არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდებისთვის

ღმერთი, რომელსაც სძულს უსამართლობა

ღმერთი, რომელსაც სძულს უსამართლობა

მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?

მოქმედი პირები: ახაბი, იზებელი, ნაბოთი და ელია.

მოკლე მიმოხილვა: იზებელის წაქეზებით მეფე ახაბი კლავს ნაბოთს, რათა ხელში ჩაიგდოს მისი ვენახი.

1. წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე 1 მეფეების 21:1—26.

აღწერე, როგორ წარმოგიდგენია ეს ოთხი პერსონაჟი?

ახაბი ․․․․․

იზებელი ․․․․․

ნაბოთი ․․․․․

ელია ․․․․․

შენი აზრით, მე-5—7 მუხლების თანახმად, რა ტონით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს იზებელი და ახაბი?

․․․․․

როგორ აღწერდი იმ შემზარავ სურათს, რომლის შესახებაც მე-13 მუხლში ვკითხულობთ?

․․․․․

შენი აზრით, რა ემოციით გამოთქვამდნენ ერთმანეთის წინაშე თავიანთ სათქმელს ელია და ახაბი, რასაც მე-20—26 მუხლებში ვკითხულობთ?

․․․․․

2. გამოიკვლიე

რა თვისებას(ებს) ავლენს იზებელი მე-7 და 25-ე მუხლების თანახმად?

რა თვისებას(ებს) ავლენს ახაბი მე-4 მუხლის მიხედვით?

კიდევ ვინ უნდა მოეკლა ახაბს, ნაბოთის ვენახს რომ დაჰპატრონებოდა? (წაიკითხეთ 2 მეფეების 9:24—26).

როგორი ადამიანი იყო ახაბი იეჰოვას თვალში? (კიდევ ერთხელ წაიკითხე 25-ე და 26-ე მუხლები. იხილე აგრეთვე 1 მეფეების 16:30—33).

․․․․․

3. მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რაც ისწავლე . . .

იმაზე, რომ იეჰოვას მხედველობიდან არ რჩება უსამართლობა

იმაზე, რომ იეჰოვა ესარჩლება მათ, ვისაც უსამართლოდ ექცევიან

․․․․․

იმაზე, თუ როგორ აჩვენებს იეჰოვა, რომ სამართლიანია (წაიკითხე კანონის 32:4).

․․․․․

4. საფიქრებელი კითხვები

როგორ შეიძლება დღეს ზოგი იზებელივით მოიქცეს? (წაიკითხე გამოცხადების 2:18—21).

․․․․․

რა დროს შეგიძლია ელიას მსგავსი გაბედულება გამოავლინო?

_______

რაში შეგიძლია იყო დარწმუნებული, როცა ხედავ უსამართლობას ან თავად ხდები მისი მსხვერპლი?

․․․․․

5. რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბიბლიური მონაკვეთიდან, და რატომ?

․․․․․

․․․․․

რჩევა: შეეცადე, ეს ამბავი ახალი ამბებივით გააშუქო. მოამზადე რეპორტაჟი და მასში ჩართე წარმოსახვითი ინტერვიუები მთავარ მოქმედ პირებთან და თვითმხილველებთან.

ეწვიეთ ვებ-გვერდს www.pr418.com

და წაიკითხეთ ბიბლია

ჩამოტვირთე ან ამობეჭდე ეს სტატია