არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

შეიძლება ბიბლიის გაგება?

ბიბლია ღვთის სიტყვაა. ის მოსიყვარულე მამისგან მოწერილ წერილს ჰგავს (2 ტიმოთე 3:16). ბიბლიის მეშვეობით ღმერთი გვიხსნის, როგორ შეიძლება მას ვასიამოვნოთ, რატომ უშვებს ბოროტებას და იმას, თუ რას გააკეთებს კაცობრიობისთვის მომავალში. რელიგიურმა ლიდერებმა დაამახინჯეს ბიბლიური სწავლებები, შედეგად ადამიანებს იმედი გადაეწურათ, რომ როდისმე შეძლებენ მის გაგებას (საქმეები 20:29, 30).

იეჰოვა ღმერთს სურს, რომ ვიცოდეთ ჭეშმარიტება მის შესახებ. ამიტომ მან მოგვცა წიგნი, რომლის გაგებაც ნამდვილად შესაძლებელია (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 2:3, 4).

როგორ შეიძლება ბიბლიის გაგება?

გარდა იმისა, რომ იეჰოვამ მოგვცა ბიბლია, ის აგრეთვე გვეხმარება მის გაგებაში. მან გამოგზავნა იესო, რომ ჩვენთვის ესწავლებინა (ლუკა 4:16—21). იესო ეხმარებოდა თავის მსმენელებს წმინდა წერილების გაგებაში, ამისათვის ის მუხლებს ციტირებდა და მათ მნიშვნელობას ხსნიდა (წაიკითხეთ ლუკას 24:27, 32, 45).

იესომ ჩამოაყალიბა ქრისტიანული კრება, რომელსაც უნდა ეზრუნა მის მიერ წამოწყებული საქმის გაგრძელებაზე (მათე 28:19, 20). დღეს იესოს ჭეშმარიტი მიმდევრები ეხმარებიან ხალხს იმის გაგებაში, თუ რას ასწავლის ბიბლია ღვთის შესახებ. თუ თქვენც გსურთ, უკეთ გაიგოთ ბიბლია, იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან (წაიკითხეთ საქმეების 8:30, 31).