არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისტორიული ფაქტების და არა მითების წიგნი

ისტორიული ფაქტების და არა მითების წიგნი

ისტორიული ფაქტების და არა მითების წიგნი

„ყველაფერი თავიდანვე ზედმიწევნით გამოვიკვლიე“ (ლუკა 1:3).

რით გამოირჩევა ეს წიგნი? მართალია, ლეგენდებსა და მითებში ლამაზადაა მოთხრობილი ესა თუ ის ამბავი, მაგრამ მათში არასდროს არის მოხსენიებული კონკრეტული გეოგრაფიული ადგილები, თარიღები თუ ისტორიული პირების სახელები. მათგან განსხვავებით, ბიბლია არაერთ ისტორიულ ფაქტს იხსენიებს, რაც მკითხველს არწმუნებს, რომ ღვთის „სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა“ (ფსალმუნი 119:160).

მაგალითი: ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა . . . გადაასახლა ბაბილონში [იუდას მეფე] იეჰოიაქინი“. მოგვიანებით, „ბაბილონის მეფე ევილ-მეროდაქმა თავისი გამეფების წელს თავი აუწია იუდას მეფე იეჰოიაქინს და საპყრობილიდან გამოიყვანა“. გარდა ამისა, „ყოველდღიურად ეძლეოდა მას [იეჰოიაქინს] სარჩო მეფისგან მთელი სიცოცხლე“ (2 მეფეები 24:11, 15; 25:27—30).

რა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა? ძველი ბაბილონის ნანგრევებშიარქეოლოგებმა აღმოაჩინეს სამეფო კარის ჩანაწერები, რომლებიც ნაბუქოდონოსორ II-ის მეფობის პერიოდით თარიღდება. ჩანაწერებში მოხსენიებულია ბაბილონში მუშებისა და ტყვეების დღიური ულუფა. ამავე ჩანაწერებში ნახსენებია „იაუკინი [იეჰოიაქინი]“, რომელიც „იაჰუდის [იუდას] მეფე იყო“, და მისი სახლეული. მაგრამ რისი თქმა შეგვიძლია ნაბუქოდონოსორის მემკვიდრეზე, ევილ-მეროდაქზე? სუსას მახლობლად აღმოჩენილ ლარნაკზე შემდეგი წარწერაა ამოტვიფრული: „ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის ვაჟის, მეფე ამილ-მარდუქის [ევილ-მეროდაქის] სასახლე“.

თქვენ რას ფიქრობთ? არის სხვა რომელიმე რელიგიურ წიგნში მოხსენიებული ამდენი ზუსტი ისტორიული ფაქტი? განა ამ მხრივ უნიკალური წიგნი არ არის ბიბლია?!

[ჩანართი 5 გვერდზე]

„ბიბლიაში მოცემული ქრონოლოგიური და გეოგრაფიული დეტალები უფრო ზუსტი და სარწმუნოა, ვიდრე ნებისმიერ სხვა უძველეს დოკუმენტში“, — რობერტ უილსონი (A SCIENTIFIC INVESTIGATION OF THE OLD TESTAMENT).

[სურათი 5 გვერდზე]

ბაბილონში აღმოჩენილი ჩანაწერი, რომელშიც მოხსენიებულია იუდას მეფე იეჰოიაქინი

[საავტორო უფლება]

© bpk, Berlin/Vorderasiatisches Museum, SMB/Olaf M. Tessmer/Art Resource, NY