არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რა აღძრავს ბევრს, დაფიქრდეს შემოქმედის არსებობაზე?

განა სიცოცხლე სასწაული არ არის?

დაახლოებით 3 000 წლის წინათ ერთმა პოეტმა დაწერა: „შიშს მინერგავს ის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი“ (ფსალმუნი 139:14). როდესაც ფიქრობთ, როგორ ვითარდება ჩანასახი ერთი პაწაწინა უჯრედიდან, განა მოწიწების გრძნობა არ გეუფლებათ? ბევრი ცოცხალი ქმნილებების არსებობაში შემოქმედის ხელს ხედავს (წაიკითხეთ ფსალმუნის 139:13—17; ებრაელების 3:4).

მან, ვინც სამყარო და დედამიწაზე საცხოვრებელი პირობები შექმნა, ცოცხალ ქმნილებებსაც მისცა დასაბამი (ფსალმუნი 36:9). ის ესაუბრებოდა ადამიანებს და თავის შესახებ უყვებოდა (წაიკითხეთ ესაიას 45:18).

ცხოველი იყო ადამიანის წინაპარი?

ჩვენი სხეული ბევრი რამით ჰგავს ცხოველის სხეულს. და ეს იმიტომ, რომ შემოქმედმა ადამიანიც და ცხოველიც დედამიწაზე საცხოვრებლად შექმნა. მან პირველი ადამიანი ცხოველისგან კი არ შექმნა, არამედ — მიწის მტვრისგან (წაიკითხეთ დაბადების 1:24; 2:7).

ადამიანებს ცხოველებისგან ორი მნიშვნელოვანი რამ განასხვავებთ. პირველი, ადამიანს აქვს აზროვნების, სიყვარულისა და შემოქმედის დაფასების უნარი. მეორე, ადამიანები ცხოველებისგან განსხვავებით მარადიული სიცოცხლისთვის იყვნენ შექმნილნი. მაგრამ დღეს ყველა ვკვდებით, რადგან პირველმა ადამიანმა უარყო შემოქმედის გზა (წაიკითხეთ დაბადების 1:27; 2:15—17).