არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

როდის გახდა ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები მეშვიდე მსოფლიო იმპერია?

▪ მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ ნანახ სიზმარში უზარმაზარი მეტალის ქანდაკება არ განასახიერებს ყველა მსოფლიო იმპერიას (დან. 2:31—45). ის წარმოადგენს მხოლოდ ხუთ მათგანს, რადგან ეს იმპერიები დანიელის დროიდან არსებობდნენ და ისინი განსაკუთრებულად მტრობდნენ ღვთის ხალხს.

მეტალის ქანდაკების შესახებ დანიელის აღწერიდან ვიგებთ, რომ ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია კი არ დაიპყრობდა რომს, არამედ მისგან წარმოიშობოდა. დანიელმა იხილა, რომ ქანდაკებას ფეხები, ტერფები და თითები რკინის ჰქონდა (ტერფებში და თითებში რკინა თიხასთან იყო შერეული). * აღწერიდან ჩანს, რომ ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია რკინის ფეხებიდან წარმოიშობოდა. ისტორია ამტკიცებს, რომ ეს ზუსტად ასე მოხდა. ბრიტანეთმა, ერთ დროს რომის იმპერიის ნაწილმა, ძალაუფლების მოხვეჭა მე-18 საუკუნის ბოლოს დაიწყო. მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატები გახდა ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ანგარიშს უწევდნენ. რადგან ბრიტანეთი და შეერთებული შტატები იმ დროისთვის არ იყვნენ მოკავშირეები, ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები მეშვიდე მსოფლიო იმპერია ჯერ არ არსებობდა. მათ განსაკუთრებული კავშირი პირველი მსოფლიო ომის დროს დაამყარეს.

ამ დროისთვის „სამეფოს ძეები“ განსაკუთრებულად გააქტიურდნენ შეერთებულ შტატებში. მათი მსოფლიო მთავარი სამმართველო მდებარეობდა ბრუკლინში, ნიუ-იორკში (მათ. 13:36—43). ცხებულთა კლასის წევრები აქტიურად ქადაგებდნენ ბრიტანეთის იმპერიის ქვეყნებში. პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ბრიტანეთმა და ამერიკამ განსაკუთრებული ალიანსი შექმნეს და ერთად იბრძოდნენ საერთო მტრების წინააღმდეგ. ომმა გამოიწვია ნაციონალისტური სულისკვეთების გაღვივება. ამ დროს ეს იმპერია ემტერებოდა „დანარჩენებს მისი [ქალის] შთამომავლებიდან“ — კრძალავდა მათ პუბლიკაციებს და ციხეში სვამდა სამქადაგებლო საქმიანობის ხელმძღვანელებს (გამოცხ. 12:17).

ბიბლიური წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ მეშვიდე მსოფლიო იმპერია მე-18 საუკუნის ბოლოს არ შექმნილა, როცა ბრიტანეთმა ძალაუფლების მოხვეჭა დაიწყო. მეშვიდე მსოფლიო იმპერია უფლის დღის დასაწყისში გამოჩნდა. *

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 რკინასთან შერეული თიხა წარმოადგენს რკინისებრი ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიის გავლენის სფეროში მყოფ ქვეყნებში წარმოქმნილ სხვადასხვა ელემენტს. დროთა განმავლობაში ამ თიხის გამო ის ვეღარ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც უნდოდა, რომ ყოფილიყო.

^ აბზ. 6 შეიცვალა ახსნა, რომელიც მოცემული იყო წიგნ „დანიელის წინასწარმეტყველებაში“ 57-ე გვერდზე 24-ე აბზაცში და 56-ე და 139-ე გვერდებზე დაბეჭდილ ცხრილებში.

[სურათი 19 გვერდზე]

1918 წლის ივნისში „საგუშაგო კოშკის“ მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი 8 ძმა დააპატიმრეს