არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას.

რა არის ბიბლიომანტია და რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ მასზე ქრისტიანებს?

ბიბლიომანტია არის, ალალბედზე ბიბლიის გადაშლა იმ რწმენით, რომ პირველივე მუხლი, რომელიც ამ დროს თვალში მოხვდება ადამიანს, საუკეთესოდ დაეხმარება. ჭეშმარიტი ქრისტიანები არ მკითხაობენ. ისინი სწავლობენ ბიბლიას, რათა მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა და მიჰყვნენ ღვთიურ  ხელმძღვანელობას (12/15, გვერდი 3).

რა არის „ქვეყნიერება“, რომელიც გადადის?

„ქვეყნიერებაში“, რომელიც გადადის, იგულისხმება ის ხალხი, ვინც არ ასრულებს ღვთის ნებას (1 იოან. 2:17). დედამიწა არ განადგურდება და ერთგული ადამიანები გადარჩებიან (1/1, გვერდები 5—7).

როგორ მეტყველებს კვლავაც აბელი, მიუხედავად იმისა, რომ ის მკვდარია? (ებრ. 11:4).

ის თავისი რწმენით მეტყველებს. ჩვენ შეგვიძლია მეტი გავიგოთ აბელის შესახებ და მივბაძოთ მას. მის მაგალითს დღესაც არ დაუკარგავს ძალა (1/1, გვერდი 12).

რას არ უნდა დავრთოთ ნება, რომ ჩამოგვაშოროს იეჰოვას?

სამსახურს, კარიერას, დასვენებას, გართობას, გარიცხულ ოჯახის წევრებთან ურთიერთობას, ტექნიკას, ჯანმრთელობას, ფულსა და სიამაყეს (1/15, გვერდები 12—21).

რას ვსწავლობთ თავმდაბალ მოსესგან?

მოსე ძალაუფლებას არ გაუამაყებია. ის საკუთარ თავზე კი არა, ღმერთზე იყო მინდობილი. ჩვენ არ გვინდა, რომ ძალაუფლებამ, მდგომარეობამ ან უნარმა გაგვაამაყოს. გვსურს, მივენდოთ იეჰოვას (იგავ. 3:5, 6) (2/1, გვერდი 5).

სად იცხოვრებენ მკვდრეთით აღდგენილები?

ადამიანთა მცირე ჯგუფი — 144 000 — ზეცაში იცხოვრებს. ხოლო უმრავლესობა — დედამიწაზე მარადიულად (3/1, გვერდი 6).

რას ნიშნავს ის, რომ ისრაელები „გულით წინადაუცვეთელნი“ იყვნენ? (იერ. 9:26)

ისინი იყვნენ ჯიუტები და ურჩები. ისრაელებს უნდა მოეშორებინათ ყველაფერი, რაც მათ გულს უგრძნობს ხდიდა ანუ ღვთისთვის მიუღებელი ფიქრები, სურვილები და მოტივები (იერ. 5:23, 24) (3/15, გვერდები 9, 10).

აზრიანი ცხოვრების რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?

იესოს ცხოვრების მიზანი ღვთის ნების შესრულება იყო. მას ძლიერ უყვარდა მამა და ამასთანავე, ადამიანები. იესომ იცოდა, რომ მამასაც ძალიან უყვარდა ის და იწონებდა თავისი ძის საქციელს. სწორედ ეს სძენს ცხოვრებას აზრს (4/1, გვერდები 4, 5).

რა შედის ღვთის ორგანიზაციის მიწიერ ნაწილში?

ღვთის ორგანიზაციის მიწიერ ნაწილში შედიან ხელმძღვანელი საბჭო, ფილიალების კომიტეტები, მიმომსვლელი ზედამხედველები, უხუცესთა საბჭოები, კრებები და ცალკეული იეჰოვას მოწმეები (4/15, გვერდი 29).

რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ იეჰოვას სისასტიკით არ გამოჰქონდა განაჩენი?

იეჰოვას არ უხარია ბოროტების სიკვდილი. (ეზეკ. 33:11). ბიბლიური ისტორიიდან ჩანს, რომ ღმერთი განაჩენის აღსრულებამდე სიყვარულით აფრთხილებდა ხალხს. ამის ცოდნა იმის იმედს გვაძლევს, რომ შეგვიძლია გადავურჩეთ მომავალ სამსჯავროს (5/1, გვერდები 5, 6).

ძელზე გაკვრით სჯიდნენ ისრაელში სიკვდილმისჯილებს?

არა. ძველად დასჯის ეს მეთოდი სხვა ერებში იყო გავრცელებული და არა ისრაელში. ძველად ისრაელში დამნაშავეს ჯერ ქვებით ქოლავდნენ (ლევ. 20:2, 27). შემდეგ გვამი შესაძლოა ძელზე ჩამოეკიდათ სხვების გასაფრთხილებლად (5/15, გვერდი 13).

რატომ ვერ ამყარებენ ადამიანები მსოფლიოში მშვიდობას?

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ადამიანები ბევრ რამეს აღწევენ, მათ არ შეუძლიათ საკუთარი ნაბიჯების წარმართვა (იერ. 10:23). იმის კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს მშვიდობის დამყარება, ისაა, რომ ქვეყნიერებას სატანა მართავს (1 იოან. 5:19) (6/1, გვერდი 16).