესახებ, თუ როგორ მოგიტანთ ის სიკეთეს თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან ჭეშმარიტების გაგებაში.