არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას.

იესოს უნდა მიმართოს ქრისტიანმა ლოცვით?

არა. იესომ გვასწავლა, რომ ლოცვით იეჰოვასთვის უნდა მიგვემართა; მან ამის საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა (მათ. 6:6—9; იოან. 11:41; 16:23). ამიტომაც პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტეს მოწაფეები ლოცვით ღმერთს მიმართავდნენ და არა — ქრისტეს (საქ. 4:24, 30; კოლ. 1:3)(1/1, გვერდი 14).

როგორ შეგვიძლია მოვემზადოთ გახსენების საღამოს აღნიშვნისთვის?

ერთი საშუალება ისაა, რომ მივყვეთ გახსენების საღამოსთვის გათვალისწინებულ ბიბლიის კითხვის გეგმას. ამასთანავე, ამ პერიოდში შეგვიძლია მეტი დრო დავუთმოთ ქადაგებას, ვილოცოთ და ვიფიქროთ ღვთისგან ბოძებულ იმედზე (1/15, გვერდები 14—16).

როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც ეგვიპტელმა პატიმრებმა იოსებს თავიანთი სიზმრები მოუყვნენ?

იოსებმა ფარაონის მერიქიფეს უთხრა, რომ იგი კვლავ თავის მდგომარეობას დაუბრუნდებოდა. მცხობელს კი უთხრა, რომ მას ფარაონი მოკლავდა და ძელზე ჩამოჰკიდებდა. პატიმრებს იოსების სიზმრები აუხდათ (დაბ. 40:1—22)(2/1, გვერდები 12—14).

რა გასაოცარი საჩუქარი მიიღეს იაპონიაში და-ძმებმა?

მათ მიიღეს ახალი პუბლიკაცია „ბიბლია — მათეს სახარება“ (ახალი ქვეყნიერების თარგმანი). ამ პუბლიკაციას იეჰოვას მოწმეები ხალხს მსახურებაში სთავაზობენ და ბევრი, ვისაც ბიბლია არ წაუკითხავს, სიამოვნებით იღებს მას (2/15, გვერდი 3).

რამ შეუწყო ხელი პირველ საუკუნეში სასიხარულო ცნობის გავრცელებას?

„რომაული ზავის“ შედეგად იმპერიაში შედარებით მშვიდობიანი პერიოდი დადგა. პირველ ქრისტიანებს მიმოსვლას გამართული საგზაო სისტემა უადვილებდა. ამ პერიოდში ბერძნული ენა საყოველთაოდ გავრცელებული იყო; ამ ენაზე მთელი იმპერიის მასშტაბით გაფანტული იუდეველებიც საუბრობდნენ, რამაც სასიხარულო ცნობის ქადაგებას შეუწყო ხელი. მოწაფეებს აგრეთვე შეეძლოთ, რომ სასიხარულო ცნობის დასაცავად რომაული კანონით ესარგებლათ (2/15, გვერდები 20—23).

რატომ არ აღნიშნავენ ჭეშმარიტი ქრისტიანები აღდგომას?

იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, რომ მისი სიკვდილი აღენიშნათ და არა — აღდგომა (ლუკ. 22:19, 20) (3/1, გვერდი 8).

რატომ განიხილება ნაკლებად ამ ბოლო წლებში ჩვენს პუბლიკაციებში ტიპები და ანტიტიპები?

ბიბლია კონკრეტულად ასახელებს პიროვნებებს, რომლებიც მომავლის ტიპებს წარმოადგენდნენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია გალატელების 4:21—31-ჩაწერილი ეპიზოდი. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ღვთის სიტყვა ამაზე არ მიგვანიშნებს, კარგი იქნება, თუ ადამიანების, მოვლენებისა და საგნების მიღმა ანტიტიპებს არ დავინახავთ. თუმცა ჩვენთვის ბევრი რამის სწავლება შეუძლია იმ ადამიანებსა თუ მოვლენებს, რომელთა შესახებაც ბიბლია მოგვითხრობს (რომ. 15:4)(3/15, გვერდები 17, 18).

რატომ იპყრობს ეგვიპტეში ნაგავსაყრელზე ნაპოვნი პაპირუსის ფრაგმენტი ჩვენს ყურადღებას?

გასულ საუკუნეში ერთი პაპირუსის ფრაგმენტზე აღმოაჩინეს მონაკვეთები იოანეს სახარებიდან. ეს ფრაგმენტი, სავარაუდოდ, იოანეს მიერ სახარების დაწერიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ შეიქმნა. მისი შინაარსი გვიდასტურებს, რომ ბიბლია სანდო წიგნია (4/1, გვერდები 10, 11).

რატომაა მოუნანიებელი შემცოდველის კრებიდან გარიცხვა სიყვარულის გამოხატულება?

ბიბლია მოიხსენიებს სერიოზულ მიზეზებს, რის საფუძველზეც ქრისტიანი კრებიდან ირიცხება. თუმცა ამას საბოლოოდ კარგი შედეგი მოჰყვება (1 კორ. 5:11—13). ეს ღონისძიება იეჰოვას სახელს განადიდებს, ქრისტიანული კრების სიწმინდეს იცავს და შემცოდველი შედეგად შესაძლოა გონს მოეგოს (4/15, გვერდები 29, 30).