არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საოცრად ჰარმონიული ბიბლიოთეკა

საოცრად ჰარმონიული ბიბლიოთეკა

საოცრად ჰარმონიული ბიბლიოთეკა

„წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტრე 1:21).

რით არის გამორჩეული ბიბლია? ერთსა და იმავე ეპოქაში შექმნილი წერილობითი ძეგლებიც კი ხშირად ერთმანეთისგან სრულიად საპირისპირო ცნობებს გვაწვდის. ძალიან იშვიათია, რომ სხვადასხვა დროსა და ადგილას, და, ამავე დროს, სხვადასხვა ადამიანების მიერ დაწერილ წიგნებს ერთი აზრი გასდევდეს. მაგრამ ბიბლიას, რომელიც 66 წიგნისგან შედგება, ერთი ავტორი ჰყავს. ამიტომაც მისი სამოცდაექვსივე წიგნი ჰარმონიულად არის ერთმანეთთან შერწყმული და ერთი თემა გასდევს (2 ტიმოთე 3:16).

მაგალითი. მოსემ, რომელიც მწყემსი იყო და ძვ. წ. XVI საუკუნეში ცხოვრობდა, ბიბლიის პირველ წიგნში დაწერა, რომ კაცობრიობას აღთქმული „შთამომავალი“ იხსნიდა. ამ წიგნში ისიც არის ნაწინასწარმეტყველები, რომ ეს „შთამომავალი“ აბრაამის, ისაკისა და იაკობის გენეალოგიური ხაზით მოვიდოდა (დაბადება 3:15; 22:17, 18; 26:24; 28:14). დაახლოებით 500 წლის შემდეგ წინასწარმეტყველმა ნათანმა იწინასწარმეტყველა, რომ „შთამომავალი“ მოვიდოდა დავითის სამეფო ხაზით (2 სამუელი 7:12). ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან 1 000 წლის შემდეგ პავლე მოციქულმა ახსნა, რომ „შთამომავალი“ უნდა ყოფილიყო იესო და მისი რჩეული მიმდევრები (რომაელები 1:1—4; გალატელები 3:16, 29). დასასრულს კი, ბიბლიის ბოლო წიგნში, რომელიც ახ. წ. I საუკუნის მიწურულს დაიწერა, ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ამ „შთამომავლის“ წარმომადგენლები დედამიწაზე იესოს შესახებ იქადაგებდნენ, შემდეგ ზეცად ამაღლდებოდნენ და 1 000 წლის განმავლობაში იესოსთან ერთად იმეფებდნენ. სწორედ ეს „შთამომავალი“ გაანადგურებს ეშმაკს და იხსნის კაცობრიობას (გამოცხადება 12:17; 20:6—10).

რას ამბობენ ბიბლიის კომენტატორები? ბიბლიის 66 წიგნის გამოკვლევის შემდეგ ლუი გოსენმა დაწერა, რომ განცვიფრებული იყო იმით, „თუ რა ჰარმონიულად ერწყმოდა ბიბლიის წიგნები ერთმანეთს მიუხედავად იმისა, რომ 15 საუკუნის მანძილზე სხვადასხვა ადამიანი წერდა . . . თითოეული მათგანი ერთსა და იმავე აზრს ისე ავითარებდა, თითქოს წინასწარ იყვნენ შეთანხმებული; ისინი ერთ მიზანს ემსახურებოდნენ, თუმცა ბოლომდე არ ესმოდათ, რომ ღვთის ძე იხსნიდა კაცობრიობას“ (Theopneusty —The Plenary Inspiration of the Holy Scriptures).

თქვენ რას ფიქრობთ? გეგულებათ სხვა წიგნი, რომელიც 1 500-ზე მეტი ხნის განმავლობაში იწერებოდა დაახლოებით 40 მამაკაცის მიერ და ამის მიუხედავად, საოცრად ჰარმონიულია? განა ამ მხრივ უნიკალური წიგნი არ არის ბიბლია?!

[ჩანართი 7 გვერდზე]

„ყველა ეს წიგნი ერთად აღებული ქმნის ერთ მთლიან წიგნს . . . მას ლიტერატურის ისტორიაში ზუსტი ანალოგი ან ოდნავ მიმსგავსებულიც კი არ მოეძებნება“, — ჯეიმზ ორი (THE PROBLEM OF THE OLD TESTAMENT).