არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

შეიძლება თუ არა შეიქმნას სამართლებრივი კომიტეტი, თუ ქალი და მამაკაცი, რომლებიც ცოლ-ქმარი არ არიან, შეუფერებელ ვითარებაში ერთად გაათევენ ღამეს?

დიახ. თუ არ არსებობს შემამსუბუქებელი გარემოებები, სამართლებრივი კომიტეტი შეიქმნება სიძვის ჩადენის უდავო არაპირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე (1 კორ. 6:18).

უხუცესთა საბჭო დიდი სიფრთხილით აფასებს თითოეულ სიტუაციას, რათა გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა სამართლებრივი კომიტეტის შექმნა. მაგალითად, ისინი უნდა დაფიქრდნენ შემდეგ კითხვებზე: აქვთ მათ რომანტიკული ურთიერთობა? ჰქონდათ რჩევა მიცემული ერთმანეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით? რატომ მოუწიათ ღამის ერთად გათევა? წინასწარ ხომ არ ჰქონდათ დაგეგმილი? შეეძლოთ თავიდან აერიდებინათ ეს? თუ არსებობს შემამსუბუქებელი გარემოებები, მაგალითად გაუთვალისწინებელი შემთხვევა ან უკიდურესი ვითარება, რის გამოც სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ? (ეკლ. 9:11). სად და რა ვითარებაში ეძინათ? რადგანაც ყველა სიტუაცია განსხვავებულია, შეიძლება იყოს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებსაც უხუცესები გაითვალისწინებენ.

მას შემდეგ, რაც უხუცესთა საბჭო ყველა ფაქტს გაითვალისწინებს, ისინი გადაწყვეტენ, საჭიროა თუ არა სამართლებრივი კომიტეტის შექმნა.