არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ასწავლეთ შვილებს

რას ვსწავლობთ იესოსა და ბოროტმოქმედის საუბრიდან?

რას ვსწავლობთ იესოსა და ბოროტმოქმედის საუბრიდან?

სურათზე ვხედავთ, რომ იესო ელაპარაკება ბოროტმოქმედს. მათი საუბრიდან რაღაცის სწავლა შეგვიძლია. ბოროტმოქმედი ინანიებს თავის დანაშაულს და იესოს სთხოვს: „გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“. იცი, იესო რას ეუბნება ამ ბოროტმოქმედს? ~  * ის მას ჰპირდება: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“.

შენი აზრით, როგორი იქნება სამოთხე? ~ სწორად რომ ვუპასუხოთ ამ კითხვას, მოდი ვისაუბროთ იმ სამოთხეზე, რომელიც ღმერთმა პირველი მამაკაცისა და ქალისთვის, ადამისა და ევასთვის, შექმნა. სად იყო მაშინ სამოთხე, ზეცაში თუ დედამიწაზე? ~

მართალი ხარ, სამოთხე იყო დედამიწაზე. აქედან გამომდინარე, ბოროტმოქმედიც დედამიწაზე იცხოვრებს, როდესაც ის სამოთხედ გადაიქცევა. როგორი იქნება სამოთხე? ~ მოდი ვნახოთ.

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ როცა ღმერთმა პირველი წყვილი, ადამი და ევა შექმნა, ისინი სამოთხეში, დედამიწაზე დაასახლა. მას მეორენაირად „ედემის ბაღი“ ეწოდებოდა. შეგიძლია წარმოიდგინო, რა ლამაზი იქნებოდა ედემის ბაღი? ~ მართლაც, ეს იყო ულამაზესი და უმშვენიერესი ადგილი, რომლის მსგავსი არავის არასდროს უნახავს.

როგორ ფიქრობ, იესოც იქნება დედამიწაზე იმ ბოროტმოქმედთან ერთად, რომელმაც მოინანია თავისი ცოდვები? ~ არა, იესო ზეცაში იქნება და იქიდან იმეფებს სამოთხედქცეულ დედამიწაზე. იესო ბოროტმოქმედთან იმ გაგებით იქნება, რომ ის მას მკვდრეთით აღადგენს და დაინახავს, თუ როგორ ზრუნავს ყოფილი ბოროტმოქმედი სამოთხეზე. რატომ დაჰპირდა იესო ბოროტმოქმედს სამოთხეში ცხოვრებას? ~ მოდი ვნახოთ.

ამ ბოროტმოქმედს ბევრი ცუდი საქმე ჰქონდა ჩადენილი. მაგრამ ის არ იყო ერთადერთი. დედამიწაზე  მცხოვრებ მილიარდობით ადამიანს ჩაუდენია მსგავსი ბოროტება. მათგან უმეტესობა ასე იმიტომ იქცეოდა, რომ არ იცნობდა იეჰოვას და მის მოთხოვნებს.

ასეთი ადამიანები და ის ბოროტმოქმედი, რომელსაც იესო ელაპარაკა, აღდგებიან სამოთხეში დედამიწაზე. ისინი გაიგებენ, თუ რა არის ღვთის ნება. ამის შემდეგ მათ მიეცემათ შესაძლებლობა, დაამტკიცონ, რომ უყვართ იეჰოვა.

იცი, როგორ შეუძლიათ მათ ამის დამტკიცება? ~ იმის კეთებით, რაც ღმერთს მოსწონს. მართლაც, რა სასიამოვნო იქნება სამოთხეში იმ ხალხთან ერთად ცხოვრება, რომელთაც ეყვარებათ იეჰოვა და ერთმანეთი!

წაიკითხე შენს ბიბლიაში

^ აბზ. 3 ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და მას თავისი აზრი გამოათქმევინეთ.