არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ასწავლის ბიბლია?

რას ასწავლის ბიბლია?

ვინ ან რა არის ეშმაკი?

თქვენი აზრით, ეშმაკი არის . . .

  • სულიერი არსება

  • ადამიანში არსებული ბოროტება

  • ადამიანის წარმოსახვის ნაყოფი

რას ასწავლის ბიბლია?

ეშმაკი ესაუბრა იესოს და მის ცდუნებას შეეცადა (მათე 4:1—4). ასე რომ, ეშმაკი არც ადამიანის წარმოსახვის ნაყოფია და არც მხოლოდ ბოროტების სიმბოლო. ის ბოროტი სულიერი არსებაა.

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • თავდაპირველად, ეშმაკი წმინდა ანგელოზი იყო, მაგრამ „ჭეშმარიტებაში არ დადგა“ (იოანე 8:44). ის გახდა მატყუარა და ღმერთს დაუპირისპირდა.

  • სატანას სხვა ანგელოზებიც შეურთდნენ ღვთის წინააღმდეგ ბრძოლაში (გამოცხადება 12:9).

  • ეშმაკი ადამიანებს გონებას უბრმავებს, რათა მათ მისი არსებობა არ დაიჯერონ (2 კორინთელები 4:4).

შეუძლია ეშმაკს ადამიანების მართვა?

ზოგის აზრით, ეს მტკნარი სიცრუეა. ზოგი კი შიშით კანკალებს, რომ ბოროტმა სულებმა არ შეიპყრონ. თქვენ რას ფიქრობთ?

რას ასწავლის ბიბლია?

„მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). ეშმაკი დიდ ზეგავლენას ახდენს მთელ კაცობრიობაზე, მაგრამ მას ყველას დამორჩილება არ შეუძლია.

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • ეშმაკი თავს ინიღბავს, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიყვანოს შეცდომაში და თავის გავლენაში მოაქციოს (2 კორინთელები 11:14).

  • ბოროტ სულებს ზოგიერთი ადამიანის მართვა შეუძლიათ (მათე 12:22).

  • ღვთის დახმარებით ნამდვილად შეძლებთ, წინააღმდეგობა გაუწიოთ ეშმაკს (იაკობი 4:7).