არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხელმძღვანელი საბჭოს ახალი წევრი

ხელმძღვანელი საბჭოს ახალი წევრი

2012 წლის 5 სექტემბერს ოთხშაბათ დილას შეერთებული შტატებისა და კანადის ბეთელებში განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ ხელმძღვანელ საბჭოს შეემატა ახალი წევრი. 2012 წლის 1 სექტემბრიდან მარკ სანდერსონი შეუდგა ახალი დანიშნულების შესრულებას.

ძმა მარკ სანდერსონი სან-დიეგოში (კალიფორნია, აშშ) ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა. ის 1975 წლის 9 თებერვალს მოინათლა. მარკმა პიონერად მსახურება 1983 წლის 1 სექტემბერს სასკაჩევანში (კანადა) დაიწყო. 1990 წლის დეკემბერში მან შეერთებულ შტატებში გაიარა მსახურებაში დახელოვნების სკოლის (ახლა ეწოდება ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის) მე-7 კლასი. 1991 წლის აპრილში ძმა მარკი სპეციალურ პიონერად გაგზავნეს კუნძულ ნიუფაუნდლენდზე (კანადა). სარაიონო ზედამხედველის დამხმარედ მსახურების შემდეგ მარკი 1997 წლის თებერვალში კანადის ბეთელის ოჯახის წევრად დანიშნეს. 2000 წლის ნოემბერში ის გადაიყვანეს შეერთებული შტატების ფილიალში, სადაც სამედიცინო მომსახურების საინფორმაციო ცენტრში და მოგვიანებით სამსახურებრივ განყოფილებაში მსახურობდა.

2008 წლის სექტემბერში ძმა მარკმა გაიარა სკოლა ფილიალის კომიტეტის წევრებისთვის. სკოლის შემდეგ ის დაინიშნა ფილიპინების ფილიალის კომიტეტის წევრად. 2010 წლის სექტემბერში ის კვლავ შეერთებულ შტატებში მიიწვიეს, სადაც ხელმძღვანელი საბჭოს სამსახურებრივი კომიტეტის დამხმარედ მსახურობდა.