არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

2012 წლის საოლქო კონგრესი ნიჟნაია აპშაში (უკრაინა)

უხვი მოსავალი!

უხვი მოსავალი!

იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ქვეყნიერების აღსასრულის პერიოდში მისი მიმდევრები უხვ მოსავალს მოიმკიდნენ (მათ. 9:37; 24:14). ვნახოთ, რა გასაოცრად შესრულდა მისი სიტყვები იმიერკარპატეთში (უკრაინა). ამ ტერიტორიაზე არსებულ სამ ქალაქში, რომლებიც ერთმანეთის მეზობლად მდებარეობს, 50 კრება და 5 400-ზე მეტი მაუწყებელია. * ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქალაქებში მცხოვრები ხალხიდან ყოველი მეოთხე იეჰოვას მოწმეა.

როგორ ეხმაურება ხალხი სასიხარულო ცნობას ამ ტერიტორიაზე? ერთი ადგილობრივი ძმა, სახელად ვასილი, ამბობს: „ხალხი ძალიან აფასებს ბიბლიას, უყვართ სამართლიანობა, აქვთ მტკიცე ოჯახები და ერთმანეთს გვერდში უდგანან. მართალია, ისინი ყველაფერში არ გვეთანხმებიან, მაგრამ, როდესაც ბიბლიურ მუხლებს ვუკითხავთ, ყურადღებით გვისმენენ“.

ცხადია, ისეთ ტერიტორიაზე ქადაგებას, სადაც ძალიან ბევრი მაუწყებელია, გარკვეული სირთულეები ახლავს თან. მაგალითად, ერთი კრების სამქადაგებლო ტერიტორიაზე სულ რაღაც 50 სახლია, სადაც 134 მაუწყებელი ქადაგებს. როგორ იქცევიან ადგილობრივი და-ძმები?

ბევრი და-ძმა მსახურებას აფართოებს და იმ ტერიტორიებზე ქადაგებს, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. 90 წლის ძმა იონაში ამბობს: „ჩვენი კრების ტერიტორიაზე ორ მაუწყებელზე ერთი სახლი მოდის. ამჟამად ჩემს სოფელში ვქადაგებ, მაგრამ სანამ ჯანმრთელობა გამიუარესდებოდა, დაახლოებით 160 კილომეტრით დაშორებულ გაუნაწილებელ ტერიტორიაზე დავდიოდი, სადაც უნგრულ ენაზე ვქადაგებდი“. მაუწყებლებს სხვა ტერიტორიაზე ქადაგებისთვის დიდი მსხვერპლის გაღება უწევთ. იონაში განაგრძობს: „მატარებლისთვის რომ მიმესწრო, დილის 4 საათზე ვდგებოდი და მთელი დღე, საღამოს 6 საათამდე ვქადაგებდი, რადგან მატარებელი უკან მხოლოდ ამ დროს ბრუნდებოდა. ასე ვმსახურობდი კვირაში ორჯერ ან სამჯერ“. იონაში ფიქრობს, რომ ეს ღირდა ძალისხმევად. ის დასძენს: „ასეთი სახის მსახურებამ უდიდესი სიხარული მომანიჭა. ბედნიერი ვარ, რომ გაუნაწილებელ ტერიტორიაზე ერთ ოჯახს ბიბლიის შესწავლაში დავეხმარე“.

ბუნებრივია, იმ ტერიტორიაზე არსებულ კრებებში მომსახურე ყველა და-ძმას არ შეუძლია დაშორებულ ტერიტორიებზე ქადაგება, თუმცა ყველა, მათ შორის ხანდაზმულები, საფუძვლიანად ამოწმებენ თავიანთი კრების ტერიტორიაზე. შედეგად, 2017 წელს უფლის გახსენების საღამოს, სამივე ქალაქში მთლიანობაში იმდენივე სტუმარი დაესწრო, რამდენი მაუწყებელიცაა. დამსწრეთა რიცხვმა ჯამში მოსახლეობის თითქმის ნახევარი შეადგინა. ეჭვგარეშეა, სადაც არ უნდა ვმსახურობდეთ, „ყოველთვის ბევრი უნდა [ვიშრომოთ] უფლის საქმეში“ (1 კორ. 15:58).

^ აბზ. 2 ეს ქალაქებია: გლიბოკი პოტიკი, სერედნიე ვოდიანე და ნიჟნაია აპშა.