არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩვეულებრივი წიგნია ბიბლია?

ჩვეულებრივი წიგნია ბიბლია?

ჩვეულებრივი წიგნია ბიბლია?

„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა . . . რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16, 17).

ზოგი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ბიბლია ყოველმხრივ უნიკალური წიგნია. თქვენ რას ფიქრობთ? ქვემოთ მოყვანილი შეხედულებებიდან პირადად თქვენ რომელს იზიარებთ?

• ლიტერატურული შედევრია.

• მრავალრიცხოვან წმინდა წიგნებიდან ერთ-ერთია.

• თქმულებებისა და იგავების კრებულია.

• ღვთის სიტყვაა.

აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რისი გჯერათ? ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს თავად ბიბლია: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელები 15:4). აქედან ვხედავთ, რომ ბიბლია ჩვენ სასწავლებლად დაიწერა; გარდა ამისა, ამ წიგნს იმედი უნდა ჩაესახა ჩვენთვის და ვენუგეშებინეთ.

მაგრამ ბიბლია მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოები ან ეგრეთ წოდებული წმინდა წიგნი რომ ყოფილიყო, მიენდობოდით მას და იხელმძღვანელებდით ამ წიგნით თქვენ და თქვენი ოჯახი? გააკეთებდით ამას განსაკუთრებით მაშინ, თუ მასში მოცემული ცნობა განსხვავებული იქნებოდა იმისგან, რასაც თქვენ მიიჩნევდით სწორად? მოგგვრიდათ ბიბლიური დანაპირები ნუგეშს და ჩაგისახავდათ იმედს, ბიბლია მხოლოდ თქმულებებისა და იგავების კრებული რომ ყოფილიყო?

მეორე მხრივ, მილიონები, რომლებიც სწავლობენ ბიბლიას, დარწმუნებული არიან, რომ ის ღვთის სიტყვაა და განუმეორებელია. რა აძლევს მათ ამის საფუძველს? რა გამოარჩევს ბიბლიას სხვა წიგნებისგან? მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ იმ ხუთ უნიკალურ თავისებურებაზე, რომლითაც ბიბლია სხვა წიგნებისგან გამოირჩევა.