არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდებისთვის

მოსე განსაკუთრებულ დავალებას იღებს

მოსე განსაკუთრებულ დავალებას იღებს

მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?

მოქმედი პირები: იეჰოვა ღმერთი და მოსე.

მოკლე მიმოხილვა: იეჰოვა მოსეს ავალებს, რომ ისრაელი ეგვიპტიდან გამოიყვანოს.

1 წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე გამოსვლის 3:1—14; 4:1—17.

აღწერე, როგორ წარმოგიდგენია ცეცხლმოდებული ბუჩქი.

․․․․․

შენი აზრით, როგორი სახის გამომეტყველება ექნებოდა მოსეს და როგორი ტონით გასცემდა ღმერთს პასუხს, როცა მის სიტყვებს მოისმენდა, რის შესახებაც გამოსვლის 3:4-ში ვკითხულობთ?

․․․․․

რა გრძნობით ჰკითხავდა მოსე იეჰოვას იმას, რასაც გამოსვლის 3:11, 13-სა და 4:1, 10-ში ვკითხულობთ?

․․․․․

2 გამოიკვლიე

შენ ხელთ არსებულ პუბლიკაციებში მოიძიე მასალა და გაიგე, რას ნიშნავს სიტყვები: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“ (გამოსვლა 3:14). რატომ გასცა იეჰოვამ მოსეს ასეთი პასუხი თავის სახელთან დაკავშირებულ კითხვაზე? *

․․․․․

რატომ ფიქრობ, რომ მოსეს უჭირდა ფარაონის წინაშე წარდგომა? (მინიშნება: წაიკითხე რიცხვების 12:3)

․․․․․

შენი აზრით, რატომ შეიძლებოდა მოსესთვის რთული ყოფილიყო თანამემამულეებთან დალაპარაკება?

․․․․․

3 მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რაც ისწავლე . . .

იმაზე, თუ რატომ შეიძლება ადამიანი არ იყოს დარწმუნებული საკუთარ თავში.

․․․․․

იმაზე, თუ რატომ გენდობა იეჰოვა და რატომ არ ეპარება ეჭვი შენს შესაძლებლობებში

․․․․․

3 საფიქრებელი კითხვები

შენ რა შემთხვევაში არ ხარ დარწმუნებული საკუთარ თავში?

․․․․․

რაში შეიძლება იეჰოვა ღმერთისთვის გამოსადეგი გახდე შენი შეზღუდვების მიუხედავად?

․․․․․

4 რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბიბლიური მონაკვეთიდან, და რატომ?

․․․․․

გადმოტვირთე ან ამობეჭდე ეს სტატია ვებ-გვერდიდან www.pr418.com

თუ არა გაქვს ბიბლია, შეგიძლია სთხოვო იეჰოვას მოწმეებს ან წაიკითხო ვებ-გვერდზე www.watchtower.org

[სქოლიო]

^ აბზ. 14 იეჰოვას მოწმეები გამოსცემენ წიგნებსა და ბროშურებს, რომლებიც დაგეხმარება, უფრო ღრმად გამოიკვლიო ბიბლია. მეტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდი შენ მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან მისწერე ამ ჟურნალის გამომცემლებს.