არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რატომ უნდა ვილოცოთ, რომ მოვიდეს ღვთის სუფევა ანუ ღვთის სამეფო?

გსურთ უფრო მეტი გაიგოთ ღვთის სამეფოსა და იმაზე, თუ რას გააკეთებს ის მომავალში?

სუფევა ანუ ღვთის სამეფო არის ზეციერი ხელისუფლება. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ ელოცათ ამ სამეფოს დამყარებისთვის, ვინაიდან სწორედ ის აღადგენს დედამიწაზე სამართლიანობასა და მშვიდობას. არც ერთ ადამიანურ მმართველობას არ ძალუძს ბოლომდე აღმოფხვრას, ძალადობა, უსამართლობა და ავადმყოფობა. ამის გაკეთება მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია და გააკეთებს კიდეც. ამ სამეფოს მეფედ, ღმერთმა თავისი ძე, იესო დანიშნა. იეჰოვამ იესოს თანამმართველებად განსაზღვრული რაოდენობის ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფიც აირჩია (წაიკითხეთ ლუკას 11:2; 22:28—30).

ძალიან მალე ღვთის სამეფო გაანადგურებს ყველას, ვინც ღვთის მმართველობას ეწინააღმდეგება. ასე რომ, როცა ღვთის სამეფოს დამყარებაზე ვლოცულობთ, გამოვხატავთ სურვილს, რომ ადამიანური მმართველობა ღვთის მმართველობამ შეცვალოს (წაიკითხეთ დანიელის 7:13, 14; გამოცხადების 11:15, 18).

რატომ არის ღვთის სამეფო საუკეთესო ხელისუფლება?

იესო საუკეთესო მეფეა, რადგან ის თანამგრძნობია. ის ღვთის ძეა, შესაბამისად მას შესწევს ძალა დაეხმაროს ყველას, ვინც დახმარებისთვის იეჰოვას მიმართავს (წაიკითხეთ ფსალმუნის 72:8, 12—14).

ღვთის სამეფო უხვ კურთხევებს მოუტანს ყველას, ვინც მის დამყარებაზე მთელი გულით ლოცულობს და ვინც ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრობს. ნამდვილად ღირს ძალისხმევად ამ სამეფოს შესახებ ბიბლიიდან უფრო და უფრო მეტი ცოდნის მიღება (წაიკითხეთ ლუკას 18:16, 17; იოანეს 4:23).